მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52041.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ რეგულირების, ანდა საზოგადოებრივი ზეწოლის (მორალური ზემოქმედების) შედეგად.
Correction may be achievable only through regulation, or social pressures (moral suasion).
52042.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მეზო-დონე.
Meso level.
52043.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
თავდაპირველად ტერმინი, რომლითაც ეკონომიკის ის ნაწილი აღინიშნებოდა, რომელსაც მსხვილი კორპორაციები აკონტროლებენ.
Originally, the part of the economy that is controlled by large corporations.
52044.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
წინა ათწლეულში გაერო-ს ბავშვთა დახმარების საგანგებო ფონდმა, განავითარებდა რა ფრანსის სტიუარტის ნოვატორულ თეორიას, ტერმინი „მეზო“ უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარა და აღნიშნა მისით ანალიზის დონე ქვეყნის მთლიან ეკონომიკასა და ინდივიდუუმების, ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების დონეს შორის, იმისთვის რათა ყურადღება მიეპყრო პოლიტიკის განსაზღვრის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესისათვის, განსაკუთრებით სახელმწიფო ფინანსების საკითხებთან დაკავშირებით.
In the past decade UNICEF, developing the pioneering work of Frances Stewart, has used the term "meso" more broadly to refer to a level of analysis between the aggregated national economy and the level of individuals, firms and households, to draw attention to the critical policy-making process, especially with respect to public finance issues.
52045.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მეზო-პოლიტიკა შეეხება მაკრო-პოლიტიკის განაწილებისეულ ზემოქმედებას, იგი განსაზღვრავს, შემოსავლის სიდიდის მიხედვით მოსახლეობის რომელ ჯგუფს, სექტორსა და გენდერს აწვება მხრებზე რეფორმების ძირითადი სიმძიმე.
Meso policies concern the distributional impact of macro policies, determining which income group, sector and gender bears the brunt of reforms.
52046.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ინსტიტუციური ეკონომიკის მონაცემებზე დაყრდნობით, გენდერული საკითხების ზოგიერთ სპეციალისტს ტერმინი „მეზო“ გამოყენებული აქვთ, რათა აღნიშნონ ბაზრების საშუამავლო როლი სიგნალების გადაცემასა და რესურსების განაწილებაში.
Drawing on institutional economics, some gender specialists have also used "meso”" to denote the intermediary role of markets in transmitting signals and allocating resources.
52047.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ კონტექსტში, ბაზრები აღიქმება როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობებში ინკორპორირებული რამ და, მაშასადამე, როგორც გენდერის „მატარებლები“.
In this context, markets are seen as embedded in social relations and thus as "bearers" of gender.
52048.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ელსონმა და ევერსმა შეიმუშავეს მაკრო-მეზო-მიკრო ზოგადი სქემა ქვეყნის ეკონომიკის გენდერულად გათვითცნობიერებული ანალიზისათვის.
Elson and Evers have developed a macro-meso-micro framework for gender-aware country economic analysis.
52049.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეროვნული ანგარიშები.
National accounts.
52050.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
კომპლექტი ნაერთი ანგარიშებისა, რომლებიც ეკონომიკის მთელი შემოსავლისა და მთელი გამომუშავების ღირებულებასა და კატეგორიებად დანაწილებას აჩვენებს.
The set of aggregate accounts reporting the value and breakdown of all income and all output of an economy.
52051.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ქალების მიერ გაწეული მრავალი მომსახურება, ისევე როგორც მათ მიერ წარმოებული საქონელი, უხილავი რჩება გაერო-ს ეროვნული ანგარიშების სისტემისთვის – სტანდარტული სისტემისთვის, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს (ეს „უხილაობა“ არ უნდა აგვერიოს ტერმინში „უხილავები“ (“ინვისიბლეს”), რომელიც SNA-ს ანგარიშსწორების ანგარიშებში მომსახურებებს აღნიშნავს).
Many of the services performed, as well as goods produced, by women are invisible to the UN System of National Accounts (SNA), which is the standard system used by almost all countries (the idea of invisibility should not be confused with the term "invisibles" referring to services in SNA trade accounts).
52052.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეროვნულ ანგარიშებში ასახული არ არის ან მწირად არის ასახული შრომის ოთხი დარგი: საოჯახო შრომა, ნებაყოფლობითი შრომა, ნატურალური მეურნეობა და არაფორმალური სექტორი.
Four areas of work are missing or poorly accounted for in national accounts: domestic work, volunteer work, subsistence production, and the informal sector.
52053.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ყველა ამ სექტორში მამაკაცებიცა და ქალებიც მონაწილეობენ, მაგრამ მათი გაზომვისათვის შინაგანად დამახასიათებელი მეთოდოლოგიური საკითხები ყველაზე ძნელად საინტერპრეტაციო აღმოჩნდა პირველ ორ მათგანში, რომელთაც უპირატესად ქალები ასრულებენ ხოლმე.
Both men and women are involved in all of these sectors, but the methodological issues inherent in their measurement have been most intractable in the first two, which are largely performed by women.
52054.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1950-იანი წლების შემდეგ უმეტეს ქვეყნებში შემუშავებული იქნა დამაკმაყოფილებელი საშუალებანი ნატურალური სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქციის გასაზომად, რომელიც ბაზრამდე ვერ აღწევს და შეიძლება მთლიანად არამონეტარიზებული იყოს.
Satisfactory means for measuring subsistence agricultural production, which never reaches a market and may be entirely non-monetised, have been devised since the 1950s in most countries.
52055.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიუხედავად ამისა, შრომის ამ ტიპის ქალთა მიერ შესრულებული კომპონენტის დიდი ნაწილი საოჯახო შრომად მიიჩნევა და სრულად არ აღირიცხება.
Nevertheless, much of the female component of this type of labour is deemed housework and undercounted.
52056.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1993 წელს შემოღებული იქნა SNA-ს შესწორებული ვარიანტი, რომლის ფარგლებშიც საოჯახო მეურნეობის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული პროდუქცია მთლიან ეროვნულ პროდუქტში არის შეტანილი.
In 1993, a revised SNA was introduced whereby production within the household for own consumption is included in GNP.
52057.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
თუმცა, შესწორებული SNA კვლავაც არ ითვალისწინებს საოჯახო მეურნეობის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებულ მომსახურებას ბავშვთა მოვლის, ხანდაზმულთა მოვლის, საჭმლის მომზადებისა და სახლის დალაგების ჩათვლით, რაც საქმიანობის „არაეკონომიკურ“ სახეობებად ითვლება.
However, the revised SNA continues to exclude own-account production of services, including child care, care of the elderly, cooking and cleaning, which are regarded as "non-economic".
52058.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
დროის ბიუჯეტების მიმოხილვათა გამოყენებით მრავალი ქვეყნის მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ ხანგრძლივობა და ტიპი შრომისა, რომელსაც ქალები და მამაკაცები ასრულებენ – შრომისა, რომელსაც თავად ისინი ხშირად ვერც აცნობიერებენ.
Through the use of time budget surveys, researchers in scores of countries have been able to identify the hours and type of work that women and men do - work of which they are often unaware.
52059.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამგვარ გამოკვლევებზე დაყრდნობით გაერო-ს განვითარების პროგრამა აკეთებს შეფასებას, რომ ყველა ქვეყანაში ქალები მამაკაცებზე უფრო დიდხანს მუშაობენ – საშუალოდ 13 პროცენტით მეტს განვითარებად ქვეყნებში, თანახმად იმ გამოკვლევათა, რომლებშიც ინკორპორირებულია ბაზრები და აუნაზღაურებელი შრომა.
On the basis of such research, UNDP estimates that women work longer hours than men in every country - an average of 13 percent more in developing countries, based on time use studies incorporating market and unpaid work.
52060.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
განვითარებად ქვეყნებში ქალთა მთელი შრომის ორი მესამედი აუნაზღაურებელ შრომას ხმარდება.
In developing countries, two thirds of women's total work is spent in unpaid labour.