მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51941.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს ფაზა შესაძლებლობას იძლევა, აღმოიფხვრას ფინანსურ სექტორში არსებული გენდერული მიკერძოებანი საბანკო საქმისა და მასთან დაკავშირებული საკუთრებისა და საკონტრაქტო კანონების იმგვარი რეფორმირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებისთვის ფინანსურ მომსახურებათა მეტ ხელმისაწვდომობას;
This phase provides scope for addressing gender biases in the financial sector through reform of banking and related property and contract laws in ways which would favour women’s access to financial services;
51942.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
და, უკვე მეზო-დონეზე, საბანკო პროცედურების რეფორმირებით, ახალი მენეჯმენტისა და სტიმულთა სისტემების დანერგვით და პერსონალის გაუმჯობესებული ტრენინგით, რათა შესაძლებელი იყოს მეტი ქალი კლიენტის მომსახურება და ქალების წინააღმდეგ მიმართული ინსტიტუციური მიკერძოებების პრობლემის მოგვარება.
And, at the meso level, reform of bank procedures, introduction of new management and incentive systems and improved staff training, to increase outreach to women clients and tackle institutional biases against women.
51943.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გლობალიზაცია.
Globalisation.
51944.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მსოფლიო წარმოების, კომერციის, კომუნიკაციებისა და ფინანსების მზარდი ინტეგრაცია.
Increasing integration of world production, commerce, communications and finance.
51945.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გლობალიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს მარტოოდენ მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის ექსპანსიას, ეფუძნება ბოლო ორ-სამ ათწლეულში მომხდარ გაუმჯობესებებს ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიაში, და ფინანსური სექტორის რეფორმას, რომელმაც შესთავაზა უცხოელ ინვესტორებს შიდა ბაზრები, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რითაც გაამძაფრა ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო ძალების ურთიერთშეღწევა მთელს მსოფლიოში.
More than merely the expansion of worldwide trade, globalisation is based on improvements in the last two to three decades in telecommunications and information technology, and financial sector reform that has opened domestic markets to foreign investors, especially in services, thereby intensify[ing] the interpenetration of local and international market forces worldwide.
51946.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ზოგადად დასაქმების სტრუქტურების ევოლუციაზე და კერძოდ ქალთა დასაქმების შესაძლებლობებზე.
The evolution of employment structures in general, and employment possibilities for women in particular, have been significantly affected by these developments.
51947.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
განვითარების პროცესში ქალების მიერ შემოსავლის მოპოვების პერსპექტივების ცვლილებათა ნებისმიერმა გამოკვლევამ ახლა უკვე აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში საერთაშორისო განზომილება.
Any investigation of changes in women's income earning prospects in the course of development must now take account of the international dimension.
51948.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ვაჭრობის ზრდისას ქალთა დასაქმების ინტენსიურობის ცვლილებათა ემპირიულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ურთიერთკავშირები აქ პოზიტიურია და ძლიერი.
Empirical investigation of changes in female intensity of employment during trade growth have shown that the links are positive and strong.
51949.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ზრდიდნენ თავიანთი საწაროო პროდუქციის ექსპორტს [განვითარებულ ქვეყვნებში], ავლენდნენ თავიანთ საწარმოო სექტორებში ქალთა სულ უფრო მეტი რაოდენობის დასაქმების ტენდენციას.
Developing countries which exported a rising proportion of their manufactured output to the [developed countries] tended to employ a rising proportion of females in their manufacturing sectors.
51950.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
„არც ერთ განვითარებად ქვეყანას არ მიუღწევია საწარმოო პროდუქციის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლებისთვის ქალთა შრომის გამოყენების გარეშე“.
"No strong export performance in manufactures by any developing country has ever been secured without reliance on female labour".
51951.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამჟამად ქალები განვითარებად ქვეყნებში სამრეწველო სექტორის მუშაკთა დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენენ.
Women now comprise about one third of all industrial sector workers in developing countries.
51952.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სტატიათა სერიაში, რომლებიც გლობალიზაციის ზემოქმედებას ეძღვნება, გაი სტენდინგმა განიხილა გლობალიზაციის რამდენიმე ასპექტი, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს შრომის პირობებზე, რასაც პირდაპირი შედეგები ჰქონდა მამაკაცთა და ქალთა შორის შრომის განაწილების სქემებზე.
In a series of articles that deal with the impact of globalisation, Guy Standing has considered several aspects of globalisation that have affected labour conditions, with direct consequences for male-female work patterns.
51953.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ვაჭრობის ზრდის გარდა, იგი გამოყოფს ინვესტორების მიერ ყურადღების გამახვილებას სამუშაო ძალის დაბალ ხარჯებზე, ტექნოლოგიურ რევოლუციას, რომელმაც მენეჯმენტის შესაძლებლობანი გაზარდა და „გლობალური ეკონომიკური სტრატეგიის კრისტალიზაციას „სტრუქტურული კორექტირების“, „შოკური თერაპიისა“ და მიწოდების მხარისეული სხვა ეკონომიკური პოლიტიკების დროშის ქვეშ . . . რომლებიც დაკავშირებულია შრომის ბაზარზე არსებულ ურთიერთობათა რადიკალურ ცვლილებებთან, რაც მოიცავს დამცავი და პრო-კოლექტიური შრომითი კანონმდებლობების თანდათანობით ეროზიას…“.
In addition to the growth of trade, he identifies an emphasis on the part of investors on low labour costs, a technological revolution that has enhanced management options, and "a crystallization of a global economic strategy under the banner of "structural adjustment", "shock therapy" and other supply-side economic policies...associated with radical changes in labour market relations, involving erosion of protective and pro-collective labor regulations...".
51954.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საოჯახო მეურნეობა.
Household.
51955.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ძირითადი ეკონომიკური ერთეული, მოსახლეობის აღწერის სახელმძღვანელოებში განსაზღვრული, როგორც ნებაყოფლობით ერთად მცხოვრები ერთი ან მეტი პირი, რომლებიც საჭმელს ერთად ამზადებენ და სარგებელს ღებულობენ იმით, რომ ეწევიან ერთობლივ მეურნეობას.
A basic economic unit, in census guides defined as one or more persons voluntarily living together, having meals prepared together and benefiting from housekeeping shared in common.
51956.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ჩვეულებრივ, ეკონომიკა, ანთროპოლოგიისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვან განსხვავებას ვერა ხედავს „საოჯახო მეურნეობასა“ და „ოჯახს“ შორის, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული და ეკონომიკური ურთიერთობების განხილვისას საოჯახო მეურნეობისა და ოჯახის ფორმირების პროცესებს სხვადასხვაგვარი მახასიათებლები აქვთ.
Commonly economics, unlike anthropology, does not make a significant distinction between "the household" and "the family", although in considering gender and economic relations, the processes of household and family formation have distinct features.
51957.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საოჯახო მეურნეობა, როგორც ძირითადი ეკონომიკური ერთეული, ანალოგიურია ფირმისა.
The household is analogous to the firm as the basic economic unit.
51958.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საოჯახო მეურნეობაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესების მოდელები შეიძლება იყოს „უნიტარული“ და „კოლექტიური“.
Models of household decision-making processes may be "unitary" or "collective".
51959.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
უნიტარული მოდელები საოჯახო მეურნეობებს განიხილავენ როგორც გადაწყვეტილებათა მიმღებ ერთიან წარმონაქმნს.
Unitary models treat the household as a single decision-maker.
51960.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ მოდელების მიხედვით ივარაუდება, რომ არსებობს კეთილდღეობის საწყისი, ანუ საოჯახო მეურნეობისეული ფუნქცია, და რომ ყველა რესურსი ერთად გროვდება – შრომის, სურსათისა და საქონლის, და ინფორმაციის ჩათვლით.
They assume the existence of a parental, or household, welfare function, and that all resources are pooled - including labour, food and other goods, and information.