მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52021.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ზღვრული მწარმოებლობის თეორია.
Marginal productivity theory.
52022.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიდგომა წარმოებაში თანამონაწილე სხვადასხვა ფაქტორების მიერ მიღებული საზღაურების ახსნისადმი.
An approach to explaining the rewards received by the various factors that cooperate in production.
52023.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერული კვლევებისათვის, რამდენადაც იგი ქალთა მიერ მოპოვებულ შემოსავლებთან მიმართებაში იხმარება.
The theory is especially relevant in gender studies as it is used in reference to women's earnings.
52024.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
განვითარების ეკონომიკაში, სადაც იმპლიციტურად გამოიყენება სამუშაო ძალის სიჭარბის ეკონომიკის ლუისისეული მოდელი, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ სასოფლო-სამეურნეო რაიონებში სამუშაოს შოვნის შესაძლებლობათა ნაკლებობის შედეგად წარმოქმნილი არასრული დასაქმება გულისხმობს შრომის ნულოვან ზღვრულ პროდუქტს და რომ მაშასადამე სოფლის ღარიბი მოსახლეობის მინიმალური საწყისი ხელფასი ნულს უახლოვდება, ან ძალზე დაბალია.
In development economics, where use is made implicitly of the Lewis model of the labour-surplus economy, it is widely accepted that underemployment in rural areas, arising from lack of job opportunities, implies a zero marginal product of labour, and therefore that the reservation wage of poor rural people is close to zero or extremely low.
52025.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს არგუმენტაცია ემყარება ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას იმის თაობაზე, რომ დანახარჯის ერთეულის ფასი – ხელფასი – უდრის ამ დანახარჯის ერთეულის ფულად ფორმაში გამოხატულ ზღვრულ პროდუქტს, წარმოებულს კონკურენტულ პირობებში.
This reasoning arises from the standard identity that the unit input price – the wage – is equal to the marginal revenue product of that unit of input, under competitive conditions.
52026.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ ხმამაღლა გამოუთქმელი ვარაუდის საფუძველზე სტანდარტული განვითარების პროექტები, ხარჯებისა და შედეგების ანალიზები და სტრუქტურული კორექტირების მოდელები „ხელმისაწვდომი“ (დაუსაქმებელი) სამუშაო ძალის მობილიზებას ნულოვან ღირებულებას მიაწერენ.
On the basis of this silent assumption, standard development projects, cost-benefit analyses, and structural adjustment models assign a zero cost to the drawing out of "available" (unemployed) labour.
52027.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სიმპტომატურია, რომ ეს გულისხმობს მოდელის ფარგლებში არადაქირავებული სასოფლო-სამეურნეო მუშაკი ქალების ჩაბმას დაქირავებულ შრომაში.
Characteristically this implies reliance in the model on drawing non-wage-earning rural women into wage work.
52028.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიუხედავად ამისა, ემპირიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სამუშაო ძალის შემსწავლელი გამოკვლევები სენსიტიურია გამოყენებული სამუშაო ძალის განსაზღვრებისადმი, და რომ ამგვარ გამოკვლევებს „გენდერულად ბრმა“ კვლევა-ძიების ჩატარებისას ზოგჯერ მხედველობიდან გამოეპარებათ ხოლმე აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი, რომელიც ღარიბ ქალებს აწვებათ მხრებზე.
However, empirical studies have shown that labour supply studies are sensitive to definitions of labour used, and that such studies have in "gender-blind" investigations sometimes failed to report the work burden of unpaid labour shouldered by poor women.
52029.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
პროექტთა შემდგენები ზოგჯერ შეცდომაში შეჰყავს ხოლმე იმ გარემოებას, რომ სოფლის ღარიბი მოსახლეობა ხალისს არ ავლენს, სამუშაო ძალით უზრუნველყოს განვითარების პროექტები და ამ ფაქტის თეორიული ახსნის მცდელობანი ვარირებს „თავისუფალი დროის უფრო მაღალი სარგებლიანობიდან“ „ირაციონალურ ქცევამდე“.
Project designers have sometimes been mystified by the unwillingness of rural poor people to supply labour to a development project, and theoretical explanations have ranged from "higher utility of leisure" to "irrational behaviour".
52030.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
დესინგი ამტკიცებს, რომ სოფლის ღარიბთა შრომითი სტრატეგიები რაციონალურია, ისევე როგორც „სამუშაო ძალის მიწოდების ამსახველი უკან გადახრილი (ნეგატიური) მრუდი“ დაბალი ხელფასებისას, რისი მიზეზიცაა მოთხოვნილებანი საოჯახო შრომისა, რომლის შეუსრულებლობაც არაფრით არ იქნება.
Dessing contends that work strategies of the rural poor are rational, as is the "backward-bending (negative) labour supply curve" at low wages, because of the demands of domestic work, which cannot be left undone.
52031.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ბაზრის არაქმედითობის გამოვლინება.
Market failure.
52032.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ბაზრის ფუნქციონირების ესა თუ ის დარღვევა, რისი მიზეზიც მისი არასრულყოფილებანია;
The malfunctioning of a market because of imperfections in it;
52033.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გარეგანი ეფექტები, რომელთა მიზეზიც ის გახლავთ, რომ ბაზარი სოციალურ დანახარჯებს ან სარგებლიანობას წარმოქმნის;
externalitize because a market is producing social costs or benefits;
52034.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ბაზარზე ამა თუ იმ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ნაკლებობა, როგორც მაგალითად საზოგადოებრივი საქონლის შემთხვევაში.
The lack of a market for a particular good or service, as in the case of public goods.
52035.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გენდერული უთანასწორობა ხელფასებისა და პროდუქტების ბაზრებზე, მაგალითად, ასახავს ბაზრის უუნარობას, წარმოქმნას სიგნალები, რომლებიც ზუსტად ასახავდა იმ სარგებელს, რომელიც საზოგადოებას შეიძლება ქალებში ინვესტირებამ მოუტანოს.
Gender inequality in wage and product markets reflects, for example, the failure of the market to provide signals that accurately reflect the benefit to society of investing in women.
52036.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
უფრო კონკრეტულად, ბაზრის სიგნალები ვერ აფიქსირებს სრულ ღირებულებას ქალთა შრომისა, რომელიც აწარმოებს როგორც ხელფასით ანაზღაურებულ საქონელსა თუ მომსახურებას, ასევე აუნაზღაურებელ მომსახურებას, სამუშაო ძალის მართვას (იხ. რეპროდუქციული შრომის გადასახადი).
In an immediate sense market signals do not capture the full value of women's labour, which produces the waged good or service as well as an unpaid service, labour force maintenance.
52037.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ჯერაც არსებული სხვაობანი მამაკაცთა და ქალთა ხელფასებს შორის, იმ დროს როდესაც დიდძალი სტატისტიკური მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ეს სხვაობანი აღემატება იმ კომპონენტებს, რომელთა ახსნაც ადამიანური კაპიტალის განსხვავებებით შეიძლება, შრომის ბაზრების არაქმედითობის ნათელი მაგალითია.
The persistent gaps between men’s and women’s wages, while ample statistical evidence indicates that these gaps exceed the components accounted for by human capital differences, are an example of a failure of labour markets to clear.
52038.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მთელმა რიგმა ეკონომისტებმა გამოთქვეს შეხედულება, რომ შრომის ბაზრები სქესობრივი ნიშნით სეგმენტირებულია, რამდენიმე მათგანმა კი „ეკონომიკური დისკრიმინაცია“ სეგმენტაციის თავისებურებად დაასახელა.
A series of economists have put forward the view that labour markets are sex segmented, and several have identified "economic discrimination" as a feature of segmentation.
52039.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაგალითად, სახელფასო უთანასწორობათა თავის ამასწინანდელ შემაჯამებელ ანალიზში მერა და გემიჯი იხსენიებენ 1994-1996 წლებში ჩატარებულ შვიდ გამოკვლევას, რომლებმაც გამოავლინა გენდერული შეუსაბამობანი განვითარებადი ქვეყნების ხელფასებში, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას განსხვავებებით გამოცდილებაში, სამუშაო სტაჟში ან სხვა ეკონომიკურ ფაქტორებში.
For example, in a recent summary of wage inequalities, Mehra and Gammage cite seven studies between 1994 and 1996 that find gender disparities in developing country wages, which cannot be accounted for by differences in experience, seniority or other economic factors.
52040.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამდენად მრავალი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ თუკი ბაზრები ვერ ახერხებენ სამართლიანი ხელფასებით მშრომელთა უზრუნველყოფას, მაშინ ბაზრების ლიბერალიზაციის უბრალოდ გაგრძელებამ შესაძლოა ვერ გააუმჯობესოს მათი ფუნქციონირება ამ მიმართულებით.
Many economists have therefore argued that, if markets are failing to provide equitable wages, simple continued liberalisation of markets may not improve their functioning in this direction.