მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52001.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
იქ, სადაც ქალებს მეტი კონტროლი აქვთ შემოსავალზე, სახეზეა იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ მეტი რესურსები გამოიყოფა ქალებისა და ბავშვებისათვის.
Where women have greater control over income, there is evidence that more resources are allocated to women and children.
52002.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სენაუერმა, მაგალითად, დოკუმენტურად ასახა ცვლილებები, რომელთაც ქალების ხელფასების გაზრდისას ჰქონდა ადგილი:
Senauer, for example, documented changes in consumption as women's wages rose:
52003.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ფილიპინებში სკოლამდელი ასაკის ბავშვების კვების მდგომარეობა იზრდებოდა, მაშინ როდესაც მამაკაცთა ხელფასების ზრდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდა კვების მდგომარეობაზე;
in the Philippines, the nutritional status of pre-school children rose, while increases in the male wage had a negative effect on long-run nutritional status;
52004.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
შრი-ლანკაში ქალებისა და ბავშვებისათვის კალორიების გამოყოფის ნორმა იზრდებოდა, ხოლო ქმრების წილი კი მცირდებოდა.
in Sri Lanka, the allocation of calories to women and children rose, while the share to the husband declined.
52005.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გამოკვლევათა ამგვარი შედეგები იმდენად ხშირად ყოფილა მიღებული და იმდენად დამაჯერებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და სექტორებში, რომ განვითარების დარგში მუშაობის პრაქტიკაში სტანდარტად იქცა დაგეგმვისა და შეფასებისას იმის გარკვევა, თუ პროგრამის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებლის რა ნაწილი ერგებათ ქალებს.
These findings have been so commonly reported and are so robust across countries and sectors, that it has become standard in development practice to examine the share of programme benefits that accrues to women, as one part of planning and evaluation.
52006.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
თუმცა, ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ რესურსები, მაშინაც კი, როდესაც ისინი ქალების ხელშია, მიკერძოებულად შეიძლება იქნეს განაწილებული ბავშვებისათვის – მაგალითად ვაჟიშვილისათვის ძლიერი პრიორიტეტის მინიჭებით.
Researchers have recently pointed out, however, that resources, even in women's hands, may be allocated in biased ways to children, under conditions of strong son preference, for example.
52007.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაშასადამე, რესურსების უბრალოდ ქალებისათვის გამიზვნას თავისთავად არ შეუძლია სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფა.
Simple targeting to women, therefore, cannot on its own ensure equitable outcomes.
52008.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაკრო-მიკრო.
Macro-micro.
52009.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეკონომიკური თეორიის (მისი ინტერესის სფეროსა და მისი ინსტრუმენტების მიხედვით) გაყოფა, შესაბამისად, საქმიანობის ნაერთი დონისა და ინდივიდუალური ეკონომიკური აგენტებისა თუ სექტორების ქცევის შესწავლად.
The separation of economic theory, by its field of interest and by its tools, into the study of respectively, the aggregated level of activity, and the behaviour of individual economic agents or sectors.
52010.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაკროეკონომიკურ და მიკროეკონომიკურ სპეციალიზაციას შორის ინტერესის ტრადიციულმა მკაცრმა განაწილებამ ზემოქმედება მოახდინა დისციპლინის მიერ გენდერულ ურთიერთობათა ინტერპრეტაციაზე.
The traditional strict division of interest between macroeconomic and microeconomic specialisation has affected the discipline’s treatment of gender relations.
52011.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიკროეკონომიკა დაინტერესებულია (მოცემული) ეკონომიკური სისტემის ელემენტებისა თუ აგენტების ქცევით;
Microeconomics is concerned with the behaviour of elements or agents of the (given) economic system;
52012.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ აგენტებად კი საოჯახო მეურნეობები და ფირმები მოიაზრებიან.
These agents are conceived of as households and firms.
52013.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მისი ყურადღება კონცენტრირებულია იმ ფასების განსაზღვრაზე, რომლებიც აიძულებენ ამ აგენტებს იმოქმედონ – მაგალითად ხელფასებზე, რომლებითაც შრომის ანაზღაურება ხდება და კაპიტალდაბანდებათა მოგების ნორმებზე.
It focuses on the determination of the prices that induce these agents to act - such as wages for labour and return rates of investment funds.
52014.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს დაინტერესებულობა მოიცავს მოთხოვნისა და მიწოდების, კეთილდღეობისა და განაწილების საკითხებს.
These concerns cover issues of demand and supply, welfare and distribution.
52015.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამისგან განსხვავებით, მაკროეკონომიკა ფასებს აღიქვამს როგორც რაღაც მოცემულობას, და ყურადღებას მიაპყრობს ამგვარ საქმიანობათა ნაერთი დონეების განსაზღვრას:
Macroeconomics, by contrast, takes prices as givens, and turns attention to the determination of the aggregate levels of these activities:
52016.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეკონომიკის შემოსავლისა და გამომუშავების დონეს (დასაქმების დონის ჩათვლით), ინვესტიციათა საერთო თანხას, მთლიან მოხმარებას და ფულად მასას.
The level of income or output of the economy, including the level of employment; aggregate investment, total consumption, and the money supply.
52017.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
კორექტირების აფრიკული პროგრამების თავის დეტალურ გამოკვლევაში პალმერმა აჩვენა, რომ მარტოოდენ მაკროეკონომიკური ნაერთი სიდიდეებით ოპერირებამ შეიძლება გააბუნდოვანოს მიწოდებისა და მოთხოვნის ელასტიკურობის, წარმოების ფაქტორების მობილურობის, ტრანზაქციული ხარჯებისა და საბაზრო კომპეტენციის საკითხები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მაკრო-პროგრამების შედეგებზე.
Palmer showed in her detailed treatment of African adjustment programmes that dealing only in macroeconomic aggregates may obscure issues of elasticities of supply and demand, mobility of factors of production, transaction costs and market competence - which affect macro programme outcomes.
52018.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საბაზრო ეკონომიკაში მაკროეკონომიკური მართვა უნდა ეყრდნობოდეს არაპირდაპირ ზომებს, რომლებიც იყენებს სტიმულების სტრუქტურებს, საოჯახო მეურნეობის ფარგლებში განაწილების წესებს და აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების სხვა პროცესებს, რომლებიც გენდერულ ურთიერთობათა ფუნქციონირების პროდუქტებს წარმოადგენენ და რომლებიც მიკრო- და მეზო-დონეებზე ფუნქციონირებენ.
In a market economy, macroeconomic management must rely on indirect measures, which make use of incentive structures, household allocation rules as well as other decision-making processes that are products of the operation of gender relations, and which operate at the micro and meso levels.
52019.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ესენია ინსტიტუციური ფაქტორები, რომლებიც უშუალო კავშირშია პოლიტიკის შემუშავებასა და შეფასებასთან.
These are institutional factors relevant to policy design and evaluation.
52020.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გენდერულ საკითხებზე მომუშავე ზოგიერთი ეკონომისტის დაინტერესება ეკონომიკური მოდელირებით იმ ძალისხმევათა ერთ-ერთი მაგალითია, რომლებიც მიმართულია გენდერული ასიმეტრიების მიკრო-საფუძვლების დაკავშირებაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე მიმდინარე დებატებთან.
The interest in economic modeling by some economists working on gender issues is one example of efforts to bring the micro-foundations of gender asymmetries to bear on macroeconomic policy debate.