მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49841.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამავე პერიოდისაა სუმბატ დავითისძე.
Sumbat Davitisdze was a historian of the same period.
49842.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მას ბაგრატიონთა საგვარეულოს ისტორიკოსს უწოდებენ მისი თხზულების „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“-ს გამო.
He is called the historian of the Bagrationi family because of his work, "The Life and Information about the Bagrationis".
49843.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მემატიანე მეტად საინტერესოდ გადმოგვცემს ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულოს ისტორიას.
This chronicler relates the history of the Bagrationis of Tao-Klarjeti in a very interesting way.
49844.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს ის საგვარეულოა, რომელმაც სათავე დაუდო ერთიანი საქართველოს სამეფო დინასტიას.
This was the family, from which the royal dynasty of united Georgia originated.
49845.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამასთან, საგულისხმოა ავტორის კონცეფცია ბაგრატიონთა მეფობის უპირატესობის შესახებ დიდგვაროვან აზნაურთა ხელისუფლებასთან შედარებით.
His contention that the Bagrationis had priority as kings over the power of the high-born nobility is noteworthy.
49846.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„მატიანე ქართლისაი“-ს ავტორი უცნობია.
The author of the "Matiane Kartlisai" is unknown.
49847.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მან მოგვცა საქართველოს ისტორია VIII საუკუნიდან XI საუკუნის 80-იან წლებამდე.
He gives us the history of Georgia from the 8th century to the 1080's.
49848.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ სრულიად ახალი ეტაპია ქართულ ისტორიოგრაფიაში.
The work of David the Builder's historian, "The History of David, King of Kings", marks a new stage in the development of Georgian historiography.
49849.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მაღალი ეროვნული თვითშეგნების ავტორი მეფის მომხრეთა დასს ეკუთვნის და სამეფო ხელისუფლების ღვთისნებობის თეორიას იზიარებს.
The author, who demonstrates a high level of national consciousness, belonged to the group loyal to the king and espoused the theory that the royal power depended upon God's will.
49850.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
იგი ძლიერი სამეფო ხელისუფლების დამცველია და დავით აღმაშენებელს გვიხატავს სხვადასხვა ისტორიულ მოღვაწეებთან შედარების საფუძველზე.
He supported a strong monarchy, and presents a portrait of David the Builder in comparison with the other historical figures.
49851.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში უთუოდ დიდი ადგილი უკავია თამარის ორ ისტორიკოსს.
Tamar's two historians clearly occupy an important place in old Georgian historiography.
49852.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომელიც არც ერთ სხვა საუკეთესო ქართულ საისტორიო ძეგლს არ ჩამოუვარდება.
"Histories and Praises of Monarchs" is equal to the finest historical monuments produced anywhere.
49853.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამასთანავე იგი დიდი ნდობის ღირსიც არის და ამის გამო ისტორიისათვის ძვირფას წყაროდ უნდა ჩაითვალოს.
It is a very trustworthy historical account, and is considered an invaluable source for the history.
49854.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
თამარის მეორე ისტორია: „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ შინაარსობრივად და კონცეფციურად XII საუკუნის ქართული საისტორიო მწერლობის დიდი წარმატების მაჩვენებელია.
Tamar's second history: "The History of Tamar, Queen of Queens", in terms both of its conception and its content, demonstrates the great success of the 12<sup>th</sup> century Georgian historical literature.
49855.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ძველი საქართველოს საისტორიო აზროვნების უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს „ქართლის ცხოვრების“ არსებობა.
The extant "Kartlis Tskhovreba" may be considered a great treasury of the historical thinking of old Georgia.
49856.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ის თანდათან იქმნებოდა და პირველად კრებული სწორედ XII საუკუნეში შედგა.
It was compiled gradually, and the first collection of works was prepared in the 12<sup>th</sup> century.
49857.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„ქართლის ცხოვრება“ იყო ფეოდალური საქართველოს ცივილიზაციის მნიშვნელოვანი იდეურ-პოლიტიკური ბაზისი.
"Kartlis Tskhovreba" was of great importance in that it provided the ideological-political basis for feudal Georgia's civilization.
49858.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII რუსთველის ეპოქის ქართულმა ისტორიოგრაფიამ მოიხადა თავისი ვალი, საზოგადოებას მოაწოდა საქართველოს ისტორია.
11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> century Georgian historiography succeeded in its objective of providing Georgian society with a Georgian history.
49859.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეებში განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია ფილოსოფიურმა მეცნიერებამ.
Philosophical science also reached a high stage of development during the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> centuries.
49860.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საერო კულტურის განვითარებას და მის მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს.
The development of secular culture and its ideological principles were of great importance.