მოიძებნა 668060 ჩანაწერი
50961.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანგარიში განაკვეთების შესახებ აჩვენებს ყველა ბანკის მიერ შემნახველ ანგარიშებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე შემოთავაზებულ საშუალო საპროცენტო განაკვეთს და აგრეთვე საშუალო საპროცენტო განაკვეთებს, რომლებსაც ბანკები საკრედიტო ხაზებსა და სესხებში ითხოვენ.
The Rates Report shows the average interest rates offered on Savings Accounts and Certificates of Deposit by all banks along with the average interest rates charged on Lines of Credit and Loans.
50962.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ეს შეწონილი საშუალო სიდიდეებია და იანგარიშება თითოეულ ბანკში არსებული ფულის თანხის გამრავლებით თითოეულ საპროცენტო განაკვეთზე.
These are weighted averages and are calculated by multiplying the amount of money at each bank at each interest rate.
50963.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანგარიში კონკურენტების შესახებ გვაცნობს საპროცენტო განაკვეთებს, რომლებსაც თითოეული ბანკი ფულის დამზოგველებს სთავაზობს და სესხის ამღებებს ახდევინებს, და აგრეთვე მათ მიერ კვარტალში მიღებული მოგების მოცულობასა და მათ მიერ პროგრამის „ბანკები მოქმედებაში“ დაწყების შემდეგ მიღებული მოგების მოცულობას.
The Competitive Report lists the interest rates that each bank offers to savers and charges to borrowers along with the amount of profit they made in the quarter and the amount of profit they have made since Banks in Action started.
50964.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
გამოიყენეთ ანგარიში საბანკო დარგის შესახებ თქვენი ბანკის შესადარებლად მთლიანობაში აღებულ დარგთან.
Use the Banking Industry Report to compare your bank to the industry as a whole.
50965.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ინფორმაცია იმის გამოსაცნობადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები და, სავარაუდოდ, რას გააკეთებენ ისინი მომავალში.
You can also use the information to decipher what your competitors are doing and what they are likely to do in the future.
50966.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
გამოიყენეთ თქვენი ანალიტიკური აზროვნება და აჯობეთ მათ მიხვედრილობასა და საზრიანობაში!
Use your analysis to out-guess and out-smart them!
50967.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
საბანკო ანგარიში.
Bank Report.
50968.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
საბანკო ანგარიში ეს არის თქვენი ბუხჰალტრების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც გიჩვენებთ, როგორი მაჩვენებლები ჰქონდა თქვენს ბანკს წინა პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.
The Bank Report is the report prepared by your accountants that shows how your bank performed during the most recent period.
50969.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
იგი შეიცავს ფირმის კუთვნილ საწარმოო ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ თქვენი ფირმის მენეჯერებისთვისაა ხელმისაწვდომი.
It contains proprietary information that is available only to your bank managers.
50970.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ეკონომიკური განაცხადი გიჩვენებთ სარგებელს ანუ პროცენტს, რომელიც თქვენ საკრედიტო ხაზებიდან, სესხებიდან და ცენტრალური ბანკისგან მიიღეთ.
The Income Statement shows the interest you received from lines of credit, loans, and the Central Bank.
50971.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
იგი აჩვენებს, რა ღირს თქვენი საბანკო ოპერაციები, და რამდენი გაქვთ დახარჯული მარკეტინგსა და სამეცნიერო-კვლევით და საცდელ სამუშაოებზე.
It shows how much your bank operations cost and what you spent on Marketing and R&D.
50972.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ თქვენს ბანკს მოგება ჰქონდა, იგი გიჩვენებთ თქვენ მიერ გადახდილ გადასახადებს და სრულდება წმინდა შემოსავლით, ანუ თქვენი მოგებით მოცემული კვარტალისათვის.
If your bank made a profit, it shows the taxes that you paid and concludes with Net Income, or your profit for the quarter.
50973.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ბალანსის უწყისი გიჩვენებთ, რა ეკუთვნის თქვენს ბანკს, ანუ მის აქტივს, რა ვალები აქვს მას სხვებისადმი, ანუ მის პასივს და სააქციონერო კაპიტალს.
The Balance Sheet shows what your bank has due to it, or its assets, and what it owes to others, or its liabilities and equity.
50974.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სწორედ ბალანსის უწყისს უნდა მიმართოთ, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ შეესაბამება ერთმანეთს თქვენი ანაბრები და თქვენი სესხები.
This is where you see how your deposits match up with your loans.
50975.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
გაუნაწილებელი მოგება ასახავს, რაოდენ დიდი მოგება ნახა თქვენმა ბანკმა პროგრამის „ბანკები მოქმედებაში“ დაწყებიდან.
Retained Earnings is how much profit your bank has made since the beginning of Banks in Action.
50976.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ეს არის ნომერი, რომელიც იმის განსასაზღვრავად გამოიყენება, თუ რომელი ბანკია ყველაზე უფრო მეტად წარმატებული.
This is the number used to determine which bank is the most successful.
50977.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
გადაწყვეტილება პირველი: მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები.
Decision One: Short Term Interest Rates.
50978.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
პირველი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ, როგორც ბანკირებმა უნდა მიიღოთ, გახლავთ მოთხოვნამდე ანაბრებსა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დაწესება.
The first decisions you must make as bankers are to set the interest rates on demand deposits and loans.
50979.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანაბრები მოთხოვნამდე.
Demand Deposits.
50980.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ანაბრები მოთხოვნამდე არის ფული, რომელსაც კლიენტები თქვენს ბანკში დებენ და რომელიც მათ შეუძლიათ გაიტანონ „მოთხოვნით“, ანუ როდესაც მოინდომებენ.
Demand deposits are money that customers put in your bank that they can take out "on demand" or whenever they want.