მოიძებნა 668060 ჩანაწერი
50981.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
შემნახველი და საჩეკო ანგარიშები წარმოადგენენ ანაბრებს მოთხოვნამდე – კლიენტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავისი ფულის მიღება, რისთვისაც მხოლოდ ჩეკის გამოწერა, ბანკში მისვლა, ან თავიანთი ავტომატური სალაროს (ATM) ბარათის გამოყენება დასჭირდებათ.
Savings and checking accounts are demand deposits-customers can obtain their money any time by writing a check, visiting the bank, or using their ATM card at a banking machine.
50982.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ვინაიდან ბანკებმა დანამდვილებით არ იციან, რამდენ ხანს შეეძლებათ მოთხოვნამდე ანაბრებზე არსებული ფულის გამოყენება, საპროცენტო განაკვეთები, რომლებსაც ისინი ამგვარ ანაბრებში იხდიან, დაბალია.
Since banks can not be sure how long they can use the money in demand deposits, the interest rate they pay on them is low.
50983.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მოთხოვნამდე ანაბრებს პროგრამაში „ბანკები მოქმედებაში“ დანაზოგები ეწოდება.
Demand deposits in Banks in Action are called Savings.
50984.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
დანაზოგებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას წარმოადგენს.
The interest rate on Savings is public information.
50985.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
იმის გასაგებად, თუ რამდენს იხდის თქვენი ბანკი, ან რამდენს იხდიან თქვენი კონკურენტები დანაზოგებში, შეგიძლიათ დარგობრივ ანგარიშში ჩაიხედოთ და დანაზოგების განაკვეთი ნახოთ.
You can check how much your bank as well as all your competitors are paying for Savings by looking at the Savings rate on the Industry Report.
50986.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გაზრდით, შეამცირებთ თუ იგივეს დატოვებთ საპროცენტო განაკვეთს შემდეგ პერიოდში.
You need to decide if you want to raise, lower, or leave this rate the same in the next period.
50987.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ თქვენს ბანკში დანაზოგებზე იმაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს დააწესებთ, ვიდრე თქვენი კონკურენტები იხდიან, გარკვეული დროის შემდეგ მეანაბრეები საკუთარ ფულს სხვა ბანკებიდან თქვენს ბანკში გადმოიტანენ.
If you set your bank's interest rate on Savings higher than those of your competitors, over time depositors will move their money from other banks to your bank.
50988.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
დანაზოგებში გადახდილი პროცენტი ხარჯს წარმოადგენს.
Interest paid on Savings is an expense.
50989.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
რაც უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს დააწესებთ, მით უფრო მეტ ფულს მოიზიდავთ თქვენს ბანკში, მაგრამ იგი მით უფრო მეტიც დაგიჯდებათ.
The higher you set your rate, the more money you will attract to your bank, but the more it will cost.
50990.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
და პირიქით, უფრო დაბალი განაკვეთი ხარჯებს შეგიმცირებთ, მაგრამ თქვენს ბანკში ნაკლები ფულიც იქნება დეპონირებული.
Conversely, a lower rate will reduce your expenses, but you will have less money deposited in your bank.
50991.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სესხები მოთხოვნამდე.
Demand Loans.
50992.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სესხები მოთხოვნამდე, ანუ ონკოლური სესხები არის ფული, რომლის აღებაც კლიენტებს, ბანკის ნებართვით, შეუძლიათ „მოთხოვნით“, ანუ როდესაც მოინდომებენ.
Demand loans are money that the bank allows customers to take out "on demand" or whenever they want.
50993.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
საკრედიტო ბარათები და საკრედიტო ხაზები წარმოადგენენ სესხებს მოთხოვნამდე – კლიენტებს შეუძლიათ ბანკიდან ნებისმიერ დროს გაიტანონ ფული წინასწარ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
Credit cards and lines of credit are demand loans-customers can take money out of the bank at any time up to a preset limit.
50994.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ვინაიდან კლიენტებს თავისუფლება ეძლევათ, ფული მაშინ ისესხონ და დააბრუნონ, როდესაც მოინდომებენ, ისინი მზად არიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები იხადონ.
Since customers have the flexibility of borrowing money and paying it back whenever they want, they are willing to pay a high interest rate.
50995.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მოთხოვნამდე სესხებს პროგრამაში „ბანკები მოქმედებაში“ საკრედიტო ხაზები ეწოდება.
Demand loans in Banks in Action are called Credit Lines.
50996.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, საწარმოს ეძლევა საკრედიტო ხაზი, რაც წარმოადგენს წინასწარ დადგენილ ლიმიტს თანხისა, რომლის სესხებაც მას შეუძლია.
Based on its financial situation, a business is given a line of credit, which is a preset limit of how much it can borrow.
50997.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მას შეუძლია, როდესაც დასჭირდება, ისესხოს ნებისმიერი თანხა საკრედიტო ხაზის ლიმიტის ფარგლებში.
It can borrow any amount up to the line of credit limit when it needs to.
50998.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
საკრედიტო ხაზებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას წარმოადგენს.
The interest rate on Credit Lines is public information.
50999.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
იმის გასაგებად, თუ რამდენის გადახდას ითხოვს თქვენი ბანკი, ან რამდენის გადახდას ითხოვენ თქვენი კონკურენტები საკრედიტო ხაზებში, შეგიძლიათ დარგობრივ ანგარიშში ჩაიხედოთ და კრედიტის განაკვეთი ნახოთ.
You can check how much your bank as well as all your competitors are charging for Credit Lines by looking at the Credit rate on the Industry Report.
51000.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გაზრდით, შეამცირებთ თუ იგივეს დატოვებთ ამ განაკვეთს შემდეგ პერიოდში.
You need to decide if you want to raise, lower or leave this rate the same in the next period.