მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52061.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ ცოტა ხნის წინ პროგრესი იქნა მიღწეული გაზომვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ყველაზე უფრო რთული საკითხის გადაჭრაში და რამდენიმე ქვეყანაში შეადგინეს სატელიტი ანგარიშები, რომლებშიც გაზომილია საოჯახო შრომის ღირებულება.
Recently, progress has been made to resolve some of the most complex measurement issues, and several countries have produced satellite accounts that measure the value of domestic labour.
52062.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ ანგარიშებში გამოყენებულია დანახარჯთა სხვადასხვა საზომები, რომლებიც ნამუშევარ საათებს ეფუძნება, ანდა გამომუშავების საზომები, რომლებიც წარმოებულ მომსახურებას აფასებს.
They employ various input measures based on hours of work, or output measures applying a valuation to the services produced.
52063.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ღირებულება ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციისა, რომელიც SNA-ში არ არის შეტანილი, შეფასდა როგორც „სულ მცირე, მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი და... კერძო მოხმარების ნახევარზე მეტი“.
The value of non-SNA production in industrialised countries has been estimated at "at least half of gross domestic product, and … more than half of private consumption".
52064.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სატელიტი ანგარიშების წარმატებულ შედგენას შეუძლია დაგვეხმაროს, თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი მადეზორიენტირებელი შედეგი, როგორც მაგალითად შეცდომით მშპ-სთვის ზრდის მიწერა, როდესაც საოჯახო მომსახურების ან ნატურალური წარმოების მონეტარიზაციასა აქვს ადგილი.
The successful construction of satellite accounts would help avoid several misleading results, such as the false attribution to growth of GDP when monetisation of a domestic service or subsistence production takes place.
52065.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საოჯახო მეურნეობათა ახალი ეკონომიკა.
New household economics.
52066.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მიდგომა საოჯახო მეურნეობის ანალიზისადმი, რომლის თანახმადაც საოჯახო მეურნეობა ახდენს თავის წევრთა დროის კომბინირებას ბაზრის საქონელთან, რათა აწარმოოს სასაქონლო პროდუქტები, რომელთა მიღებაც მას, საბოლოო ჯამში, სურს.
An approach to analysis of the household which depicts the latter as combining the time of household members with market goods to produce the outputs or commodities it ultimately desires.
52067.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
იგი უგულებელყოფს ოჯახებისა და საოჯახო მეურნეობების შიდა ორგანიზაციასა და სტრუქტურას, ვინაიდან, წმინდა ნეოკლასიკური თეორიის კონტექსტში და ფირმების ინტერპრეტაციის ანალოგიით, ეს თეორია უდანახარჯო და ეფექტიან ფუნქციონირებას ვარაუდობს.
It ignores the internal organisation and structure of families and households because, in the context of pure neoclassical theory, and analogously to the treatment of firms, the theory assumes a costless and efficient operation.
52068.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მისი შესწავლის საგანი მოიცავს არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობის საბაზრო ქცევას (სამუშაო ძალის მიწოდებას, მოთხოვნას საქონელზე), არამედ ისეთ მოვლენებსაც, როგორიცაა ქორწინება, შობადობა, ბავშვების განათლება და დროის განაწილება.
Its subject matter includes not only the market behaviour of the household (supply of labour, demand for goods), but also such phenomena as marriage, fertility, the education of children, and the allocation of time.
52069.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ თეორიას საფუძველი ჩაუყარა საოჯახო მეურნეობათა სექტორში წარმოების ბეკერისეულმა მოდელმა.
The seminal treatment is Becker's household production model.
52070.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საოჯახო მეურნეობათა ახალ ეკონომიკას აკრიტიკებენ მისი ვარაუდის გამო, რომ საოჯახო მეურნეობანი აერთიანებენ სარგებლიანობის ფუნქციებს, რათა წარმოქმნან ყველა მათი წევრისათვის ქმედითი არჩევანები, რასაც იგი წარმოადგენს როგორც ინტერესთა შინაგან ჰარმონიას საოჯახო მეურნეობის ფარგლებში;
The new household economics is criticised for its assumption that households aggregate utility functions to produce choices which are efficient for all its members, which it portrays as an internal harmony of interests within the household;
52071.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მისი ვარაუდის გამო, რომ საოჯახო მეურნეობის შიგნით რესურსები ერთად გროვდება;
For its assumption that resources are pooled within the household;
52072.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
და აგრეთვე იმ ვარაუდის გამოც, რომ საოჯახო მეურნეობის შრომისა და შემოსავლის განაწილება პარეტოს მიხედვით ოპტიმალურია.
And for its assumption that the allocation of labour and income is Pareto optimal for the household.
52073.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
პარეტოს ოპტიმალურობა.
Pareto optimality.
52074.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
კეთილდღეობის ეკონომიკურ თეორიაში – წონასწორული სიტუაცია, რომლის დროსაც ვერც ერთ ინდივიდუუმს ვერ გამოეყოფა მეტი (სარგებლიანობა ან კეთილდღეობა) ისე, რომ ვინმე სხვას არ გამოეყოს ნაკლები.
In welfare economics, an equilibrium situation where no individual could be allocated more (utility, or welfare) without someone else being allocated less.
52075.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამგვარი განაწილება არანაირ კომენტარს არ აკეთებს შემოსავლის თანაბარი განაწილების თაობაზე:
It is important to recognise that such an allocation makes no comment on the evenness of income distribution:
52076.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
პარეტოს ოპტიმალურობა შეთავსებადია შემოსავლების როგორც უაღრესად არათანაბარ, ასევე აბსოლუტურად ეგალიტარულ განაწილებასთან.
Pareto optimality is compatible with extremely uneven, as well as perfectly egalitarian, income distribution.
52077.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ტერმინი სასარგებლოა გაუმჯობესების ცნების მისეული განსაზღვრის გამო.
The term is useful for its definition of a concept of improvement.
52078.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
პარეტოსეული გაუმჯობესება კეთილდღეობის ისეთი ცვლილებაა, რომელიც ამა თუ იმ პიროვნების ან საზოგადოების ნაწილის მატერიალურ მდგომარეობას აუმჯობესებს ისე, რომ არ ამცირებს ნებისმიერი სხვა პიროვნების ან საზოგადოების ნაწილის კეთილდღეობას;
A Pareto improvement is a change in welfare that makes any person or part of the community better off without decreasing the welfare of any other person or part.
52079.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
პარეტოს ოპტიმალურობას ადგილი შეიძლება ჰქონდეს მაშინაც კი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს.
A Pareto improvement may take place even if the majority of the population experiences no benefit.
52080.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
პარეტოს ოპტიმალურობისა და ეფექტიანობის თეორემები მნიშვნელოვანია მათ გამოსაყენებლად მთავრობის ჩარევის შესაფასებელი სისტემის შესაქმნელად და აგრეთვე გადასახადებით დაბეგვრისა და გადანაწილების პოლიტიკის განსაზღვრისას.
Pareto efficiency and optimality theorems have been significant in their use to generate a framework for evaluation of government intervention, in taxation and redistributive policy.