მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525641.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს მოვლენა იმიტომაა შესაძლებელი, რომ კოდონის მესამე ფუძისა და ტრნმ-ის ანტიკოდონის შესაბამისი ფუძის შეწყვილების წესები არ არის ისეთი მკაცრი, როგორც დნმ-ისა და მრნმ-ის კოდონებისათვის.
Such versatility is possible because the rules for base pairing between the third base of a codon and the corresponding base of a tRNA anticodon are not as strict as those for DNA and mRNA codons.
525642.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, ტრნმ-ის 5’ ბოლოზე მოთავსებული ფუძე უ შეიძლება შეუწყვილდეს მრნმ-ის კოდონის მესამე პოზიციაზე მყოფ (3’ ბოლოსთან) ა-ს ან გ-ს.
For example, the base U at the 5' end of a tRNA anticodon can pair with either A or G in the third position (at the 3' end) of an mRNA codon.
525643.
ბიოლოგია | თავი XVII
შეწყვილების წესების ასეთ შესუსტებას ქანაობა ეწოდება.
This relaxation of the base-pairing rules is called wobble.
525644.
ბიოლოგია | თავი XVII
ქანაობა ხსნის, რატომ შეიძლება, რომ მოცემული ამინომჟავას შესაბამისი სინონიმური კოდონები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ, ჩვეულებრივ, მესამე ფუძის მიხედვით, მაგრამ არა სხვა ფუძეებით.
Wobble explains why the synonymous codons for a given amino acid can differ in their third base, but usually not in their other bases.
525645.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომები, ცილის სინთეზის პროცესში, ტრნმ-ის ანტიკოდონების მრნმ-ის კოდონებთან სპეციფიკურ შეწყვილებას უწყობენ ხელს.
Ribosomes facilitate the specific coupling of tRNA anticodons with mRNA codons during protein synthesis.
525646.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომა საკმაოდ დიდია, რომ ელექტრონულ მიკროსკოპში გამოჩნდეს და ის ორი სუბერთეულისაგან - დიდი და პატარა სუბერთეულებისაგან - შედგება.
A ribosome, which is large enough to be seen with an electron microscope, is made up of two subunits, called the large and small subunits.
525647.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომული სუბერთეულები აგებულია ცილებისა და რნმ-ის მოლეკულებისაგან, რომელთაც რიბოსომული რნმ, ან რრნმ, ეწოდებათ.
The ribosomal subunits are constructed of proteins and RNA molecules named ribosomal RNA, or rRNA.
525648.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტებში, სუბერთეულები ბირთვაკში იქმნება.
In eukaryotes, the subunits are made in the nucleolus.
525649.
ბიოლოგია | თავი XVII
ქრომოსომურ დნმ-ზე არსებული რიბოსომული რნმ-ის გენები ტრანსკრიბირდება, რნმ განიცდის პროცესინგს და აიწყობა ციტოპლაზმიდან შემოტანილ ცილებთან ერთად.
Ribosomal RNA genes on the chromosomal DNA are transcribed, and the RNA is processed and assembled with proteins imported from the cytoplasm.
525650.
ბიოლოგია | თავი XVII
შედეგად მიღებული რიბოსომული სუბერთეულები ბირთვის ფორების გავლით გადადიან ციტოპლაზმაში.
The resulting ribosomal subunits are then exported via nuclear pores to the cytoplasm.
525651.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტებსა და ევკარიოტებშიც, დიდი და პატარა სუბერთეულები ფუნქციონალური რიბოსომის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ მრნმ-ის მოლეკულასთან დაკავშირების შემდეგ ერთდება.
In both prokaryotes and eukaryotes, large and small subunits join to form a functional ribosome only when they attach to an mRNA molecule.
525652.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომის მასის დაახლოებით ორი მესამედი რრნმ-ია.
About two-thirds of the mass of a ribosome is rRNA.
525653.
ბიოლოგია | თავი XVII
რადგანაც უჯრედების უმეტესობაში ათასობით რიბოსომაა, რრნმ რნმ-ის ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს.
Because most cells contain thousands of ribosomes, rRNA is the most abundant type of RNA.
525654.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტებისა და ევკარიოტების რიბოსომები ძალიან მსგავსია სტრუქტურისა და ფუნქციების მიხედვით.
Although the ribosomes of prokaryotes and eukaryotes are very similar in structure and function.
525655.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა, ევკარიოტებში რიბოსომები ოდნავ დიდია და პროკარიოტების რიბოსომებისაგან გარკვეულწილად განსხვავდება მოლეკულური შემადგენლობით.
Those of eukaryotes are slightly larger and differ somewhat from prokaryotic ribosomes in their molecular composition.
525656.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს განსხვავებები სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
The differences are medically significant.
525657.
ბიოლოგია | თავი XVII
გარკვეულ ანტიბიოტიკურ წამლებს შეუძლიათ პროკარიოტული რიბოსომების ინაქტივირება, ევკარიოტული რიბოსომების მიერ ცილის სინთეზის უნარის ინჰიბირების გარეშე.
Certain antibiotic drugs can inactivate prokaryotic ribosomes without inhibiting the ability of eukaryotic ribosomes to make proteins.
525658.
ბიოლოგია | თავი XVII
ასეთი წამლები, მათ შორის ტეტრაციკლინი და სტრეპტომიცინი, ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენება.
These drugs, including tetracycline and streptomycin, are used to combat bacterial infections.
525659.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომების სტრუქტურა ასახავს მის ფუნქციას, რომ ერთმანეთთან „მიიყვანოს“ მრნმ და ამინომჟავების მატარებელი ტრნმ-ები.
The structure of a ribosome reflects its function of bringing mRNA together with amino acid-bearing tRNAs.
525660.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ის დაკავშირების საიტის გარდა, თითოეულ რიბოსომას აქვს ტრნმ-თან დაკავშირების სამი საიტი.
In addition to a binding site for mRNA, each ribosome has three binding sites for tRNA.