მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524381.
ბიოლოგია | თავი XIV
მიუხედავად ამისა, ეს სრულიადაც არ ამცირებს მენდელისეული გენეტიკის (მენდელიზმის) მნიშვნელობას, ვინაიდან დათიშვის და დამოუკიდებლად განაწილების კანონები მოქმედებენ მემკვიდრულობის უფრო კომპლექსურ შემთხვევებშიც.
This does not diminish the utility of Mendelian genetics (also called Mendelism), however, because the basic principles of segregation and independent assortment apply even to more complex patterns of inheritance.
524382.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ თავში ჩვენ განვავრცობთ მენდელისეულ გენეტიკას ისეთ მემკვიდრულ შემთხვევებზე, რომლებიც მენდელს არ შეუსწავლია.
In this section, we will extend Mendelian genetics to hereditary patterns that were not reported by Mendel.
524383.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელისეული გენეტიკის განვრცობილი ვარიანტი ცალკეული გენისათვის.
Extending Mendelian Genetics for a Single Gene.
524384.
ბიოლოგია | თავი XIV
აქ მოგვყავს მაგალითები ყოველი ასეთი განსხვავებული შემთხვევისთვის.
We will describe examples of each of these situations in this section.
524385.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტობის სპექტრი.
The Spectrum of Dominance.
524386.
ბიოლოგია | თავი XIV
ალელებს შეუძლიათ ერთმანეთის მიმართ გამოავლინონ სხვადასხვა ხარისხის დომინანტობა ან რეცესიულობა.
Alleles can show different degrees of dominance and recessiveness in relation to each other.
524387.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვენ ამას დომინანტობის სპექტრს ვუწოდებთ.
We refer to this range as the spectrum of dominance.
524388.
ბიოლოგია | თავი XIV
სპექტრის ერთი უკიდურესი გამოვლინება ნანახია მენდელის კლასიკური შეჯვარების ცდების F1 თაობაში.
One extreme on this spectrum is seen in the F1 offspring of Mendel's classic pea crosses.
524389.
ბიოლოგია | თავი XIV
F1 თაობის მცენარეები გარეგნულად ყოველთვის იმეორებდნენ ერთ-ერთი მშობლის ნიშნებს ერთი ალელის მეორე ალელზე სრული დომინირების გამო.
These F1 plants always looked like one of the two parental varieties because of the complete dominance of one allele over another.
524390.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჰეტეროზიგოტისა და დომინანტი ჰომოზიგოტის ფენოტიპების ერთმანეთისგან გარჩევა.
In this situation, the phenotypes of the heterozygote and the dominant homozygote are indistinguishable.
524391.
ბიოლოგია | თავი XIV
სპექტრის მეორე უკიდურესი გამოვლინება არის ორივე ალელის კოდომინანტობა. ეს ნიშნავს, რომ ორივე ალელი ცალ-ცალკე ახდენს გამოხატულ ეფექტს ფენოტიპზე.
At the other extreme is the codominance of both alleles; that is, the two alleles both affect the phenotype in separate, distinguishable ways.
524392.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, ადამიანში MN სისხლის ჯგუფი დეტერმინირებულია კოდომინანტური ალელებით, რომლებიც განსაზღვრავენ ერითროციტების ზედაპირზე ორი სპეციფიკური მოლეკულის არსებობას.
For example, the human MN blood group is determined by codominant alleles for two specific molecules located on the surface of red blood cells, the M and N molecules.
524393.
ბიოლოგია | თავი XIV
ცალკეული გენის ლოკუსი, რომლისთვისაც შესაძლებელია ორი ალელური ვარიანტის არსებობა, განსაზღვრავს სისხლის ჯგუფის ფენოტიპს.
A single gene locus, at which two allelic variations are possible, determines the phenotype of this blood group.
524394.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგრამ M და N ალელების მიხედვით ჰეტეროზიგოტ ინდივიდებს (MN) ერითროციტების ზედაპირზე ორივე, M და N მოლეკულა აქვთ.
But both M and N molecules are present on the red blood cells of individuals heterozygous for the M and N alleles (MN).
524395.
ბიოლოგია | თავი XIV
შენიშნეთ, რომ MN ფენოტიპი არ არის შუალედური M და N ფენოტიპებს შორის.
Note that the MN phenotype is not intermediate between the M and N phenotypes.
524396.
ბიოლოგია | თავი XIV
ორივე ფენოტიპს, M და N-ს, ავლენენ ჰეტეროზიგოტები, რადგან მათ სისხლის უჯრედებში არსებობს ორივე მოლეკულა.
Rather, both the M and N phenotypes are exhibited by heterozygotes, since both molecules are present.
524397.
ბიოლოგია | თავი XIV
ზოგიერთი ნიშნის განმსაზღვრელი ალელი დომინანტობის სპექტრის შუაში ხვდება.
The alleles for some characters fall in the middle of the spectrum of dominance.
524398.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთ შემთხვევაში F1 ჰიბრიდს აქვს ფენოტიპი, რომელსაც ორი მშობლიური ფორმის ფენოტიპების რამდენადმე შუალედური გამოვლინება აქვს.
In this case, the F1 hybrids have a phenotype somewhere in between the phenotypes of the two parental varieties.
524399.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს ფენომენი, რომელსაც ორიდან ერთ-ერთი ალელის არასრულ დომინირებას უწოდებენ, ნანახია მცენარე დევისპირაში. როდესაც წითელყვავილა დევისპირას აჯვარებენ თეთრყვავილა ფორმასთან, ყველა F1 ჰიბრიდს აქვს ვარდისფერი ყვავილები.
This phenomenon, called the incomplete dominance of either allele, is seen when red snapdragons are crossed with white snapdragons: All the F, hybrids have pink flowers.
524400.
ბიოლოგია | თავი XIV
ერთი შეხედვით, ერთ-ერთი ალელის არასრული დომინირება თითქოს ნიშანთა „შერწყმული მემკვიდრეობის“ ჰიპოთეზის ერთგვარი დასაბუთებაა. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, წითელი ან თეთრი ნიშნების აღდგენა არასოდეს მოხდებოდა ვარდისფერყვავილიანი ჰიბრიდიდან.
At first glance, incomplete dominance of either allele seems to provide evidence for the blending hypothesis of inheritance, which would predict that the red or white trait could never be retrieved from the pink hybrids.