მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49701.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ფიგურები ოქროსფერ ფონზეა წარმოდგენილი.
The figures are presented against a golden background.
49702.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მოზაიკის ყველა დეტალი (პლასტიკური თუ ფერადოვანი) დიდი ოსტატობითაა შესრულებული და მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშია.
All the details of the mosaic (plastic and colouring) are done with great skill, and are fine specimens of the art.
49703.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებლის ბრძანებით იქნა აგებული შიომღვიმის ზემო ეკლესია (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი).
The upper church (of the Dormition of the Virgin) of Shiomgvime was built on the orders of David the Builder.
49704.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებლის ასულს თამარს აუგია თიღვის (შიდა ქართლი, ყოფილი ზნაურის რაიონი) გუმბათოვანი ეკლესია მკაცრი, ასკეტური სტილის.
Queen Tamar built the domed church of Tighvi (Shida Kartli, today's Znauri District) in a severe, ascetic style.
49705.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამავე პერიოდშია აშენებული მშვენიერი ჩუქურთმებით შემკული ეკლესია საორბისში.
The church in Saorbisi, adorned with beautiful ornaments, was built during the same period.
49706.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებელს დიდი საამშენებლო საქმიანობა გაუშლია: „რაოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რაოდენნი ხიდი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილ ყვნა...“.
David the Builder conducted great construction projects: "how many churches did he build, how many bridges over turbulent rivers, how many roads difficult of passage did he pave with stone...".
49707.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XII საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა გუმბათოვანი ტაძრები.
During the last quarter of the 12<sup>th</sup> century and the early years of the 13<sup>th</sup> century, domed churches were built in Georgia.
49708.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ისინი მაღალი მხატვრული ღირსებებით ხასიათდებოდა.
They were characterized by high artistic quality.
49709.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს ეკლესია-ტაძრები დასახლებული ცენტრებისაგან საკმაოდ მოშორებით, ტყიან ხეობებშია აგებული.
These churches are situated rather far from towns and villages, in wooded gorges.
49710.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ისინი წინა საუკუნის გრანდიოზულ ტაძრებთან შედარებით უფრო მომცრონი არიან და ინტიმურ შთაბეჭდილებას ტოვებენ.
They are smaller than the grandiose churches of the previous century and seem more intimate.
49711.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ხელოვნებათმცოდნეები მიუთითებენ, რომ დეკორატიულობა და რაფინირება უმაღლეს მწვერვალს აღწევს.
Art critics point out that their refinement and decorative quality reach the highest level.
49712.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ტაძართა ფასადებზე თანდათან ქრება წინანდელი თაღები.
The arches of previous times gradually disappeared from the facades of the churches.
49713.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეფექტი ემყარება კედლის კონტრასტულ დაპირისპირებას უხვად მოჩუქურთმებულ სარკმელთა საპირეებთან.
Their aesthetic effect is based on the contrasting opposition of the wall to the lavishly ornamented facing of the windows.
49714.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
შეცვლილია შენობის პროპორციებიც: გუმბათის ყელი შენობასთან შედარებით ძლიერ აზიდულია.
The proportions of the buildings changed, too: the drum is very elevated in comparison with the rest of the building.
49715.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა (ქართლში), ბეთანია (ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში), ფიტარეთი (ქვემო ქართლში), წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში), დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვ.
Churches of this type include the following: Ikorta (in Kartli), Betania (in the Vere Gorge), Kvatakhevi (in Kartli), Pitareti (in Kvemo Kartli), Tsughrughasheni (in Kvemo Kartli), Dmanisi Gate (in Kvemo Kartli), Ertatsminda (in Kartli), etc.
49716.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთესუბანი და ყინწვისი.
Two churches built of brick belong to this same group: Timotesubani and Qintsvisi.
49717.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი (ხრამის ხეობაში; აღსანიშნავია, რომ მის წარწერაში თამარ მეფე და დავით სოსლანი მოიხსენიებიან), მაღალაანთ ეკლესია (ქართლი), კაზრეთი (ქვემო ქართლი), გუდარეხი (ქვემო ქართლი), ლურჯი მონასტერი (თბილისი) და სხვ.
One-aisled churches: a nice-looking church (in the Khrami Gorge; it is noteworthy that Queen Tamar and David Soslan are mentioned in its inscription), the Maghalaant church (Kartli), Kazreti (Kvemo Kartli), Gudarekhi (Kvemo Kartli), the Blue Monastery (Tbilisi), etc.
49718.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI საუკუნის საერო ნაგებობათა შორის მნიშვნელოვანია გეგუთის სასახლე (ამ სასახლის ერთი ნაწილი უფრო ძველია).
Geguti palace (though one of its parts is older) is distinguished among the secular buildings of the 11<sup>th</sup> century.
49719.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მას სააგარაკო და სანადირო დანიშნულება ჰქონდა.
It served as a summer and hunting residence.
49720.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს სასახლე, როგორც შემორჩენილი ნანგრევებიდან ჩანს, გრანდიოზული იყო.
This palace, as can be seen from the remaining ruins, was a grandiose monument.