მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51761.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ ნაშრომის ძირითადი შედეგები თავმოყრილია წიგნში, რომელსაც ეწოდება „გენდერი და ეკონომიკური რეფორმა განვითარების მიზნით თანამშრომლობაში“, რომელიც 2000 წელს უნდა გამოქვეყნდეს და ეს მონაცემები ჩვენ მიერაც ფართოდ გამოიყენება წინამდებარე გლოსარში.
The main outputs of this work are compiled in a volume called Gender and Economic Reform in Development Cooperation, which is due to be published in 2000 and are also drawn on here.
51762.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მოცემული გლოსარი ჩაფიქრებულ იქნა ამ უფრო ფართო პროექტის კონტექსტში და GTZ-ისა (ტექნიკური თანამშრომლობის გერმანული საზოგადოების) და განვითარების კვლევის ინსტიტუტთან (გაერთიანებული სამეფო) არსებული BRIDGE-ის (ბრიფინგები განვითარებისა და გენდერის საკითხებში) ერთობლივი ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს.
The present glossary was conceived in the context of this broader project and is a joint effort between the GTZ-German Technical Cooperation and BRIDGE (briefings on development and gender) at the Institute of Development Studies (UK).
51763.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მისი რეალიზაცია მოხდა GTZ-ის სტრატეგიული კორპორაციული განვითარების დანაყოფისა და საცდელი პროგრამა „გენდერის“ დავალებით.
It was commissioned by the Unit for Strategic Corporate Development and the Pilot Programme Gender of GTZ.
51764.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ჩვენს ნაშრომში ყურადღების გამახვილება პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ასახავს იმ ზემოქმედებას, რომელსაც კონცეპტუალური და ემპირიული მუშაობა მაკროეკონომიკისა და გენდერის დარგში სულ უფრო მეტად ახდენს პოლიტიკის განსაზღვრასა და დაგეგმვაზე, და აგრეთვე GTZ-ის დაინტერესებას უფრო გამოყენებითი მუშაობით ამ სფეროში.
The emphasis here on policy implications reflects the impact that conceptual and empirical work on gender and macroeconomics has begun to have in policy making and planning, as well as GTZ’s commitment to more applied work in this field.
51765.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაგალითად, ამჟამად ეროვნული სტატისტიკური სისტემები ცდილობენ ქალის აუნაზღაურებელი შრომის გაზომვის ჩართვას სატელიტ ეროვნულ ანგარიშებში (იხ. სიტყვა-სტატიები ეროვნული ანგარიშები, დროის ბიუჯეტები, სტატისტიკა);
For example, national statistical systems are now attempting to incorporate measurement of women’s unpaid labour in satellite national accounts (see entries on national accounts, time budgets, statistics);
51766.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
დაწყებულია პროცესები, რომელთა მიზანიცაა ნაციონალურ ბიუჯეტებში ქალების საჭიროებათა უფრო მეტად გათვალისწინება (იხ. ბიუჯეტები, სახელმწიფო ფინანსები) და გაკეთდა მცდელობანი, გენდერული პრობლემატიკა ინტეგრირებულ იქნეს სტრუქტურული კორექტირების პროგრამათა სქემაში (იხ. სტრუქტურული კორექტირება).
Processes are underway to make national budgets more responsive to women’s needs (see budgets, public finance) and attempts have been made to integrate gender concerns into the design of structural adjustment programmes (see structural adjustment).
51767.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
იმედია, რომ მოცემული გლოსარი იქცევა იმ ინსტრუმენტად, რომელიც მასტიმულირებელ ზემოქმედებას მოახდენს დიალოგზე, რომელიც მიმდინარეობს მაკროეკონომისტებსა და გენდერულ საკითხთა სპეციალისტებს შორის, რომელნიც ცდილობენ პოლიტიკა ადამიანის განვითარების საჭიროებათა მიმართ უფრო გულისხმიერი გახადონ.
It is hoped this glossary provides a stimulating tool in the ongoing dialogue between macroeconomists and gender specialists in efforts to make policy more responsive to human development needs.
51768.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გენდერი ეკონომიკურ ანალიზში.
Gender in economic analysis.
51769.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალაში მამაკაცებისა და ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეკონომისტები 1900-იანი წლების დასაწყისიდან განიხილავდნენ, თავად გენდერი გამოყენებული არა ყოფილა როგორც ანალიზის კატეგორია.
Although economists have treated issues of male and female participation in the labour force since the early 1900s, gender was not itself used as a category of analysis.
51770.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ტერმინი „გენდერი“ სოციალური კატეგორიების აღნიშვნისას გამოიყენება, ანუ იგი იმ აზრს გამოხატავს, რომ ადამიანის რეპროდუქციის ელემენტარულ ფუნქციებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მამაკაცისა და ქალის როლები არ არის ისეთივე ბიოლოგიური კატეგორიები, როგორიც სქესია, არამედ სოციალურ კონცეფციებს წარმოადგენენ.
The term "gender" is used when social categories are denoted; that is, it expresses the sense that, beyond the elementary functions of human reproduction, male and female roles are not biological categories, like sex, but are social constructs.
51771.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის, მამაკაცისა და ქალის ხელფასების დიფერენციალებისა და სახელფასო დისკრიმინაციის ადრეული გამოკვლევები (მაგ. პიგუს, ჰიქსის, ჰაროდისა და ბეკერის ავტორობით) უფრო მამაკაცებისა და ქალების მონაწილეობით მოქმედი ბაზრის დინამიკას ეფუძნებოდა, ვიდრე იმ ფუნდამენტურ როლს, რომელსაც გენდერი ბაზრის ფუნქციონირებაში თამაშობს.
The early treatments of female labour force participation, male/female wage differentials and wage discrimination (e.g. by Pigou, Hicks, Harrod and Becker), rested on the dynamics of the market operating on men and women, rather than on the role played by gender in the way that markets function fundamentally.
51772.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1960-იან წლებში ბეკერმა და ადამიანური კაპიტალის სხვა თეორეტიკოსებმა შეიმუშავეს „საოჯახო მეურნეობათა ახალი ეკონომიკა“, რომელმაც პირველად გამოიყენა საბაზრო კონცეფციები და მოდელები საოჯახო მეურნეობათა სექტორში წარმოებისა და დროის განაწილების ანალიზის მიმართ.
In the 1960s Becker and other human capital theorists developed the "New Household Economics", which for the first time applied market concepts and models to household production and time allocation analysis.
51773.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს ახალი ინსტრუმენტები გამოიყენებოდა სქესობრივი ნიშნის მიხედვით შრომის განაწილების, საოჯახო მეურნეობათა წევრების საბაზრო ქცევისა და ამ საოჯახო მეურნეობათა ფარგლებში მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ განსხვავებათა ასახსნელად.
These new tools were used to explain the sexual division of labour, market behaviour of household members, and male-female differences within these.
51774.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამავე დროს, 1960-იან წლებში წარმოებულმა დებატებმა საოჯახო შრომის ანაზღაურების შესახებ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციებმა ქალთა ათწლეულის განმავლობაში პოპულარიზაცია გაუწია სოციალური რეპროდუქციის კონცეფციას.
Meanwhile, the 1960s debate on the remuneration of domestic labour and the United Nations conferences during the Decade for Women popularised the concept of social reproduction.
51775.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ყველა ამ ფაქტორმა ხელი შეუწყო იმ წამყვანი როლის აღიარებას, რომელსაც ქალის შრომა თამაშობს „რეპროდუქციულ სექტორში“.
All of these factors contributed to recognition of the pivotal role of women's work in the "reproductive sector".
51776.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიკროეკონომიკაში მიმდინარე მოვლენათა პარალელურად, ესტერ ბოსერუპის, ეკონომიკური ანთროპოლოგიის სპეციალისტის, ნაშრომმა დააყენა მაკრო-დონის საკითხი: „ეკონომიკური განვითარების პროცესის რა კომპონენტები ახდენს დიფერენცირებულ ინკორპორირებასა და ზემოქმედებას მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში?“.
Concurrent with developments in microeconomics, the work of Ester Boserup, an economic anthropologist, posed a macro-level question: "what is it about the economic development process that differentially incorporates and impacts upon men and women?".
51777.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მესამე სამყაროს ქვეყნების ვალებთან დაკავშირებულმა კრიზისებმა 1970-იან და 1980-იან წლებში და სტრუქტურული კორექტირების პროგრამების მთელმა რიგმა ხელი შეუწყო ზემოქმედების შეფასების რამდენიმე რაუნდის ჩატარებას, რამაც გამოიწვია ქალების ცნობა ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაუცველ ჯგუფად საზოგადოებრივი უზრუნველყოფის სფეროში დანაკარგების მიმართ ამგვარი პროგრამების დამანგრეველი ფაზების დროს.
The Third World debt crises of the 1970s and 1980s and a series of structural adjustment programmes fostered several rounds of impact assessment, which led to the identification of women as one of the groups vulnerable to welfare losses during the disruptive phases of such programmes.
51778.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ჰიპოთეზებმა იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობის დანაკარგების მიზეზები შესაძლებელია თავად ამ პროგრამების ჩანაფიქრში იდოს, და არა უბრალოდ მათს გაუთვალისწინებელ გვერდით ეფექტებში, გამოიწვია მაკროეკონომიკურ ანალიზში გენდერის უფრო ენერგიულად ინკორპორირების მცდელობანი.
Hypotheses that the source of welfare losses might lie in the design of the programmes, and not merely in their unexpected side effects, provoked attempts to incorporate gender more rigorously into macroeconomic analysis.
51779.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს ნაშრომი განიხილავდა ისეთ საჭირბოროტო საკითხებს, როგორებიცაა საოჯახო მეურნეობის ფარგლებში მოხმარებისა და რესურსების განაწილების უთანასწორობა, სტიმულთა სტრუქტურების ასიმეტრიის შემთხვევები მიკრო-დონეზე მამაკაცებსა და ქალებს შორის და გენდერული განსხვავებანი საზოგადოებრივ მომსახურებაზე დამოკიდებულების თვალსაზრისით.
This work addressed such issues as inequalities in the allocation of consumption and resources within the household, the asymmetries of incentive structures at the micro level between men and women, and gender disparities in dependence on public services.
51780.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ ახალი ნაშრომისათვის ცენტრალური მნიშვნელობა ჰქონდა ეჭვქვეშ დაყენებას იმპლიციტური ვარაუდისა იმის თაობაზე, რომ ქალის შრომას ვითომდა მაღალი ელასტიკურობა ახასიათებს ეკონომიკურ შოკებსა და კორექტირების სიგნალებზე რეაგირებისას.
Central to this new work was a questioning of the implicit assumption of a high elasticity of women's labour in response to economic shocks or adjustment signals.