მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52461.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველო დამოუკიდებლად იბრძოდა თავისუფლებისათვის და არავის იმედზე არ ყოფილა (ცხადია, არც სხვათა მიზანს შეადგენდა საქართველოს გათავისუფლება სელჩუკთა ძალმომრეობისაგან).
It should be emphasized that Georgia fought independently for her freedom, without hoping for anybody's help (obviously, nor did any other state intend to liberate Georgia from the Seljuk violence).
52462.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
მაგრამ აშკარაა, რომ ჯვაროსანთა ბრძოლებმა ობიექტურად დადებითი გავლენა იქონიეს ქართველთა გამათავისუფლებელი ბრძოლის წარმატებაზე.
However it is clear that the wars waged by the crusaders had an objectively positive impact on the liberation struggle of the Georgians.
52463.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ჯვაროსნებისა და საქართველოს მოქმედება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ურთიერთსასარგებლო იყო.
The action of the crusaders and Georgia, though taken independently, was mutually beneficial.
52464.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
საქართველოს გაძლიერება ძირითადად შინაგანი განვითარების შედეგი იყო.
Georgia's gaining in power was largely the result of her internal development.
52465.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
საგარეო ფაქტორთაგან, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მთავარი არა ჯვაროსანთა ლაშქრობები იყო, არამედ „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დაშლა.
In the opinion of some scholars, among the foreign factors, the main was not the campaigns of the crusaders but the disintegration of the state of the "Great Seljuks”.
52466.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დაშლის შედეგად ცალკეული თურქული პოლიტიკური ერთეული სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი იყო.
It cannot be denied that following the break-up of the “Great Seljuk” state separate Turkish political units were strong from the military viewpoint.
52467.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ამდენად, ჯვაროსნების აქტიურობის გარეშე, შესაძლოა, სელჩუკებს კიდევ ბევრი ზიანი მიეყენებინათ საქართველოსათვის.
Hence without the activity of the crusaders, the Seljuks might have inflicted further damage to Georgia.
52468.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ერთი რამ ცხადია - არსებითი განსხვავება იყო საქართველოს სამეფოსა და ჯვაროსანთა მეთაურების მიზნებში.
One thing is clear, there was an essential difference between the goals of the Georgian Kingdom and the leaders of the crusaders.
52469.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ქრისტეს საფლავის უწმიდურთაგან გათავისუფლების დროშით მოსილი ჯვაროსნების ნამდვილი, დამპყრობლური ზრახვები მალე გაირკვა.
The real, predatory intentions of the crusaders, draped in the banner of liberating the Holy Sepulcher from infidels, soon became clear.
52470.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ჯვაროსნები ჟლეტდნენ აღმოსავლეთის მოსახლეობას და დიდძალ ნადავლს მიეზიდებოდნენ, ისინი ქრისტიანთა სისხლისღვრასაც არ ერიდებოდნენ.
The crusaders annihilated the population of the East, carrying away enormous booty. Nor did they stop short of shedding the blood of Christians.
52471.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
არც ის იყო გამორიცხული, რომ საჭირო და შესაძლებელ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგაც გამოელაშქრათ.
Neither could it be ruled out that when need arose and an opportunity presented itself they might move against Georgia.
52472.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ერთი სიტყვით, ჯვაროსნები „წმინდა ადგილთა“ დახსნის ლოზუნგით დამპყრობლურ პოლიტიკას ახორციელებდნენ.
In a word, under the slogan of “liberating the Holy Land” the crusaders carried on a policy of conquests.
52473.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ამიტომ არ შეიძლებოდა საქართველოსა და ჯვაროსნებს ერთნაირი მიზნები ჰქონოდათ.
Hence Georgia and the crusaders could not have the same objectives.
52474.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ქართველი ხალხი მუსლიმანობის კი არა, საქართველოს დაპყრობა-ამოგდების მოსურნე თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, თავისი თვითმყოფადობის გადარჩენისათვის იბრძოდა.
The Georgian people fought not against Islam but against the Seljuks who were bent on conquering and uprooting Georgia. The people fought to preserve their originality that was at stake.
52475.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
დავით აღმაშენებელს, რომელიც აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველად, „მესიის მახვილად“ იწოდებოდა, მუსლიმების მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკა, ხოლო მუსლიმურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, რაც საშინაო და საგარეო ვითარებით იყო განპირობებული.
David the Builder, who was called the defender of Christianity in the East or the "Sword of the Messiah", pursued a tolerant policy in relation to the Muslims, maintaining close contacts with the Muslim word, as dictated by the home and foreign situation.
52476.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ამდენად, ფეოდალური საქართველოსა და ჯვაროსნების კავშირი დროებითი, გარკვეული პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული.
Therefore, the alliance between feudal Georgia and the crusaders was due to a temporary political situation.
52477.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
რა ვითარებაა ჯვაროსნებთან იერუსალიმის აღების შემდგომ?
What was the situation with the crusaders following the taking of Jerusalem?
52478.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
იერუსალიმი და მისი მიმდებარე ოცამდე ქალაქი და სოფელი შეადგენდა სამეფოს, რომელსაც თავისი მეფე – გოტფრიდი ჰყავდა.
Jerusalem, with up to twenty adjoining towns and villages, constituted a kingdom with King Godfrey at its head.
52479.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
პილიგრიმებს წმინდა ადგილების ხიბლი და საკუთრების სიკეთე იზიდავდა.
The pilgrims were attracted by the charm of the Holy places and property.
52480.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
იმდროინდელი კანონების მიხედვით, პიროვნება, რომელიც ერთი წელი და ერთი დღე ცხოვრობდა ამა თუ იმ სახლში (წინათ რომ მუსლიმს ეკუთვნოდა) და ფლობდა გარკვეულ მიწის ნაკვეთს, მათი მესაკუთრე ხდებოდა.
According to the laws of the time, a person who lived for one year and one day in this or that house (that had earlier belonged to a Muslim) and owned a certain plot of land became an owner of these.