მოიძებნა 669200 ჩანაწერი
523961.
ბიოლოგია | თავი XIII
მემკვიდრეობითი მსგავსების გარდა არსებობს ცვალებადობაც: როცა ნაშიერი მშობლებისა და დედმამიშვილებისგან გარკვეულწილად განსხვავდება.
Along with inherited similarity, there is also variation: Offspring differ somewhat in appearance from parents and siblings.
523962.
ბიოლოგია | თავი XIII
ათასწლეულებია, რაც მიწაზე მომუშავე ხალხი ამ დაკვირვებას იყენებს და სასურველი ნიშან-თვისებების მქონე მცენარეები და ცხოველები გამოჰყავს.
Farmers have exploited these observations for thousands of years, breeding plants and animals for desired traits.
523963.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანი ძველი დროიდან დაინტერესებულია ადამიანებს შორის არსებული მემკვიდრული მსგავსებითა და განსხვავებით, მათ შორის ოჯახის წევრებს შორისაც.
Just as ancient is a curiosity about genetic similarities and differences among people, including family members.
523964.
ბიოლოგია | თავი XIII
სანამ მე-20 საუკუნეში არ დაიწყო გენეტიკის განვითარება, მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მექანიზმები ბიოლოგებს მხედველობის არეში არ იმყოფებოდა.
The mechanisms of heredity and variation, however, eluded biologists until the development of genetics in the 20th century.
523965.
ბიოლოგია | თავი XIII
გენეტიკა მეცნიერებაა მემკვიდრეობითობისა და მემკვიდრეობითი ცვალებადობის შესახებ.
Genetics is the scientific study of heredity and hereditary variation.
523966.
ბიოლოგია | თავი XIII
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში გაეცნობით ორგანიზმის, უჯრედისა და მოლეკულურ დონეებზე არსებულ გენეტიკას.
In this unit, you will learn about genetics at the levels of organism, cell, and molecule.
523967.
ბიოლოგია | თავი XIII
პრაქტიკული თვალსაზრისით კი იმ რევოლუციურ ცვლილებებს განვიხილავთ, რომლებიც თანამედროვე გენეტიკამ მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში მოახდინა. ასევე ვიმსჯელებთ ზოგიერთ სოციალურ და ეთიკური საკითხზე, რომელიც დნმ-ითა და გენეტიკური მასალით მანიპულირების შესაძლებლობამ წამოჭრა.
On the practical side, you will learn how modern genetics is revolutionizing medicine and agriculture, and you will be asked to consider some social and ethical questions raised by our ability to manipulate DNA, the genetic material.
523968.
ბიოლოგია | თავი XIII
ბოლოს შეიტყობთ იმ წყვილის შესახებ, რომელიც გენეტიკამ შეიტანა ერთი უჯრედიდან - განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან - მრავალუჯრედიანი ცხოველებისა და მცენარეების წარმოშობის საიდუმლოებაში.
At the end of the unit, you will learn about the contributions geneticists have made to solving the mystery of how multicellular animals and plants arise from a single cell, the fertilized egg.
523969.
ბიოლოგია | თავი XIII
ფაქტია, რომ გენეტიკური მეთოდები და აღმოჩენები ბიოლოგიის ყველა სფეროს პროგრესის კატალიზატორია: უჯრედის ბიოლოგიიდან დაწყებული - ფიზიოლოგიით, ევოლუციური ბიოლოგიით, ეკოლოგიით და ქცევითაც კი დამთავრებული.
In fact, genetic methods and discoveries are catalyzing progress in all areas of biology-from cell biology to physiology, evolutionary biology, ecology, and even behavior.
523970.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ თავში გენეტიკის განხილვას ვიწყებთ სქესობრივი გამრავლების მქონე ორგანიზმებში მშობლებიდან შვილებზე ქრომოსომების გადაცემის მექანიზმების შესწავლით.
We begin our study of genetics in this chapter by examining how chromosomes pass from parents to offspring in sexually reproducing organisms.
523971.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის (უჯრედის გაყოფის განსაკუთრებული სახის) და განაყოფიერების (სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის) პროცესები სქესობრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში სახეობებს ქრომოსომების მუდმივ რიცხვს უნარჩუნებს.
The processes of meiosis (a special type of cell division) and fertilization (the fusion of sperm and egg) maintain a species' chromosome count during the sexual life cycle.
523972.
ბიოლოგია | თავი XIII
ჩვენ განვიხილავთ მეიოზის უჯრედულ მექანიზმსა და მის განსხვავებას მიტოზისგან.
We will describe the cellular mechanics of meiosis and how this process differs from mitosis.
523973.
ბიოლოგია | თავი XIII
და ბოლოს, იმ წვლილს გავეცნობით, რომელიც მეიოზსა და განაყოფიერებას გენეტიკურ ცვალებადობაში შეაქვს, მაგალითად, ფრენსის კოპოლოს ოჯახში არსებულ ცვალებადობაში.
Finally, we will consider how both meiosis and fertilization contribute to genetic variation, such as the variation obvious in the Coppola family.
523974.
ბიოლოგია | თავი XIII
ქრომოსომებსა და გენებს შთამომავლობა მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს.
Offspring acquire genes from parents by inheriting chromosomes.
523975.
ბიოლოგია | თავი XIII
ოჯახის ახლობლებმა შეიძლება აღნიშნონ, რომ დედას ჭორფლები და მამას თვალები გაქვს.
Family friends may tell you that you have your mother's freckles or your father's eyes.
523976.
ბიოლოგია | თავი XIII
თუმცა, პირდაპირი მნიშვნელობით თვალებს, თმას, ან ნებისმიერ სხვა დამახასიათებელ ნიშანს მშობლები თავიანთ შვილებს არ გადასცემენ.
However, parents do not, in any literal sense, give their children freckles, eyes, hair, or any other traits.
523977.
ბიოლოგია | თავი XIII
მაშ, სინამდვილეში რას ვიღებთ მემკვიდრეობით?
What, then, is actually inherited?
523978.
ბიოლოგია | თავი XIII
გენების მემკვიდრეობით მიღება.
Inheritance of Genes.
523979.
ბიოლოგია | თავი XIII
მშობლები შთამომავლობას უზრუნველყოფენ მემკვიდრეობითი ერთეულებში კოდირებული ინფორმაციით. ამ ერთეულებს გენები ეწოდება.
Parents endow their offspring with coded information in the form of hereditary units called genes.
523980.
ბიოლოგია | თავი XIII
დედისგან და მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ათეულობით ათასი გენი გენომს შეადგენს.
The tens of thousands of genes we inherit from our mothers and fathers constitute our genome.