მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524621.
ბიოლოგია | თავი XIV
გენეტიკური ტესტირება და კონსულტირება.
Genetic Testing and Counseling.
524622.
ბიოლოგია | თავი XIV
მარტივი მენდელისეული დარღვევების მიმართ პრევენციული მიდგომა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გენეტიკური დაავადების რისკის არსებობა ცნობილი ხდება ბავშვის ჩასახვამდე ან ორსულობის ადრეულ პერიოდშივე.
A preventive approach to simple Mendelian disorders is possible when the risk of a particular genetic disorder can be assessed before a child is conceived or during the early stages of the pregnancy.
524623.
ბიოლოგია | თავი XIV
ბევრ კლინიკას ჰყავს გენეტიკოსი-კონსულტანტები, რომელთაც შეუძლიათ მომავალ მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია სპეციფიკური დაავადების ოჯახური ისტორიის შესახებ.
Many hospitals have genetic counselors who can provide information to prospective parents concerned about a family history for a specific disease.
524624.
ბიოლოგია | თავი XIV
კონსულტირება, რომელიც მენდელისეულ გენეტიკას და ალბათობის კანონებს ეფუძნება.
Counseling Based on Mendelian Genetics and Probability Rules.
524625.
ბიოლოგია | თავი XIV
წარმოვიდგინოთ ცოლქმრული წყვილი, ჯონი და კეროლი, ორივე მათგანს ძმა ერთი და იგივე რეცესიული ლეტალური დაავადებით დაეღუპა.
Consider the case of a hypothetical couple, John and Carol. Both had a brother who died from the same recessively inherited lethal disease.
524626.
ბიოლოგია | თავი XIV
სანამ მათი პირველი შვილი ჩაისახებოდა, ჯონმა და კეროლმა მიაკითხეს გენეტიკურ კონსულტაციას, რათა განესაზღვრათ მომავალი შვილისთვის ავადმყოფობის რისკის ხარისხი.
Before conceiving their first child, John and Carol seek genetic counseling to determine the risk of having a child with the disease.
524627.
ბიოლოგია | თავი XIV
მათი ძმების შესახებ არსებული ინფორმაციიდან ჩვენ ვხვდებით, რომ ჯონის ორივე მშობელი და კეროლის ორივე მშობელი უნდა ყოფილიყვნენ რეცესიული ალელის მატარებლები.
From the information about their brothers, we know that both parents of John and both parents of Carol must have been carriers of the recessive allele.
524628.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, ჯონიც და კეროლიც დაიბადნენ Aa X Aa შეუღლების შედეგად, სადაც ა ალელი შეესაბამება დაავადების გამომწვევ ალელს.
Thus, John and Carol are both products of Aa X Aa crosses, where a symbolizes the allele that causes this particular disease.
524629.
ბიოლოგია | თავი XIV
ისიც ვიცით, რომ ჯონი და კეროლი არ არიან რეცესიული ჰომოზიგოტი (აა), ვინაიდან ორივე მათგანი ჯანმრთელია.
We also know that John and Carol are not homozygous recessive (aa), because they do not have the disease.
524630.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, მათი გენოტიპია AA ან Aa.
Therefore, their genotypes are either AA or Aa.
524631.
ბიოლოგია | თავი XIV
გამრავლების წესის თანახმად, ჯამური ალბათობა იმისა, რომ მათი პირმშო იქნება დაავადებული, არის 2/3 (ჯონის მიერ დაავადების ალელის მატარებლობის ალბათობა) გამრავლებული 2/3-ზე (კეროლის მიერ დაავადების ალელის მატარებლობის ალბათობაზე) და გამრავლებული 1/4-ზე (ალბათობაზე, რომ დაავადების ალელის ორ მატარებელს ეყოლება ავადმყოფი ბავშვი). ეს სიდიდე ტოლი იქნება 1/9-ის.
According to the rule of multiplication, the overall probability of their firstborn having the disorder is 2/ (the chance that John is a carrier) multiplied by 2/3 (the chance that Carol is a carrier) multiplied by 4 (the chance of two carriers having a child with the disease), which equals 1/9.
524632.
ბიოლოგია | თავი XIV
დავუშვათ, რომ კეროლმა და ჯონმა, ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვიტეს იყოლიონ შვილი, მაშინ არსებობს 8% ალბათობა იმისა, რომ ბავშვი არ იქნება დაავადებული.
Suppose that Carol and John decide to have a child-after all, there is an 8% chance that their baby will not have the disorder.
524633.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ იგი ავადმყოფი დაიბადებოდა, ეს იქნება დადასტურება ეჭვისა, რომ კეროლიც და ჯონიც ნამდვილად არიან დაავადების ალელის მატარებლები (Aa გენოტიპით).
If, despite these odds, their child is born with the disease, then we would know that both John and Carol are, in fact, carriers (Aa genotype).
524634.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ორივე, ჯონიც და კეროლიც, არიან ალელის მატარებლები, მაშინ არსებობს 1/4-იანი რისკი იმისა, რომ ამ წყვილის შთამომავლებში რომელიმე ბავშვი იქნება დაავადებული.
If both John and Carol are carriers, there is a 1/4 chance that any subsequent child this couple has will have the disease.
524635.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც ჩვენ ვიყენებთ მენდელისეულ კანონებს შეუღლების შედეგების განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვის დაავადება დამოუკიდებელი შემთხვევაა იმ გაგებით, რომ მისი გენოტიპი არ განიცდის და-ძმათა გენოტიპების მხრიდან რაიმე გავლენას.
When we use Mendel's laws to predict possible outcomes of matings, it is important to remember that each child represents an independent event in the sense that its genotype is unaffected by the genotypes of older siblings.
524636.
ბიოლოგია | თავი XIV
წარმოვიდგინოთ, რომ კეროლსა და ჯონს ჰყავთ კიდევ სამი შვილი და სამივე დაავადებულია.
Suppose that John and Carol have three more children, and all three have the hypothetical hereditary disease.
524637.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთი შემთხვევის ხდომილების ალბათობა არის ერთი 64-დან.
There is only one chance in 64 that such an outcome will occur.
524638.
ბიოლოგია | თავი XIV
სამი ავადმყოფი ბავშვის დაბადების შემდეგაც კი, მომდევნო ბავშვისთვის დაავადების ალბათობა მაინც 1/4 რჩება.
Despite this run of misfortune, the chance that still another child of this couple will have the disease remains 1/4.
524639.
ბიოლოგია | თავი XIV
ალელის მატარებელთა საიდენტიფიკაციო ტესტები.
Tests for Identifying Carriers.
524640.
ბიოლოგია | თავი XIV
მრავალი მემკვიდრული დაავადებისთვის შესაძლებელია ისეთი ტესტირების ჩატარება, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ნორმალური ფენოტიპის მქონე დომინანტი ჰომოზიგოტები და ჰეტეროზიგოტული ინდივიდები.
For an increasing number of heritable disorders, tests are available that can distinguish individuals of normal phenotype who are dominant homozygotes from those who are heterozygotes.