მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524541.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, თითოეულ ბავშვს აქვს 1/4 ალბათობა იმისა, რომ მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღოს რეცესიული ალელის ორმაგი დოზა და დაავადებული აღმოჩნდეს.
Thus, each child has a 1/4 chance of inheriting a double dose of the recessive allele and being affected by the disorder.
524542.
ბიოლოგია | თავი XIV
გენოტიპური თანაფარდობიდან ისიც ჩანს, რომ ნორმალური ფენოტიპის მქონე სამი ბავშვიდან (ერთი AA + ორი Aა) ორი, სავარაუდოდ, ჰეტეროზიგოტი მატარებელი იქნება (ალბათობა – 2/3).
From the genotypic ratio, we also can see that out of three offspring with the normal phenotype (one AA plus two Aa), two are predicted to be heterozygous carriers, a 2/3 chance.
524543.
ბიოლოგია | თავი XIV
რეცესიული ჰომოზიგოტი შეიძლება დაიბადოს Aა X აა და აა X აა შეუღლების შედეგადაც, მაგრამ თუ დაავადების ლეტალური შედეგი რეპროდუქციულ ასაკამდე ვლინდება, ან თუ ის იწვევს სტერილობას, მაშინ აა ინდივიდები ვერ გამრავლდებიან.
Recessive homozygotes could also result from Aa X aa and aa X aa matings, but if the disorder is lethal before reproductive age or results in sterility, no aa individuals will reproduce.
524544.
ბიოლოგია | თავი XIV
მაშინაც კი, როდესაც რეცესიულ ჰომოზიგოტებს აქვთ გამრავლების უნარი, პოპულაციაში მათი წილი მაინც მნიშვნელოვნად ნაკლებია ჰეტეროზიგოტ ალელის მატარებლებთან შედარებით (ამის მიზეზებზე 23-ე თავში ვისაუბრებთ).
Even if recessive homozygotes are able to reproduce, such individuals will still account for a much smaller percentage of the population than heterozygous carriers (for reasons we will examine in Chapter 23).
524545.
ბიოლოგია | თავი XIV
ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებში გენეტიკურ დარღვევათა განაწილება ძირითადად არათანაბარზომიერია.
In general, a genetic disorder is not evenly distributed among all groups of humans.
524546.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, თეი-საქსის დაავადების გავრცელების არეალი არაპროპორციულად მაღალია აშკენაზის ებრაელებში. ამ ებრაელთა წინაპრები ცენტრალურ ევროპაში სახლობდნენ.
For example, the incidence of Tay-Sachs disease is disproportionately high among Ashkenazic Jews, Jewish people whose ancestors lived in central Europe.
524547.
ბიოლოგია | თავი XIV
თეი-საქსის დაავადება ფიქსირდება 3600 ახალშობილიდან ერთში. ეს მაჩვენებელი თითქმის 100-ჯერ მაღალია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ებრაელების ან არაებრაელ მოსახლეობის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
Tay-Sachs disease occurs in one out of 3,600 births, about 100 times greater than the incidence among non-Jews or Mediterranean (Sephardic) Jews.
524548.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთი არათანაბარი განაწილების მიზეზი დაბალგანვითარებული ტექნოლოგიების ხანაში მსოფლიო ხალხების განსხვავებული გენეტიკური ისტორია გახლავთ.
Such an uneven distribution results from the different genetic histories of the world's peoples during less technological times, when populations.
524549.
ბიოლოგია | თავი XIV
იმ პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობა უფრო მეტად იმყოფებოდა გეოგრაფიული (და აქედან გამომდინარე, გენეტიკური) იზოლაციის პირობებში.
were more geographically (and hence genetically) isolated.
524550.
ბიოლოგია | თავი XIV
ამჯერად ჩვენ განვიხილავთ ორ რეცესიულ მემკვიდრულ დაავადებას, რომლებიც ასევე ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში პრევალირებენ.
We will now examine two other recessively inherited diseases, which are also more prevalent in some groups than others.
524551.
ბიოლოგია | თავი XIV
კისტური ფიბროზი.
Cystic Fibrosis.
524552.
ბიოლოგია | თავი XIV
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე უფრო გავრცელებული ლეტალური გენეტიკური დაავადება კისტური ფიბროზია, რომელიც ევროპული წარმოშობის ამერიკელებში ყოველ 2500-ე ადამიანში ვლინდება, მაშინ, როდესაც ის საკმაოდ იშვიათია მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში.
The most common lethal genetic disease in the United States is cystic fibrosis, which strikes one out of every 2,500 people of European descent but is much rarer in other groups.
524553.
ბიოლოგია | თავი XIV
ევროპული წარმოშობის ამერიკელებში 25-დან ერთი კისტური ფიბროზის გამომწვევი ალელის მფლობელია.
Among people of European descent, one out of 25 is a carrier of the cystic fibrosis allele.
524554.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ გენის ნორმალური ალელი კოდირებს მემბრანულ ცილას, რომელიც მონაწილეობს გარკვეულ უჯრედებს შორის, აგრეთვე უჯრედგარე სითხიდან უჯრედში ქლორის იონების ტრანსპორტში.
The normal allele for this gene codes for a membrane protein that functions in chloride ion transport between certain cells and the extracellular fluid.
524555.
ბიოლოგია | თავი XIV
ბავშვებში, რომლებმაც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღეს კისტური ფიბროზის გამომწვევი ორი რეცესიული ალელი, პლაზმურ მემბრანაში ქლორის იონის სატრანსპორტო არხები დეფექტურია ან საერთოდ არ გვხვდება.
These chloride transport channels are defective or absent in the plasma membranes of children who inherit two recessive alleles for cystic fibrosis.
524556.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ დარღვევის შედეგად, უჯრედის გარეთ გროვდება ქლორის უკიდურესად მაღალი კონცენტრაცია, წარმოიქმნება ლორწო, რომელიც უჯრედთა ნაწილს ლორწოვან საფარველში ხვევს და ნორმალურთან შედარებით მეტ წებოვნებას ანიჭებს.
The result is an abnormally high concentration of extracellular chloride, which causes the mucus that coats certain cells to become thicker and stickier than normal.
524557.
ბიოლოგია | თავი XIV
ლორწო გროვდება პანკრეასის ჯირკვალში, ფილტვებში, მომნელებელ ტრაქტში და სხვა ორგანოებში, რაც თავის მხრივ, იწვევს მრავლობით (პლეიოტროპულ) დარღვევებს, მათ შორის ნაწლავებიდან საკვების შესუსტებულ ადსორბციას, ქრონიკულ ბრონქიტს, ფაღარათიანობას, ბაქტერიული ინფექციების რეციდივებს.
The mucus builds up in the pancreas, lungs, digestive tract, and other organs, leading to multiple (pleiotropic) effects, including poor absorption of nutrients from the intestines, chronic bronchitis, foul stools, and recurrent bacterial infections.
524558.
ბიოლოგია | თავი XIV
უკანასკნელი პერიოდის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უჯრედგარე ქლორიდი ხელს უშლის აგრეთვე სხეულის ზოგიერთი უჯრედის მიერ ბუნებრივი ანტიბიოტიკის გამომუშავებას.
Recent research indicates that the extracellular chloride also contributes to infection by disabling a natural antibiotic made by some body cells.
524559.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც იმუნიტეტში მონაწილე უჯრედები „საშველად“ მოემართებიან, მათი ნარჩენებიც ლორწოს ემატება და იქმნება შეკრული ციკლი.
When immune cells come to the rescue, their remains add to the mucus, creating a vicious cycle.
524560.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ არ მოხდება დაავადებულ ბავშვთა მკურნალობა, ისინი ხუთ წლამდე ასაკში დაიღუპებიან.
If untreated, most children with cystic fibrosis die before their fifth birthday.