მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524441.
ბიოლოგია | თავი XIV
ფერმენტი, რომელსაც I ალელი კოდირებს, არ განსაზღვრავს არც A და არც B ნახშირწყლის არსებობას.
The enzyme encoded by the i allele adds neither A nor B.
524442.
ბიოლოგია | თავი XIV
ვინაიდან ყოველი ადამიანი ატარებს ნიშნის ორ ალელს, გენოტიპთა ექვსი კლასი ფორმირდება, რომლებიც ოთხი სახის ფენოტიპით ვლინდება.
Because each person carries two alleles, six genotypes are possible, resulting in four phenotypes.
524443.
ბიოლოგია | თავი XIV
ორივე ალელი – IA და IB, დომინანტურია I ალელის მიმართ.
Both the IA and the 1 alleles are dominant to the i allele.
524444.
ბიოლოგია | თავი XIV
სისხლის ჯგუფების შეთავსებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისხლის უსაფრთხო ტრანსფუზიისთვის.
Matching compatible blood groups is critical for safe blood transfusions.
524445.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, თუკი ინდივიდს, რომელსაც აქვს A ჯგუფის სისხლი, გადაუსხამენ B ჯგუფის მქონე დონორის სისხლს, რეციპიენტის იმუნური სისტემა ამოიცნობს „უცხო“ B ნივთიერებას დონორის სისხლის უჯრედებზე და შეუტევს მას.
For example, if a type A person receives blood from a type B or type AB donor, the recipient's immune system recognizes the "foreign" B substance on the donated blood cells and attacks them.
524446.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთი რეაქცია გამოიწვევს გადასხმული სისხლის უჯრედების შეჯგუფებას, რასაც შესაძლოა რეციპიენტის სიკვდილი მოჰყვეს.
This response causes the donated blood cells to clump together, potentially killing the recipient.
524447.
ბიოლოგია | თავი XIV
პლეიოტროპია.
Pleiotropy.
524448.
ბიოლოგია | თავი XIV
აქამდე ჩვენ ისეთი კუთხით განვიხილავდით მენდელისეულ მემკვიდრულობას, თითქოს ერთი გენის მოქმედება მხოლოდ ერთ ფენოტიპურ ნიშანს განსაზღვრავდა; მაგრამ გენების უმეტესობას ახასიათებს მრავლობითი ფენოტიპური ეფექტი, მოვლენა, რომელსაც პლეიოტროპიას უწოდებენ.
So far, we have treated Mendelian inheritance as though each gene affects one phenotypic character. Most genes, however, have multiple phenotypic effects, a property called pleiotropy.
524449.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, პლეიოტროპული ალელები განაპირობებენ მრავლობით სიმპტომებს, რომლებიც ადამიანის ბევრ მემკვიდრულ დაავადებას უკავშირდება, როგორიცაა: კისტური ფიბროზი და ნამგლისებრუჯრედიანი დაავადება, რომლებსაც ქვემოთ, ამავე თავში განვიხილავთ.
For example, pleiotropic alleles are responsible for the multiple symptoms associated with certain hereditary diseases in humans, such as cystic fibrosis and sickle-cell disease, discussed later in this chapter.
524450.
ბიოლოგია | თავი XIV
თუკი გავეცნობით იმ რთულ მოლეკულურ და უჯრედულ მექანიზმებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ორგანიზმის განვითარებას და მასში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს, უცნაურად აღარ მოგვეჩვენება ის ფაქტი, რომ კონკრეტულ გენს შეუძლია ორგანიზმის მთელ რიგ ნიშნებზე მოახდინოს გავლენა.
Considering the intricate molecular and cellular interactions responsible for an organism's development and physiology, it is not surprising that a single gene can affect a number of characteristics in an organism.
524451.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელისეული გენეტიკის განვრცობილი ვარიანტი ორი ან მეტი გენისათვის.
Extending Mendelian Genetics for Two or More Genes.
524452.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტური კავშირები, მრავლობითი ალელები და პლეიოტროპია მხედველობაში მისაღებია იმ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ ცალკეული გენის ალელთა ეფექტზე.
Dominance relationships, multiple alleles, and pleiotropy all have to do with the effects of the alleles of a single gene.
524453.
ბიოლოგია | თავი XIV
აქ განვიხილავთ ორ შემთხვევას, რომლის დროსაც გარკვეული ნიშნის ფენოტიპს ორი ან მეტი გენის მოქმედება განაპირობებს.
We now consider two situations in which two or more genes are involved in determining a particular phenotype.
524454.
ბიოლოგია | თავი XIV
ეპისტაზი.
Epistasis.
524455.
ბიოლოგია | თავი XIV
ეპისტაზის (ბერძნ. „გაჩერება”) შემთხვევაში ერთი ლოკუსის ერთი გენი ცვლის მეორე ლოკუსის გენის ფენოტიპურ ექსპრესიას.
In epistasis (from the Greek for "stopping"), a gene at one locus alters the phenotypic expression of a gene at a second locus.
524456.
ბიოლოგია | თავი XIV
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი დაგვეხმარება ამ საკითხის უკეთ გაგებაში.
An example will help clarify this concept.
524457.
ბიოლოგია | თავი XIV
თაგვებში ბეწვის შავი შეფერილობა დომინირებს რუხზე (ბევრ სხვა ძუძუმწოვარა ცხოველშიც შავი ბეწვი დომინირებს მურა ყავისფერზე).
In mice and many other mammals, black coat color is dominant to brown.
524458.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ნიშნის განმსაზღვრელი ორი ალელი B და b სიმბოლოებით აღვნიშნოთ.
Let's designate B and b as the two alleles for this character.
524459.
ბიოლოგია | თავი XIV
რუხი ბეწვის მქონე თაგვს ექნება bb გენოტიპი.
For a mouse to have brown fur, its genotype must be bb.
524460.
ბიოლოგია | თავი XIV
ფერის არსებობის განმსაზღვრელი დომინანტური ალელი, რომელსაც C სიმბოლოთი აღვნიშნავთ, განაპირობებს ერთ-ერთი (შავი ან ყავისფერი) პიგმენტის დაგროვებას ბეწვში იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორია გენოტიპი პირველ ლოკუსში.
The dominant allele, symbolized by C (for color), results in the deposition of either black or brown pigment, depending on the genotype at the first locus.