მოიძებნა 668060 ჩანაწერი
50941.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ბანკის ანაბრები, რომლებიც არ გაუსესხებიათ, უნდა შეინახოს ცენტრალურ ბანკში დაბალი საპროცენტო განაკვეთით, უფრო დაბლით, ვიდრე განაკვეთი, რომელსაც ბანკი იხდის.
A bank's deposits that have not been loaned out have to be stored at the Central Bank at a low interest rate, lower than what the bank is paying.
50942.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ ბანკი სესხის სახით გასცემს მეტ ფულს, ვიდრე მას დეპოზიტზე უდევს, მაშინ მან სხვაობა ცენტრალური ბანკიდან უნდა ისესხოს მაღალი საპროცენტო განაკვეთით, უფრო მაღლით, ვიდრე განაკვეთი, რომელსაც ბანკი მის მიერ გაცემული სესხებიდან იღებს.
If a bank loans more money than it has available on deposit, it must borrow the difference from the Central Bank at a high interest rate, higher than what the bank receives on its loans.
50943.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მომგებიანი ბანკები თავიანთი ანაბრებისა და სესხების თანაბარ მოცულობას ინარჩუნებენ.
Profitable banks keep deposits and loans matched up.
50944.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ყველაზე მომგებიანი ის ბანკებია, რომლებიც თავიანთი ანაბრებისა და სესხების დაბალანსებასაც ახერხებენ, და ამავე დროს ორივე მათგანის ზრდასაც აღწევენ.
The most profitable banks are those that keep their deposits and loans in balance while making both grow.
50945.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მართოთ თქვენი ბანკი, რისთვისაც რამდენჯერმე მიიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელთაგანაც თითოეული სამ თვეს, ანუ ერთ კალენდარულ კვარტალს შეესაბამება.
You will operate your bank over time by making decisions several times, each of which represents three months or a calendar quarter.
50946.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენი კონკურენტებიც ამასვე აკეთებენ.
Your competitors are doing the same thing.
50947.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
დასაწყისში ყველა ბანკის მდგომარეობა ერთნაირია.
All of the banks start out equal.
50948.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ის საბანკო გუნდი, რომელიც საუკეთესო სტრატეგიას შეიმუშავებს და თავის კონკურენტებზე მეტ ფულს გააკეთებს, გამარჯვებულად გამოცხადდება!
The banking team that develops the best strategy and makes more money than its competitors will be the winner!
50949.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები და თქვენი ბანკის მაჩვენებლები აისახება ორ ანგარიშში, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ყოველი პერიოდის შემდეგ გამოქვეყნდება.
The results of your decisions and your bank's performance appear in two reports which are available after each decision period.
50950.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
დარგობრივი ანგარიში.
Industry Report.
50951.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
დარგობრივ ანგარიშს საბანკო ასოციაცია ამზადებს.
The Industry Report is prepared by the Banking Association.
50952.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მასში მოცემულია ინფორმაცია საბანკო დარგის შესახებ, თქვენს კონკურენტებთან დაკავშირებული საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ჩათვლით.
It provides information about the banking industry, including information that is publicly available about your competitors.
50953.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ეს საუკეთესო წყაროა, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუკი გსურთ შეიტყოთ, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები.
This is the best place to look to find out what your competitors are doing.
50954.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანგარიში საკრედიტო ოპერაციების შესახებ აჩვენებს საბანკო დარგში კრედიტზე არსებულ მოთხოვნას.
The Credit Report shows the demand for credit in the banking industry.
50955.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მასში მოყვანილია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენის აღება სურდა სესხად ეკონომიკაში არსებულ ყველა კლიენტს, და რამდენი ისესხეს მათ რეალურად საკრედიტო ხაზებითა და სესხებით.
It lists how much all customers in the economy wanted to borrow and how much they actually did borrow in both Lines of Credit and Loans.
50956.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანგარიში დანაზოგების შესახებ აჩვენებს მიწოდებას დანაზოგებისა, რომელთა გასესხებაც ბანკებს შეუძლიათ.
The Savings Report shows the supply of savings available to loan out by banks.
50957.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მასში მოყვანილია შემნახველ ანგარიშებზე არსებული თანხები და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე არსებული თანხები.
It lists how much is in Savings Accounts and how much is in Certificates of Deposit.
50958.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანგარიში უნარიანობის შესახებ ცენტრალური ბანკის მიერ მზადდება.
The Capacity Report is prepared by the Central Bank.
50959.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მასში მოყვანილია საბანკო დარგში არსებული ხელმისაწვდომი რეზერვები და მთლიანი მოცულობა სესხებისა, რომელთა აღებაც შესაძლებელია ამ რეზერვებზე დაყრდნობით.
It lists available reserves in the banking industry and the total loans that can be made based on the reserves.
50960.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მასში აგრეთვე მოყვანილია საპროცენტო განაკვეთები, რომლებსაც ცენტრალური ბანკი ანაბრებზე იხდის და სესხებში მოითხოვს.
It also lists the interest rates paid by the Central Bank on deposits and charged on loans.