მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525401.
ბიოლოგია | თავი XVII
ფუძეთა თანამიმდევრობა აგ, მაგალითად შეიძლება აღნიშნავდეს ერთ ამინომჟავას, ხოლო გთ - მეორეს.
The base sequence AG, for example, could specify one amino acid, and GT could specify another.
525402.
ბიოლოგია | თავი XVII
რადგანაც გვაქვს ოთხი ფუძე, ეს მოგვცემდა 16 (ანუ 42) შესაძლო ვარიანტს, რაც კვლავ არ არის საკმარისი 20- ვე ამინომჟავას კოდირებისათვის.
Since there are four bases, this would give us 16 (that is, 42) possible arrangements-still not enough to code for all 20 amino acids.
525403.
ბიოლოგია | თავი XVII
ნუკლეოტიდურ ფუძეთა ტრიპლეტები არის მუდმივი სიგრძის უმცირესი ერთეულები, რომელთაც შეუძლიათ ყველა ამინომჟავას კოდირება.
Triplets of nucleotide bases are the smallest units of uniform length that can code for all the amino acids.
525404.
ბიოლოგია | თავი XVII
თუ სამი თანამიმდევარი ფუძის თითოეული განლაგება განსაზღვრავს ამინომჟავას, შეიძლება არსებობდეს 64 (ანუ 43) შესაძლო კოდური სიტყვა - საკმარისზე მეტი ყველა ამინომჟავას კოდირებისათვის.
If each arrangement of three consecutive bases specifies an amino acid, there can be 64 (that is, 43) possible code words-more than enough to specify all the amino acids.
525405.
ბიოლოგია | თავი XVII
ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ გენიდან ცილამდე ინფორმაციის გადატანა ემყარება ტრიპლეტურ კოდს.
Experiments have verified that the flow of information from gene to protein is based on a triplet code.
525406.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიპეპტიდური ჯაჭვის შესახებ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია დნმ-ში ერთმანეთის არაგადამფარავი, სამ-ნუკლეოტიდიანი სიტყვების სერიის სახით.
The genetic instructions for a polypeptide chain are written in the DNA as a series of nonoverlapping, three-nucleotide words.
525407.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, ფუძეთა ტრიპლეტი აგთ განლაგებული დნმ-ის ჯაჭვზე გარკვეულ პოზიციაში, იწვევს ამინომჟავა სერინის ჩართვას წარმოსაქმნელი პოლიპეპტიდის შესაბამის პოზიციაში.
For example, the base triplet AGT at a particular position along a DNA strand results in the placement of the amino acid serine at the corresponding position of the polypeptide to be produced.
525408.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფციის პროცესში, გენი განსაზღვრავს ფუძეთა თანამიმდევრობას რნმ-ის მოლეკულის სიგრძის გასწვრივ.
During transcription, the gene determines the sequence of bases along the length of an mRNA molecule.
525409.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეული გენისათვის დნმ-ის ორი ჯაჭვიდან მხოლოდ ერთი ტრანსკრიბირდება.
For each gene, only one of the two DNA strands is transcribed.
525410.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ ჯაჭვს საყალიბო ჯაჭვი ეწოდება, რადგანაც ის წარმოადგენს რნმ-ის ტრანსკრიპტზე ნუკლეოტიდების თანამიმდევრობის განმაპირობებელ ყალიბს.
This strand is called the template strand because it provides the template for ordering the sequence of nucleotides in an RNA transcript.
525411.
ბიოლოგია | თავი XVII
მოცემული დნმ-ის ჯაჭვი შეიძლება იყოს დნმ-ის მოლეკულის გასწვრივ განლაგებული გარკვეული გენების საყალიბო ჯაჭვი.
A given DNA strand can be the template strand for some genes along a DNA molecule.
525412.
ბიოლოგია | თავი XVII
ხოლო სხვა უბნებში განლაგებული სხვა გენებისათვის საყალიბო ჯაჭვის ფუნქცია შესაძლოა, შეასრულოს კომპლემენტარულმა ჯაჭვმა.
While for other genes in other regions, the complementary strand may function as the template.
525413.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემული გენისათვის, რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს მისი ტრანსკრიბირება, ყალიბად ყოველთვის ერთი და იგივე ჯაჭვი გამოიყენება.
Note, however, that for a given gene, the same strand is used as the template every time it is transcribed.
525414.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ის მოლეკულა მისი დნმ ყალიბის მიმართ უფრო კომპლემენტარულია, ვიდრე იდენტური, რადგანაც ფუძეები რნმ-ში განლაგდება ყალიბთან ფუძეთა შეწყვილების წესების მიხედვით.
An mRNA molecule is complementary rather than identical to its DNA template because RNA bases are assembled on the template according to base-pairing rules.
525415.
ბიოლოგია | თავი XVII
მიღებული წყვილები დნმ-ის რეპლიკაციის დროს წარმოქმნილი წყვილების მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ უ, რომელიც რნმ-ში თ-ს ნაცვლადაა, უწყვილდება ა-ს და მრნმ-ის ნუკლეოტიდები დეზოქსირიბოზას ნაცვლად შეიცავენ რიბოზას.
The pairs are similar to those that form during DNA replication, except that U, the RNA substitute for T, pairs with A and the mRNA nucleotides contain ribose instead of deoxyribose.
525416.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის ახალი ჯაჭვის მსგავსად, რნმ-ის მოლეკულა სინთეზდება დნმ-ის საყალიბო ჯაჭვის მიმართ ანტიპარალელური მიმართულებით.
Like a new strand of DNA, the RNA molecule is synthesized in an antiparallel direction to the template strand of DNA.
525417.
ბიოლოგია | თავი XVII
რომ გაერკვეთ, რა იგულისხმება „ანტიპარალელურში“ და ნუკლეინის მჟავას ჯაჭვის 5’ და 3’ ბოლოებში.
To review what is meant by "antiparallel" and the 5' and 3' ends of a nucleic acid chain.
525418.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, ფუძეთა ტრიპლეტი აცც დნმ-ის ჯაჭვზე (ჩაწერილი, როგორც 3’-აცც- 5’) წარმოადგენს ყალიბს 5’-უგგ-3’ ტრიპლეტისათვის მრნმ-ის ჯაჭვზე.
For example, the base triplet ACC along the DNA (written as 3'-ACC-5') provides a template for 5'-UGG-3' in the mRNA molecule.
525419.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ის ფუძეთა ტრიპლეტებს კოდონებს უწოდებენ და ისინი ყოველთვის 5’ - 3’ მიმართულებით იწერება.
The mRNA base triplets are called codons, and they are customarily written in the 5' - 3' direction.
525420.
ბიოლოგია | თავი XVII
ჩვენს მაგალითში, უგგ არის კოდონი ამინომჟავა ტრიპტოფანისათვის (შემოკლებით თრპ).
In our example, UGG is the codon for the amino acid tryptophan (abbreviated Trp).