მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51021.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
პროცენტის გადახდა წარმოებს კვარტალში ერთხელ განაკვეთით, რომელიც სადეპოზიტო სერტიფიკატის გაფორმების დროს დგინდება.
Interest is paid quarterly at the rate set when the CD is established.
51022.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ერთი წლის შემდეგ სადეპოზიტო სერტიფიკატის მქონე კლიენტს თავის ფულს უბრუნებენ.
At the end of a year, a CD customer's money is returned.
51023.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
კლიენტს შეუძლია გადაწყვიტოს, განაახლოს თუ არა სადეპოზიტო სერტიფიკატი კიდევ ერთი წლით, მაგრამ მათი უმრავლესობა სადეპოზიტო სერტიფიკატის განსაახლებლად ისეთი ბანკის მოძებნას შეეცდება, რომელსაც იმ დროისათვის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ექნება.
The customer may decide to renew the CD for an additional year, but most will shop around to renew at the bank which offers the highest interest rate at the time.
51024.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
როდესაც სადეპოზიტო სერტიფიკატი გაფორმდება, ბანკმა უკვე იცის, რამდენი ფული ექნება მას და რა ფასად შემდეგი წლისთვის.
Once a CD is established, the bank knows how much money it will have at what cost for the next year.
51025.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ვინაიდან სადეპოზიტო სერტიფიკატები დადგენილი ფასების მქონე ბანკებისთვის ფულადი სახსრების პროგნოზირებად წყაროს წარმოადგენს, ამდენად ბანკების უმეტეს ნაწილს ურჩევნია, სადეპოზიტო სერტიფიკატებზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესოს, ვიდრე შემნახველ ანგარიშებზე.
Since CDs provide a predictable source of funds to the bank with a set cost, most banks are willing to offer higher interest rate on CDs than on Savings Accounts.
51026.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სესხები.
Loans.
51027.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
საწარმოები და ცალკეული პირები, რომლებსაც ფული ესაჭიროებათ, ხშირად გეგმავენ მის გამოყენებას კონკრეტული მიზნისათვის და დროის განსაზღვრული ვადით.
Businesses and individuals who need money often plan to use it for a specific purpose with a predictable time frame.
51028.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სესხის განმავლობაში კლიენტი ბანკს უხდის განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
During the time of the loan, the customer pays a set rate of interest to the bank according to an established schedule.
51029.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ კლიენტი ბანკს ფულს უბრუნებს.
At the conclusion of the term of the loan, the customer returns the money to the bank.
51030.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
პროგრამაში „ბანკები მოქმედებაში“ ყველა სესხს ერთწლიანი ვადა აქვს.
In Banks in Action, all Loans have terms of one year.
51031.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
პროცენტის გადახდა წარმოებს კვარტალში ერთხელ განაკვეთით, რომელიც სესხის გაფორმების დროს დგინდება.
Interest is paid quarterly at the rate set when the Loan is established.
51032.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ერთი წლის შემდეგ სესხის ამღები კლიენტი ნასესხებ ფულს ბანკს უბრუნებს.
At the end of a year, Loan customer pay back the borrowed money to the bank.
51033.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
კლიენტს შეუძლია გადაწყვიტოს, ისესხოს თუ არა ფული კიდევ ერთი წლით, მაგრამ მათი უმრავლესობა სესხის ასაღებად ისეთი ბანკის მოძებნას შეეცდება, რომელსაც იმ დროისათვის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ექნება.
The customer may decide to borrow again for an additional year, but most will shop around to borrow at the bank which offers the lowest interest rate at the time.
51034.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
როდესაც სესხი გაფორმდება, ბანკმა უკვე იცის, რამდენი ფული დასჭირდება მას და როგორ შემოსავალს მიიღებს იგი შემდეგი წლისთვის.
Once a Loan is established, the bank knows how much money it will need and what income it will receive from it for the next year.
51035.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ვინაიდან სესხები ბანკებისთვის შემოსავლის პროგნოზირებად წყაროს წარმოადგენს, ბანკების უმეტეს ნაწილს ურჩევნია, სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი დააწესოს, ვიდრე საკრედიტო ხაზებზე.
Since Loans provide a predictable source of income to the bank, most banks are willing to offer lower interest rate on Loans than on Lines of Credit
51036.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თავისი პროგნოზირებადობისა და ნაკლები რისკის გამო, სადეპოზიტო სერტიფიკატებს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, ვიდრე შემნახველ ანგარიშებს, რაც ბანკის ხარჯებს ზრდის.
Because of their predictability and reduced risk, CDs pay a higher interest rate than Savings Accounts, increasing a bank's cost.
51037.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
და პირიქით, ბანკები სესხებიდან ნაკლებ საპროცენტო განაკვეთებს იღებენ, ვიდრე საკრედიტო ხაზებიდან.
Conversely, banks receive lower interest rates on Loans than on Lines of Credit.
51038.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ზღვარი (მარგინ) ანუ სხვაობა ამ ორ საპროცენტო განაკვეთს შორის უფრო მცირეა, ვიდრე მოკლევადიან პროცენტებს შორის.
The margin, or difference between these two interest rates is smaller than those for short-term interests.
51039.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ რომელიმე პერიოდისთვის ბანკი იმაზე მეტ სესხებს აფინანსებს, ვიდრე სადეპოზიტო სერტიფიკატებზე აქვს, მაშინ მან სხვაობა დანაზოგების თანხებით უნდა აანაზღაუროს, რაც დანაზოგების განაკვეთების ზრდასა და მოგების შემცირებას იწვევს.
If a bank funds more Loans in a period than it has available in CDs, it must make up the difference with Savings funds, which forces Savings rates up and profits down.
51040.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
თუ ბანკს მეტი ფულადი სახსრები აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ვიდრე სესხები აქვს გაცემული, მაშინ მან ფული საკრედიტო ხაზების მეშვეობით უნდა გაასესხოს, რითაც შეამცირებს ამ საპროცენტო განაკვეთებს და მათთან ერთად მოგებასაც.
If a bank has more funds in CDs than it has Loans, it must loan the money out in Lines of Credit, forcing those interest rates to come down and profits along with them.