მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524461.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგრამ თუ თაგვი რეცესივი ჰომოზიგოტია მეორე ლოკუსის მიხედვით, მაშინ მისი საფარველი იქნება თეთრი (ალბინოსი), მიუხედავად მისი გენოტიპისა შავი/ყავისფერი შეფერილობის განმსაზღვრელ ლოკუსში.
But if the mouse is homozygous recessive for the second locus, then the coat is white (albino), regardless of the genotype at the black/brown locus.
524462.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ პიგმენტის დაგროვების გენი ეპისტატიკურია იმ გენის მიმართ, რომელიც შავ ან ყავისფერ პიგმენტს კოდირებს.
The gene for pigment deposition is said to be epistatic to the gene that codes for black or brown pigment.
524463.
ბიოლოგია | თავი XIV
რას უნდა მოველოდეთ, თუ ერთმანეთთან შევაჯვარებთ ორივე გენის მიხედვით ჰეტეროზიგოტ შავი ფერის თაგვებს?
What happens if we mate black mice that are heterozygous for both genes?
524464.
ბიოლოგია | თავი XIV
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს გენი ერთსა და იმავე ფენოტიპურ ნიშანზე (ბეწვის შეფერილობაზე) მოქმედებენ, ისინი დამოუკიდებელი განაწილების კანონს ექვემდებარებიან.
Although the two genes affect the same phenotypic character (coat color), they follow the law of independent assortment.
524465.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, აღნიშნული ექსპერიმენტი წარმოადგენს F1 დიჰიბრიდების შეჯვარებას, სადაც ტიპური მენდელისეული ცდების მსგავსად, დათიშვა 9:3:3:1 თანაფარდობით ხდება.
Thus, our breeding experiment represents an F1 dihybrid cross, like those that produced a 9:3:3:1 ratio in Mendel's experiments.
524466.
ბიოლოგია | თავი XIV
F2 თაობის გენოტიპების გამოსახვისთვის შეგვიძლია ვისარგებლოთ პენეტის ცხრილით.
We can use a Punnett square to represent the genotypes of the F2 offspring.
524467.
ბიოლოგია | თავი XIV
ეპისტაზის შედეგად F2 თაობაში ფენოტიპების თანაფარდობა იქნება 9 შავი : 3 ყავისფერი : 4 თეთრი.
As a result of epistasis, the phenotypic ratio among the F2 offspring is 9 black to 3 brown to 4 white.
524468.
ბიოლოგია | თავი XIV
ეპისტაზის სხვა შემთხვევები სხვადასხვა თანაფარდობას იძლევიან, მაგრამ ყველა მათგანი არის 9:3:3:1-ის მოდიფიცირებული ვარიანტი.
Other types of epistatic interactions produce different ratios, but all are modified versions of 9:3:3:1.
524469.
ბიოლოგია | თავი XIV
პოლიგენური მემკვიდრულობა.
Polygenic Inheritance.
524470.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელი სწავლობდა ისეთ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ნიშნები, რომელთაგან ერთ-ერთი ფენოტიპურად გამოვლინდება.
Mendel studied characters that could be classified on an either-or basis, such as purple versus white flower color.
524471.
ბიოლოგია | თავი XIV
ასე მაგალითად, ყვავილის მეწამული და თეთრი შეფერილობა; მაგრამ ბევრი ნიშნისთვის, მაგალითად, ადამიანის კანის ფერის ან სიმაღლის განმსაზღვრელი ნიშნებისთვის, ასეთი კლასიფიცირება შეუძლებელია, რადგანაც ისინი პოპულაციაში სხვადასხვა ხარისხით ვლინდებიან (მათ ახასიათებთ ხარისხობრივი ვარიაბელობა).
But for many characters, such as human skin color and height, an either-or classification is impossible because the characters vary in the population along a continuum (in gradations).
524472.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთ ნიშნებს რაოდენობრივ ნიშნებს უწოდებენ.
These are called quantitative characters.
524473.
ბიოლოგია | თავი XIV
რაოდენობრივი ნიშნები, ჩვეულებრივ, პოლიგენურ მემკვიდრულობას - ერთ ფენოტიპურ ნიშანზე ორი ან მეტი გენის ადიტიურ ეფექტს გამოხატავენ (ეს ეფექტი პლეიოტროპიის საპირისპირო მოვლენაა, რომლის დროსაც ერთი გენი რამდენიმე ფენოტიპურ ნიშანზე მოქმედებს).
Quantitative variation usually indicates polygenic inheritance, an additive effect of two or more genes on a single phenotypic character (the converse of pleiotropy, where a single gene affects several phenotypic characters).
524474.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითისთვის, არსებობს არა ერთი ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომ ადამიანში კანის პიგმენტაცია კონტროლდება სულ მცირე, სამი სხვადასხვა გენით (სავარაუდოდ მეტითაც, მაგრამ სიმარტივისთვის ჩვენ მხოლოდ სამს დავაკვირდებით).
There is evidence, for instance, that skin pigmentation in humans is controlled by at least three separately inherited genes (probably more, but we will simplify).
524475.
ბიოლოგია | თავი XIV
განვიხილოთ სამი გენი, რომლის კანის მუქი შეფერილობის განმსაზღვრელი ალელები თითო „ერთეულს“ უმატებენ კანის მუქი შეფერილობის ფენოტიპს და ამასთან, არასრულად დომინირებენ სხვა ალელებზე.
Let's consider three genes, with a dark-skin allele for each gene contributing one "unit" of darkness to the phenotype and being incompletely dominant to the other allele.
524476.
ბიოლოგია | თავი XIV
ABBCC გენოტიპის ინდივიდს ძალიან მუქი შეფერილობის კანი ექნება მაშინ, როცა გენოტიპის ინდივიდი იქნება ძალიან ღია ფერისა.
An AABBCC person would be very dark, while an aabbcc individual would be very light.
524477.
ბიოლოგია | თავი XIV
AaBbCc გენოტიპის მქონე ინდივიდს ექნება კანის შუალედური შეფერილობა.
An AaBbCc person would have skin of an intermediate shade.
524478.
ბიოლოგია | თავი XIV
რადგან ალელებს აქვთ კუმულაციური ეფექტი, AaBbCc და AABbcc გენოტიპების გენეტიკური „წვლილი“ თანაბარი იქნება (სამ-სამი ერთეული) კანის შეფერილობის განსაზღვრაში.
Because the alleles have a cumulative effect, the genotypes AaBbCc and AABbcc would make the same genetic contribution (three units) to skin darkness.
524479.
ბიოლოგია | თავი XIV
გარემო ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, ნამზეური, აგრეთვე ახდენენ გავლენას კანის შეფერილობის ფენოტიპზე და სახეს უცვლიან მრუდის გრაფიკულ სურათს – მრუდი იღებს ტეხილი (კიბისებური) ჰისტოგრამის სახეს.
Environmental factors, such as exposure to the sun, also affect the skin-color phenotype and help make the graph a smooth curve rather than a stair-like histogram.
524480.
ბიოლოგია | თავი XIV
ბუნება და აღზრდა: გარემოს გავლენა ფენოტიპზე.
Nature and Nurture: The Environmental Impact on Phenotype.