მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52521.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
საქართველოს ლაშქრის მონაწილეობაზე იერუსალიმის (ქრისტეს საფლავის განთავისუფლებისათვის) ბრძოლაში მიუთითებენ პ. იოსელიანი, ვ. პოტტო და ნ. ურბნელი.
The participation of the Georgian army in the fight for Jerusalem (for the liberation of Christ's Sepulcher) is pointed out by P.Ioseliani, V.Potto and N.Urbneli.
52522.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
არსებობს ცნობა, რომ დავით აღმაშენებელი იერუსალიმის ფრანგ მეფეს ბალდუინს „ხშირად საჩუქრებს უგზავნიდა“.
There is a report to the effect that David the builder often sent gifts to the Frank king Baldwin of Jerusalem.
52523.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ დაცულია ცნობა, რომ „მოვიდა დაფარვით დარვიშის სახით, მელიქშას შვილი ტანღან მელიქ სულთანი, გამსტრობად ივერიისა და ხილვად მეფისა დავითისა, და აგრეთვე ამავე სახედ მეფე ალექსანდრე“.
The report found in Prince loane's "Kalmasoba" to the effect that "Malik-Shah's son Tanghan Melik Sultan came secretly, disguised as a dervish, to visit Iberia and to see king David, and in the same guise king Alexander".
52524.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
„ამა რიცხვს შინა იყო ბოლდვოინ იერუსალიმის მეფე, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა, ანუ არაბთა ზედა“.
"Among them was Boldvoin king of Jerusalem, who had won many victories over the Saracens or Arabs".
52525.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
„და ესე ბოლდვოინ მოვიდა იდუმალ ქართისა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“.
"And this Baldwin to Kartli came secretly, as told by other histories".
52526.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
„ვერა რომელთამე ქართველთა სცნეს ამათი იდუმალ მოსვლა, და უკუნუქცნენ მასზე წელსა შინა“.
"None of the Georgians learnt about their secret coming, and they went back in the same year".
52527.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
ამ ცნობაში საინტერესოა ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელთან „დაფარვით“ მოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეები.
In this evidence interest attaches to the fact that political figures of different countries came to David the Builder covertly.
52528.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
სრულიად შესაძლებელია იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ის კავშირი დავით აღმაშენებელთან.
Contacts of Baldwin II, king of Jerusalem, with David could really have taken place.
52529.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
საგულისხმოა, რომ იოანე ბატონიშვილს ბოლდუინის ქართლში მოსვლის ამბავი თავის თხზულებაში შეუტანია „მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“.
It is significant that Prince Ioane entered the story of Baldwin's coming to Kartli "as told by other histories".
52530.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
კონკრეტულად ძნელია თქმა, თუ რომელი „ისტორიებიდან“ (წყაროებიდან) ისარგებლა იოანე ბატონიშვილმა.
It is hard to say specifically which "histories" (sources) Prince Ioane used.
52531.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
ჩვენს ისტორიოგრაფიაში მითითებულია, რომ XII საუკუნის პირველი ოცეულის დასასრულს, როცა ჯვაროსნები ებრძოდნენ ილღაზს და მის მოკავშირეებს, რომლის დროსაც დაიღუპა ანტიოქიის მთავარი როჟერი და ბევრი ევროპელი რაინდი, როცა იერუსალიმის მეფემ ბოლდუინ II-მ თავს იდო სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიოქიის მმართველობა, ანტიოქიის შენარჩუნებისათვის კი ჯვაროსნები გვარიანად დაზარალდნენ, ამ უკანასკნელთ გამწვავებული ვითარება აიძულებდა მოკავშირე ეძებნათ, და არ არის გამორიცხული, რომ მათ ამგვარ მოკავშირედ საქართველო ესახებოდათ.
It is suggested in Georgian historiography that at the end of the first two decades of the 12<sup>th</sup> century, when the crusaders fought Il Ghazi and his allies during which Prince Roger of Antioch and many European knights died, when king Baldwin I of Jerusalem vowed to fight against the Seljuks and the government of Antioch (the retention of the latter city cost the crusaders formidable losses), the aggravated situation induced the latter to look for an ally, and it cannot be ruled out that Georgia seemed to them to be such an ally.
52532.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
ასე რომ, საქართველოს და ჯვაროსნების ერთმანეთთან კავშირი გარკვეულ ვითარებაში ურთიერთსასარგებლო იყო.
Thus, in a definite situation the contact between Georgia and the crusaders was mutually beneficial.
52533.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
ჯვაროსნებს ქრისტიანული საქართველო თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა, დავით აღმაშენებელს კი ჯვაროსნების ბრძოლები დამპყრობელთა განდევნასა და მათზე გამარჯვებას უადვილებდა.
Christian Georgia would help the crusaders against the Seljuks, and the fight of the crusaders rendered easier for David to triumph over the invaders and drive them out of the country.
52534.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
შესაძლოა, გაზვიადებული იყოს, მაგრამ შემთხვევითი კი არა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს იმ მეფეთა შორის, რომლებიც საქართველოს მეფის „ჩრდილსა შეკრებილ იყუნეს“ დასახელებული ჰყავს „მეფენი და ხელმწიფენი ფრანგეთისანი“.
It may be an exaggeration, yet not fortuitous, that the historian of David the Builder names "the king and sovereigns of the Franks" among the kings that had "assembled under the shadow of the Georgian king".
52535.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
ცხადია, ისტორიკოსი „ფრანგებში“ ჯვაროსნებს გულისხმობს.
Obviously, the historian implies the crusaders under "Franks".
52536.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
როგორც ჩანს, დავით აღმაშენებელი პოპულარული იყო ჯვაროსანთა შორის.
David the Builder appears to have been popular among the crusaders.
52537.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
წმინდა საფლავის კანტორის ანსელუსის წერილში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კრებულისადმი გადმოცემულია ანსელუსის (ანსოს) მიერ ძელი-ცხოველის ნაწილებისაგან გაკეთებული ჯვრის შეძენისა და გამოჩენის ამბავი.
A letter, sent by Anselus, the cantor of the Holy Sepulcher, to the congregation of the Paris church of the Virgin, tells the story of the acquisition and disclosure of a cross made of the life-giving pillar by Anselus (Anso).
52538.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
აღნიშნულს თავის დროზე ყურადღება მიაქცია და საგანგებო ნარკვევი მიუძღვნა ზ. ავალიშვილმა.
Z. Avalishvili paid attention to this event, devoting a special essay to it.
52539.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
ანსელუსის წერილი სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ლათინურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.
Anselus' letter was published at various times in Latin, French and Georgian.
52540.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს სამეფო და ჯვაროსნები
მიუხედავად იმისა, რომ წერილი 1108 წლითაა დათარიღებული, გამოთქმულია მოსაზრება, და იგი შორს არ უნდა იყოს ჭეშმარიტებისაგან, რომ იგი დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგაა დაწერილი. თვით წერილის შინაარსი ამ მოსაზრებას უჭერს მხარს.
Despite the fact that the letter is dated to 1108, the view has been expressed, which is probably not very far from the truth, that it was written after the death of David the Builder.