მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51781.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამან რამდენიმე ავტორი სტაბილიზაციისა და კორექტირების ერთი შეხედვით ნეიტრალურ მოდელებში თანდაყოლილი „გენდერული მიკერძოების“ გამოყოფამდე მიიყვანა.
This led several authors to highlight the inherent "gender bias" in apparently neutral stabilisation and adjustment models.
51782.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ფუძემდებლური განხილვა გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოებისა, რომელიც შედეგია ტრადიციული მაკროეკონომიკის ნავარაუდები ნეიტრალურობისა, მოცემულია ელსონის ნაშრომში „მამაკაცური მიკერძოება მაკროეკონომიკაში: სტრუქტურული კორექტირების შემთხვევა“, რომელიც შედის ამავე ავტორის მიერ გამოცემულ კრებულში სახელწოდებით „მამაკაცური მიკერძოება განვითარების პროცესში“.
The seminal treatment of the unwitting gender bias that follows from the assumed neutrality of traditional macroeconomics is Elson, "Male bias in macroeconomics: the case of structural adjustment", in a collection edited by the same author, entitled Male Bias in the Development Process.
51783.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გენდერისა და კორექტირების შესახებ მიმდინარე დებატების პარალელურად, 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, რამდენიმე ავტორმა გამოიკვლია მსოფლიო წარმოების, ვაჭრობისა და გლობალიზაციის ზრდის დამოკიდებულება ქალთა შრომაზე, რის დროსაც ხაზი გაესვა ურთიერთკავშირს საექსპორტო წარმოებას, სამუშაო ძალის ფემინიზაციასა და ცვალებად შრომის პირობებს შორის.
Alongside the gender and adjustment debates, since the late 1980s several authors have examined the reliance on female labour in the growth of world manufacturing, trade and globalisation highlighting the relationships between export production, feminisation of the labour force and changing labour conditions.
51784.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
„მსოფლიო განვითარება“, 1999 შეიცავს ქალების, შრომისა და გლობალიზაციის თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ ნაწილს, რომელიც მოცემულ სფეროში ამჟამად მიმდინარე გამოკვლევების შედეგებს აჯამებს.
World Development, 1999, presents a special section on women, labour and globalisation which summarises current research in this area.
51785.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1990-იან წლებში გლობალიზაციის ტემპების ზრდამ აგრეთვე შეუწყო ხელი მოდელირების მეთოდების შემუშავებას, რომელთა მიზანიცაა გენდერულ ურთიერთობათა სტრუქტურული დინამიკისა და ზრდასა და პოლიტიკის ცვლილებებზე მათი ზეგავლენის ასახვა.
The acceleration of globalisation in the 1990s also stimulated an exploration of modeling techniques to capture the structural dynamics of gender relations and their effect on growth and policy outcomes.
51786.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
უილიამ დერიტიმ შეიმუშავა ფორმალური მოდელი გენდერულად სეგრეგირებული, დაბალშემოსავლიანი აგრარული საზოგადოებისა საექსპორტო და არასასაქონლო სექტორით, რომელიც, სხვა მოდელებთან ერთად, წარმოდგენილი იყო „მსოფლიო განვითარების“ სპეციალურ გამოშვებაში, რომელშიც ილუსტრირებულია გენდერისა და მაკრო-პოლიტიკის ურთიერთქმედების ანალიზში მიმდინარე პროცესები.
William Darity formalised a model of a gender-segregated, low-income agrarian society, with an export and a subsistence sector, which, along with others, was presented in a special issue of World Development illustrating developments in analysing the interaction of gender and macro policy.
51787.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს სპეციალური გამოშვება ჩვენს გლოსარში განხილული ძირითადი თემების კარგ შესავალს წარმოადგენს და ამ დარგში მომუშავე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ავტორის ნაშრომსაც შეიცავს.
This special issue serves as a good introduction to the major topics referred to in the glossary, and includes several of the most important authors in the field.
51788.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მოდელირებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უწყობს გენდერულად დეზაგრეგირებულ მონაცემთა მზარდი ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებული ხარისხიც, თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
Modelling efforts are assisted by the increasing availability and improving quality of gender-disaggregated data, though much remains to be done in this area.
51789.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გაერო-ს მონაცემთა ბაზა Wistat-ი, რომლის განახლებული ვერსიაც 2000 წელს გამოვა, საერთაშორისო მასშტაბის ამგვარ მონაცემთა ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ წყაროს წარმოადგენს.
The UN’s Wistat database, which will be issued in an updated version in 2000, provides the most comprehensive source of such data with international coverage.
51790.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ საკითხთა შემდგომი განხილვა წარმოდგენილია 1998 წელს კოლუმბიის ეროვნული საგეგმო დეპარტამენტისა და GTZ-ის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში „მაკროეკონომიკა, გენდერი და სახელმწიფო“ .
Further treatment of these issues is included in a volume published in 1998 by the Colombian National Planning Department and GTZ on Macroeconomics, Gender and the State.
51791.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ წიგნში წარმოდგენილია როგორც თეორიული საკითხები, ასევე მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში და სახელმწიფო რეფორმისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებში გენდერულ მოსაზრებათა ინტეგრირების პრაქტიკული ინსტრუმენტები და მეთოდები.
This book presents both theoretical issues and also practical tools and applications for integrating gender considerations in macroeconomic policy, into processes of state reform and institutional development.
51792.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გენდერის, ეკონომიკისა და განვითარების სფეროში მიმდინარე თეორიული და ემპირიული მოვლენები ასახულია მთელ რიგ ჟურნალებში, განსაკუთრებით „მსოფლიო განვითარებაში“, რომელიც აქ ჩვენ მიერ მეტად ხშირადაა ციტირებული.
Theoretical and empirical developments in the field of gender, economics and development are covered in a range of journals, particularly World Development, which is widely cited here.
51793.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სხვა ჟურნალები, რომლებშიც შესაბამისი გამოკვლევები ქვეყნდება, გახლავთ „განვითარება და ცვლილება“, „IDS-ის ბიულეტენი“, „განვითარების ეკონომიკის ჟურნალი“, და „საერთაშორისო განვითარების ჟურნალი“, ისევე როგორც „ეკონომიკისა და სტატისტიკის ოქსფორდის ჟურნალი“ და „კემბრიჯის ეკონომიკური ჟურნალი“.
Other journals that publish relevant research are Development and Change, the IDS Bulletin, the Journal of Development Economics, and the Journal of International Development, as well as the Oxford Bulletin of Economics and Statistics and the Cambridge Journal of Economics.
51794.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1995 წლიდან ქვეყნდება სპეციალური ჟურნალი „ფემინისტური ეკონომიკა“, რომელიც როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის მნიშვნელოვან მრავალ სტატიას შეიცავს; გარდა ამისა, ახალგამოსული ცნობარი „ფემინისტური ეკონომიკის ედვარდ ელგარისეული მეგზური“ ამ დარგის ამომწურავ მიმოხილვას იძლევა.
Since 1995, a specialist journal on Feminist Economics, has been published which contains many pieces of relevance to developing, as well as developed, economies; and a recent reference work, the Edward Elgar Companion to Feminist Economics, provides a comprehensive overview of the field.
51795.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ანბანის რიგზე დალაგებული სიტყვა-სტატიები ერთი ან რამდენიმე აბზაცისაგან შედგება, თითოეული სიტყვა-სტატია კი 900-მდე სიტყვის შეიცავს.
The entries, arranged in alphabetical order, consist of summaries of one or more paragraphs, up to 900 words.
51796.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მრავალი სიტყვა-სტატია ეფუძნება რაუტლეჯისეულ „ეკონომიკურ ლექსიკონს“ და გამოცემას „ახალი პელგრეივი: ეკონომიკური ლექსიკონი“.
Many of the entries are initially based on the Routledge Dictionary of Economics and The New Palgrave: A Dictionary of Economics.
51797.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს სიტყვა-სტატიები შემდეგ განმარტებულია, სადაც კი ეს შესაძლებელია, მაგალითებით, რომლებიც გვიჩვენებს მათს გამოყენებას გენდერისა და განვითარების საკითხების შემსწავლელი ეკონომისტების მიერ.
They are further explained, with examples where possible, to show their use by "gender-and-development" economists.
51798.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გლოსარი ხშირად იყენებს ციტირებულ მითითებულ წყაროებს, რომლებიც თავად წარმოადგენენ ფემინისტურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვებსა თუ შეჯამებებს.
The glossary draws heavily on cited references which are themselves reviews or summaries of developments in feminist economics.
51799.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
წყაროები და დამატებითი საკითხავი მასალა სიტყვა-სტატიებს მოსდევს (წელი მხოლოდ მაშინაა ნაჩვენები, როდესაც ამა თუ იმ ავტორის ერთზე მეტი ნაშრომია მითითებული).
Sources and further reading follow the entries (year is cited only where more than one work by an author appears in the references).
51800.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ და ზემოთ ციტირებული ნაშრომების სრული სია, რომლითაც მკითხველს შეუძლია დამატებითი საკითხავი მასალის მოსაძიებლად იხელმძღვანელოს, ლექსიკონის ბოლოშია მოცემული.
Full references for these and for the works cited above are given at the end of the glossary, as a guide for further reading.