მოიძებნა 668060 ჩანაწერი
50641.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
მის დასავლეთ ნაწილში შემორჩა მოზრდილი გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევები, ხოლო აღმოსავლეთით დარბაზის - ადგილობრივ მფლობელთა რეზიდენციის ნაშთები.
In its west edge the ruins of a sizeable domed church survive, and to the east the remains of a palace – residence of the local owners.
50642.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
მეორე ციხე, თანამედროვე სახელით კიზ კალესი, განსაკუთრებით შთამბეჭდავია - მაღალ კლდეს შეფენილი კედლებით, რამდენიმე გარსად განლაგებული ბაქნებით, იგი ზღაპრული ციხე-სიმაგრის ასოციაციას იწვევს.
The other fortress, its present name Kiz Kalesi, is especially impressive - with walls ascending a tall rock, with platforms arranged in several tiers – evoking an association of a fairy-tale stronghold.
50643.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ოლთისის ცენტრალურ ნაწილში აგებული ეს ორი ციხე თავის დროზე ერთიანად აკონტროლებდა ვრცელ არეალს.
These two fortresses, built in the central part of Oltisi, in the past controlled a vast area.
50644.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
როგორც ჩანს, სწორედ მათ შორის გადიოდა გზა, რომელიც ოლთისის წყალს მიუყვებოდა და თორთომბასიანის რეგიონს ტაოსთან, უფრო ჩრდილოეთით კი კლარჯეთთან აკავშირებდა.
The road, running along the Oltisis-tsqali and linking the Tortomi-Basiani region with Tao, and to the north with Klarjeti, apparently passed between these fortresses.
50645.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ამასთანავე, ფარნაკას სამხრეთ-აღმოსავლეთით, სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ბანას ტაძარი – ქვეყნის სამეფო დომენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეპისკოპოსო კათედრა და მისი შემოგარენი ასწლეულების მანძილზე ტაო-კლარჯეთის მმართველთა, ერთიანი საქართველოს მეფეთა და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
At the same time, to the South of Parnaki, the church of Bana, situated at a distance of a few kilometers, was one of the most important episcopal cathedrals of the country's royal domain, and its environs for centuries constituted the residence of the rulers of Tao-Klarjeti, the kings of united Georgia and the Atabags of Samtskhe.
50646.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
საისტორიო წყაროების მიხედვით, XIV-XV საუკუნეებიდან ფარნაკი ჯაყელთა მფლობელობაში იყო.
According to the historical sources, from the fourteenth-fifteenth centuries Parnaki was owned by Jaqelis.
50647.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს მის ახლოს მდებარე სოფლის სახელი - ირია აყი.
The name of a small village lying nearby - Iriajaq - may be indicative of this.
50648.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ფარნაკის შესახებ მითითებები ასევე გვხვდება ოსმალთა მპყრობელობის პერიოდის წყაროებში.
References to Parnaki also occur in sources of the Ottoman period.
50649.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
XX საუკუნის განმავლობაში, ფარნაკის ციხეების შესახებ არაერთხელ დაიწერა.
Throughout the twentieth century the fortresses of Parnaki were referred to many times.
50650.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
2005 წლის სექტემბერში საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის მიერ მოწყობილი ექსპედიციის დროს ფარნაკის ციხე და მისი ეკლესია შესწავლილ იქნა, აიზომა და დეტალურად აღიწერა ეკლესიის ნანგრევები.
In September 2005 the fortress and the church of Parnaki were studied by an expedition arranged by the Centre for the Study of Ecclesiastical Art of the Patriarchate of Georgia.
50651.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
განხორციელდა ძეგლის შეძლებისდაგვარად სრული ფოტოფიქსაცია.
The ruins of the church were surveyed in detail.
50652.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ფარნაკის ქვედა ციხის ეკლესია ე.წ. კუპელჰალეს (გუმბათიანი დარბაზის) ტიპის მასიური ნაგებობაა.
The church of a lower fortress is a massive structure of the so-called Kuppelhalle (Domed Hall) type.
50653.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
დეტალური ანაზომის საფუძველზე შესრულებული გრაფიკული რეკონსტრუქცია ცხადყოფს, რომ იგი შედარებით დამჯდარი პროპორციებისა უნდა ყოფილიყო.
A reconstruction done on the basis of a survey shows it to have been small in size - of relatively subsident proportions.
50654.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ექვთიმე თაყაიშვილის 1907 წლის ექსპედიციის დროს ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ეკლესიის გუმბათის ნაწილი, რომლის გარე პერიმეტრი კვადრატული ფორმის ყოფილა და წრიული სარკმლებით ნათდებოდა (ისევე როგორც მის სიახლოვეს მდებარე სოლომონ-კალას ციხის ეკლესია).
At the time of E. Taqaishvili's 1907 expedition part of the dome of the church had survived, whose outer perimeter was of square shape and light came in through circular windows (similarly to the nearby church of Solomon Kala).
50655.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ეკლესიის ხუროთმოძღვრული სახის თაობაზე მსჯელობისას მკვლევარები 1907 წლის ექსპედიციის დროინდელ, ხარვეზებიან ანაზომს (ა. კალგინი) ემყარებოდნენ და ტაძრის აგებას IX-X საუკუნეებისათვის ვარაუდობდნენ.
Throughout the long-lasting discussion regarding the architectural appearance of the church the scholars based themselves on the flawed measurement (A. Kalgin) made at the time of the 1907 expedition, assuming the ninth-tenth centuries as the date of its building.
50656.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
2005 წლის ექსპედიციის დროს დადასტურებული სამშენებლო-კონსტრუქციული თავისებურებები სავარაუდოს ხდის, რომ ეკლესია XIV-XV საუკუნეებში უნდა აეგოთ.
The construction and design peculiarities, revealed during the 2005 expedition, make it probable to assume that the church was built in the fourteenth-fifteenth centuries.
50657.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
როგორც ჩანს, იგი ამ მხარეში ჯაყელთა მმართველობასთან და საქტიტორო მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული.
It was apparently connected with the rule and donor activity of the Jaqelis in this region.
50658.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ჯაყისმანის (ჯაყისუბნის) მონასტერი (ახლადგამოვლენილი მასალა).
JAKISMANI (JAKISUBANI) MONASTERY (NEWLY DISCOVERED MATERIAL).
50659.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ჯაყისმანის (ჯაყისუბნის) მონასტერი სამხრეთ საქართველოს, კერძოდ, მისი ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის, სამცხეს, მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი ხუროთმოძღვრული ძეგლია.
Jakismani (Jakisubani) Monastery is one of the interesting but less known architectural complexes of Southern Georgia (historical province of Samtskhe).
50660.
ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები | მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ფარნაკის ციხის ეკლესია
ისტორიული ცნობები მონასტრის შესახებ არ შემოგვრჩა.
We have no historical records about the monastery.