მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49861.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ყალიბდება ახალი შეხედულებანი ადამიანსა და მის დანიშნულებაზე.
New ideas about man and his function were developed.
49862.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ჰუმანიზმი, რომელიც პოეტურსა და ფილოსოფიურ გამოხატულებას პოულობს „ვეფხისტყაოსანში“.
Resulting in a new humanism, which found its poetic and philosophical expression in "The Knight in the Panther's Skin".
49863.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებაში, მის ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჰუმანისტური იდეების სიძლიერემ საფუძველი მისცა მეცნიერებს, მათში რენესანსის აშკარა ნიშნები დაენახათ.
The strength of the humanistic ideas current in the Georgian society of those days, as evidenced by its literature and art, suggest obvious parallels to the European Renaissance.
49864.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საზოგადოებრივ-პოლიტიკური და იდეოლოგიური მოძრაობა იმდროინდელი ფილოსოფიური აზროვნების ბაზისზე იდგა.
The social, political, and ideological movements were based on the philosophical thinking of those days.
49865.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ქართულ აზროვნებაში განმტკიცდა სამეფო ძალაუფლების შარავანდედითმოსილობისა და ღვთისსწორობის იდეა.
The idea that the royal power was hallowed and established by God took root in Georgian thinking.
49866.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XII საუკუნეში საქართველოს ძლიერი სამეფო ხელისუფლება მოწინავე ძალა იყო.
In the 12<sup>th</sup> century, Georgia's strong monarchy was a progressive force.
49867.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ის იყო მოთავე ეროვნული კონსოლიდაციისა, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გაერთიანების გარანტი.
It was the initiator of national consolidation and the guarantor of economic, political, and cultural unity.
49868.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XII საუკუნის საქართველოს მეფეთა მოქმედებასა და მათ მიერ ამა თუ იმ საკითხთა გადაჭრაში აშკარად ჩანს ექვთიმე მთაწმინდელისა და ეფრემ მცირეს ჰუმანისტური იდეალების გავლენა.
The influence of Euthymius of Mtatsminda and Eprem Mtsire's humanistic ideals on the actions of the 12<sup>th</sup> century Georgian kings, and on the resolution of certain problems, is obvious.
49869.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
1955 წელს პროფ. ჟ. გარიტმა, რომელიც არ იცნობდა პროფ. ი. აბულაძის გამოცემას, გამოსცა ქართულად „საქმე მოციქულთა“-ს სინური ხელნაწერის ორი რედაქცია.
In 1955, Prof. G. Garitte, unaware of the edition by Prof. I. Abuladze, published the edition of two Sinaitic manuscripts of the Acts of the Apostles in Georgian.
49870.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
იგი ჰპირდებოდა მკითხველს სტატიას, რომელშიც დაამტკიცებდა, რომ ქართული თარგმანის დედანი იყო სომხური თარგმანი. მას ეს სტატია არ გამოუქვეყნებია.
He promised a contribution to prove that the model of the Georgian translation was an Armenian one, but he never published it.
49871.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
ჩვენ ჯერ მიმოვიხილავთ იმ რამდენიმე არგუმენტს, რომელიც მან შესავალში მოიყვანა და შემდეგ ცალკე განვიხილავთ ორმაგი პრევერბის მქონე ზმნებს.
We shall first review the few arguments he gave in the introduction, and then study apart the verbs with a double preverb.
49872.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
შენიშვნები ეფრემ მცირის „ფსალმუნთა თარგმანების“ შესახებ.
SOME NOTES ON "COMMENTARY ON PSALMS" BY EPHREM MCIRE.
49873.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
ეფრემ მცირის „ფსალმუნთა თარგმანება“ არ წარმოადგენს ერთი მთლიანი თხზულების თარგმანს.
"Commentary on Psalms", compiled by Ephrem Mcire is not a translation of any single work.
49874.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
ფსალმუნის სათარგმანებელი ტექსტი, როგორც თვით ეფრემიც აღნიშნავს, გიორგი მთაწმიდისეული რედაქციისაა და ეფრემი მას უმეტესად უცვლელად იმოწმებს.
The commented text in Ephrem's work is that which is known as the version of George the Hagiorite. Ephrem follows it closely.
49875.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეაქვს ეფრემს გიორგისეული ფსალმუნის ტექსტში ცვლილებები, იმისათვის, რომ შეუხამოს იგი მის მიერ შერჩეულ კომენტარს.
The few changes in the text which Ephrem holds in high esteem are made by him in order to make it agree with the interpretation approved and selected by him.
49876.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
ამოსის წინასწარმეტყველების ქართული თარგმანის დედანი - მეთოდოლოგიური პრობლემები.
ORIGINAL OF THE GEORGIAN TRANSLATION OF THE BOOK OF AMOS, METHODOLOGICAL PROBLEMS.
49877.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების (ამოსი, მიქეა, იონა, სოფონია და ზაქარია) მიმართება უცხოენოვან წყაროებთან ქართული ბიბლიის სხვა წიგნთა შორის ყველაზე საფუძვლიანად არის შესწავლილი იულიუს ასფალგის საჰაბილიტაციო ნაშრომში.
The relationship of the books of the Minor Prophets (Amos, Micah, Jonah, Zephaniah and Zechariah) to the foreign sources, compared to other books of the Georgian Bible, is the most thoroughly studied in the Habilitation work of Julius Asfalg.
49878.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
მკვლევარი თავისი წინამორბედების შეცდომების გათვალისწინებით ცდილობს თავისი ნაშრომი კვლევის სწორ მეთოდოლოგიას დააფუძნოს. ითვალისწინებს ჩვენამდე მოღწეულ ყველა წყაროს.
By taking into consideration the errors of previous scholars, the author attempts to base his work on the right methodology by Taking into account all sources that have survived to the modern day.
49879.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
ავტორი ერთმანეთისაგან ანსხვავებს ორ პრობლემას: თარგმანის წარმომავლობისა და გვიანდელი ხელნაწერების წარმომავლობისა.
The author distinguishes two problems such as those of the origin of translation as well as origin of the later manuscripts.
49880.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული "საქმე მოციქულთა"-ს დედნის საკითხი
ტექსტების შედარების დროს ეყრდნობა შემდეგ პარამეტრებს.
Applying the following parameters while comparing the texts.