მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49781.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
აქ ფართოდაა წარმოდგენილი დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი.
Here, the events of David of Gareja's life are represented.
49782.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მეტად მნიშვნელოვანია რაჭის სოფ. ზემოკრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების საინტერესო პორტრეტებია მოცემული.
The painting of the church in the Racha village of Zemokrisi is very important in that, like the Svaneti monuments, interesting portraits of the local feudal lords are depicted.
49783.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XII-XIII სს. მონუმენტური მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლებში (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი, ახტალა) კომპოზიციის მეტი დეკორაციულობა და დინამიკურობა შეიმჩნევა;
There is a more decorative element and dynamic to be seen in the most important works of the monumental painting of the 12<sup>th</sup>-13<sup>th</sup> centuries (Vardzia, Betania, Qintsvisi, Bertubani, Akhtala);
49784.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ნახატები დახვეწილია და ფერები უმაღლესი ოსტატობითაა შეხამებული.
The compositions are refined, and the colors are matched with the highest skill.
49785.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
აღსანიშნავია ისტორიულ პირთა, განსაკუთრებით თამარის პორტრეტები.
The portraits of historical persons, Queen Tamar's portrait in particular, are noteworthy.
49786.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული.
The portait of Tamar before her marriage was painted in the church of Vardzia.
49787.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მის წინ აქ მამამისი გიორგი III დგას.
Her father, Giorgi III, stands in front of her.
49788.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგია გამოსახული.
Giorgi III and Giorgi Lasha are depicted along with Tamar in the churches of Betania and Qintsvisi.
49789.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ბეთანიაში მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.
In Betania, only Tamar (without her father) with Giorgi Lasha are depicted.
49790.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ პორტრეტების შინაარსი აშკარად განსაზღვრავს ქრონოლოგიასაც.
The content of these portraits clearly determines their chronology.
49791.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ვარძიის პორტრეტი უადრესია, ბერთუბნისა კი ყველაზე გვიანდელი.
The portrait at Vardzia is the earliest, the one at Bertubani the latest.
49792.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
იმდროინდელი მხატვრობიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია ანგელოზის ფიგურას ყინწვისში („აღდგომის“ სცენა).
The figure of an angel (in the scene of the Resurrection) at Qintsvisi occupies a special place in the painting of this period.
49793.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს ფიგურა თავისი ღრმა ადამიანურობითა და ლირიზმით აშკარად აჩვენებს, რომ ქართული მხატვრობა მიადგა ახალ ამოცანათა მიჯნას.
This figure, with its profound humanity and lyricism, clearly indicates that Georgian painting was exploring new possibilities.
49794.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ესაა პრობლემა, რომელსაც იტალიური აღორძინების ხელოვნება ისახავდა მიზნად.
These are the technical problems, to which the painters of the Italian Renaissance also turned their attention.
49795.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მაგრამ ამ მონაპოვართა შემდგომი განვითარებისათვის ისტორიულმა გარემოებამ საქართველოში ვერ შექმნა სათანადო წანამძღვრები.
However, the historical situation failed to create the necessary pre-conditions in Georgia for the further development of these achievements.
49796.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII სს. საქართველოს ხელოვნებაში თავისი ადგილი ჰქონდა ხელნაწერი წიგნების გაფორმებას, მინიატურებს.
The design of manuscripts, including painted miniatures, had an important place in the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> century Georgian art.
49797.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
შემორჩა შუა საუკუნეების წიგნის მხატვრული გაფორმების ხელოვნების იშვიათი ნიმუშები.
Rare specimens of artistically designed Georgian books from the Middle Ages have been preserved.
49798.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ ხანის ქართული წიგნებისათვის დამახასიათებელია ლამაზი კალიგრაფია, მრავალფეროვანი ორნამენტი და დახვეწილი მინიატურული მხატვრობა.
Beautiful calligraphy, diverse ornaments, and refined miniature painting are characteristic of the books of this period.
49799.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საქართველოში ძველთაგან იყო ცნობილი ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა.
The decoration of golden, silver, and copper implements with enamel was known from olden times in Georgia.
49800.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი.
In Georgian art, cloisonne enamel was the most widely used technique.