მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51001.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ თქვენს ბანკში საკრედიტო ხაზებზე იმაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააწესებთ, ვიდრე თქვენი კონკურენტები ითხოვენ, საბოლოოდ სესხის ამღებნი თქვენი ბანკიდან მეტის სესხებას დაიწყებენ, ვიდრე თქვენი კონკურენტების ბანკიდან, ვინაიდან ეს უფრო ნაკლები დაუჯდებათ.
If you set your bank's interest rate on Credit Lines lower than those of your competitors, eventually borrowers will borrow more from your bank than from your competitors since it costs them less.
51002.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ თქვენს ბანკში კრედიტის იმაზე უფრო მაღალ განაკვეთს დააწესებთ, ვიდრე თქვენი კონკურენტები ითხოვენ, გარკვეული დროის შემდეგ სესხის ამღებნი ფულს დაგიბრუნებენ და ფულის სესხებას თქვენი კონკურენტებისგან დაიწყებენ.
If you set your bank's credit rate higher than those of your competitors, over time borrowers will pay your bank back and borrow from them.
51003.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
საკრედიტო ხაზებისგან მიღებული პროცენტი შემოსავალს წარმოადგენს.
Interest received from Credit Lines is income.
51004.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
რაც უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააწესებთ, მით უფრო მეტი ფულის გასესხება შეგეძლებათ, მაგრამ ყოველ გასესხებულ დოლარში ნაკლებს მიიღებთ.
The lower you set your rate, the more money you can loan out, but you will receive less for each dollar loaned.
51005.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
და პირიქით, უფრო მაღალი განაკვეთი გაგიზრდით შემოსავალს თქვენ მიერ გასესხებული ყოველი დოლარიდან.
Conversely, a higher rate will increase the income on each dollar you loan.
51006.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ დაგჭირდებათ კრედიტის იმგვარი განაკვეთის დაწესება, რომ თქვენი საპროცენტო განაკვეთისა და თქვენ მიერ გასესხებული ფულის კომბინაციამ თქვენი შემოსავლის მაქსიმიზაცია მოახდინოს.
You will want to set your credit rate so that the combination of your interest rate and the money you loan out maximizes your income.
51007.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენი გადაწყვეტილება დანაზოგების განაკვეთთან დაკავშირებით კოორდინირებული უნდა იყოს თქვენს გადაწყვეტილებასთან თქვენი საკრედიტო ხაზის განაკვეთთან დაკავშირებით.
Your decision on your Savings rate must be coordinated with your decision on your Credit Line rate.
51008.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სხვაობა ამ ორ განაკვეთს შორის შეადგენს ფულს, რომელსაც ბანკი სხვა ხარჯების დასაფარავად ან მოგების სახით იტოვებს.
The difference between the two rates is money that the bank keeps to pay other expenses or as profit.
51009.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ დაგჭირდებათ ამ განაკვეთების ისეთნაირად განსაზღვრა, რომ დააბალანსოთ დანაზოგებში დეპონირებული ფული და საკრედიტო ხაზებით გასესხებული თანხა.
You will want to set these rates to match up the amount of money deposited in Savings with the amount loaned out in Credit lines.
51010.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ აგრეთვე დაგჭირდებათ ამ განაკვეთების ისეთნაირად განსაზღვრა, რომ იმ თანხის მაქსიმიზაციას მიაღწიოთ, რომელსაც თქვენთვის იტოვებთ!
You will also want to set these rates to maximize the amount of money you keep!
51011.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი კონკურენტებიც ამავე მიზნების მიღწევას ცდილობენ, ასე რომ არ დაივიწყოთ ისინი გადაწყვეტილებათა მიღებისას.
Remember though that your competitors are trying to achieve the same goals, so keep them in mind as you make your decisions.
51012.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
გადაწყვეტილება მეორე: გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები.
Decision Two: Long Term Interest Rates.
51013.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
როგორც კი თქვენი ბანკის შემნახველ ანგარიშებზე არსებული ფულისა და საკრედიტო ხაზებით გასესხებული თანხების დაბალანსებაში გაიწაფებით, მზად იქნებით შეეცადოთ, მიიღოთ უფრო სარისკო გადაწყვეტილებები გრძელვადიანი დანაზოგებისა და სესხების საპროცენტო განაკვეთების დაწესებასთან დაკავშირებით.
Once you have mastered matching up the money in your bank's Savings Accounts with the amounts loaned out on Lines of Credit, you are ready to try the riskier decisions of setting interest rates for long-term savings and loans.
51014.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ეს გადაწყვეტილებები ერთი წლის განმავლობაშია ძალაში და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, თუ რამდენად მომგებიანი იქნება თქვენი ბანკი ამ დროის მანძილზე.
These decisions last for a year and help determine how profitable your bank is during that time.
51015.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ საქმე კარგად მიგდით და თქვენი გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი სესხების მოცულობას სათანადოდ აბალანსებთ, თქვენ ოთხი კვარტალის განმავლობაში მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
If you do well and match up your long-term savings with your long-term loans, you have locked in a profitable relationship for four quarters.
51016.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ ამ მოცულობებს შორის შეუსაბამობას აღმოაჩენთ, სხვაობის აღმოსაფხვრელად მოკლევადიანი სესხების მოცულობის კორექტირება მოგიხდებათ, რაც გაცილებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ.
If you find a mismatch, you will have to make up the difference by adjusting short-term rates which can cost you much more.
51017.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სადეპოზიტო სერტიფიკატები.
Certificates of Deposit.
51018.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
კლიენტები, რომლებსაც ბანკში საკუთარი ფულის განსაზღვრული ვადით დატოვება სურთ, ხშირად ყიდულობენ სადეპოზიტო სერტიფიკატებს, ანუ CD-ებს (Certificates of Deposit – არ აგერიოთ კომპაქტ-დისკებში!).
Customers who are willing to leave their money in the bank for a set period of time often buy Certificates of Deposit or CDs (not to be confused with compact disks!).
51019.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს ბანკის მიერ მიცემულ დაპირებას, დაუბრუნოს კლიენტებს თავიანთი ფული განსაზღვრული თარიღისათვის მომავალში და გადაუხადოს კლიენტს კონკრეტულად განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
A Certificate of Deposit is a promise by the bank to return the money to their customers at a set date in the future and to pay the customer a specified rate of interest according to an established schedule.
51020.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
პროგრამაში „ბანკები მოქმედებაში“ ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატს ერთწლიანი ვადა აქვს.
In Banks in Action, all Certificates of Deposit have terms of one year.