მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525601.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის პროცესში, უჯრედი თარგმნის გენეტიკურ მესიჯს და ამის მიხედვით აშენებს პოლიპეპტიდს.
In the process of translation, a cell interprets a genetic message and builds a polypeptide accordingly.
525602.
ბიოლოგია | თავი XVII
მესიჯი არის მრნმ-ის მოლეკულის გასწვრივ განლაგებული კოდონების წყება, ხოლო მთარგმნელს ტრანსპორტული რნმ (ტრნმ) ეწოდება.
The message is a series of codons along an mRNA molecule, and the interpreter is called transfer RNA (tRNA).
525603.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ-ის ფუნქციაა ამინომჟავების გადატანა ამინომჟავების ციტოპლაზმური აუზიდან რიბოსომებთან.
The function of tRNA is to transfer amino acids from the cytoplasmic pool of amino acids to a ribosome.
525604.
ბიოლოგია | თავი XVII
უჯრედი ციტოპლაზმას ყოველთვის ამარაგებს ოცივე ამინომჟავათი, სხვა ნაერთებისაგან მათი სინთეზის ან გარემომცველი ხსნარიდან შთანთქმის გზით.
A cell keeps its cytoplasm stocked with all 20 amino acids, either by synthesizing them from other compounds or by taking them up from the surrounding solution.
525605.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომა პოლიპეპტიდური ჯაჭვის მზარდ ბოლოს ამატებს ტრნმ-ის მიერ მასთან მიტანილ ყოველ ამინომჟავას.
The ribosome adds each amino acid brought to it by tRNA to the growing end of a polypeptide chain.
525606.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ-ის მოლეკულები იდენტურები არ არიან.
Molecules of tRNA are not all identical.
525607.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური მესიჯის სპეციფიკურ ამინომჟავურ თანამიმდევრობაში ტრანსლირების გასაღები ის არის, რომ თითოეული ტიპის ტრნმ-ის მოლეკულა მრნმ-ის განსაზღვრულ კოდონს გადათარგმნის განსაზღვრულ ამინომჟავაში.
The key to translating a genetic message into a specific amino acid sequence is that each type of tRNA molecule translates a particular mRNA codon into a particular amino acid.
525608.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომასთან მოსულ ტრნმ-ის მოლეკულას ერთ ბოლოსთან სპეციფიკური ამინომჟავა აქვს დაკავშირებული.
As a tRNA molecule arrives at a ribosome, it bears a specific amino acid at one end.
525609.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ-ის მეორე ბოლოზე არის ნუკლეოტიდური ტრიპლეტი, რომელსაც ანტიკოდონი ეწოდება და რომელიც ფუძეთა შეწყვილების საშუალებით უკავშირდება კომპლემენტარულ კოდონს მრნმ-ზე.
At the other end of the tRNA is a nucleotide triplet called an anticodon, which base-pairs with a complementary codon on mRNA.
525610.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, წარმოიდგინეთ მრნმ-ის კოდონი უუუ, რაც შეესაბამება ამინომჟავა ფენილალანინს.
For example, consider the mRNA codon UUU, which is translated as the amino acid phenylalanine.
525611.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ-ს, რომელიც ფუძეთა შეწყვილების საშუალებით წყალბადურ ბმებს წარმოქმნის ამ კოდონთან, ანტიკოდონის სახით აქვს ააა და თავის მეორე ბოლოთი ფენილალანინს ატარებს.
The tRNA that base-pairs with this codon by hydrogen bonding has AAA as its anticodon and carries phenylalanine at its other end.
525612.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ის მოლეკულის გადაადგილებისას რიბოსომაში, ფენილალანინი დაემატება პოლიპეპტიდურ ჯაჭვს ყველა შემთხვევაში, როდესაც კოდონი უუუ იქნება წარმოდგენილი ტრანსლაციისათვის.
As an mRNA molecule is moved through a ribosome, phenylalanine will be added to the polypeptide chain whenever the codon UUU is presented for translation.
525613.
ბიოლოგია | თავი XVII
ასე, კოდონი კოდონის შემდეგ ხდება გენეტიკური მესიჯის ტრანსლაცია, რამეთუ ტრნმ-ებს მოაქვთ ამინომჟავები განსაზღვრული რიგის მიხედვით, ხოლო რიბოსომა აერთებს ამინომჟავებს პოლიპეპტიდურ ჯაჭვში.
Codon by codon, the genetic message is translated as tRNAs deposit amino acids in the order prescribed, and the ribosome joins the amino acids into a chain.
525614.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ-ის მოლეკულა წარმოადგენს მთარგმნელს, რადგანაც მას შეუძლია, წაიკითხოს ნუკლეინის მჟავას სიტყვა (მრნმ-ის კოდონი) და გადათარგმნოს ის ცილის სიტყვაში (ამინომჟავა).
The tRNA molecule is a translator because it can read a nucleic acid word (the mRNA codon) and interpret it as a protein word (the amino acid).
525615.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის პროცესი მარტივია პრინციპში, მაგრამ მისი ბიოქიმია და მექანიკა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ევკარიოტულ უჯრედში.
Translation is simple in principle but complex in its biochemistry and mechanics, especially in the eukaryotic cell.
525616.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის განხილვისას, ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ პროცესის შედარებით ნაკლებად რთულ ვერსიაზე, რასაც პროკარიოტებში აქვს ადგილი.
In dissecting translation, we'll concentrate on the slightly less complicated version of the process that occurs in prokaryotes.
525617.
ბიოლოგია | თავი XVII
მოდით, თავდაპირველად განვიხილოთ ამ უჯრედული მოქმედების მთავარი გმირები და შემდეგ ვნახოთ, როგორ მოქმედებენ ისინი ერთობლივად პოლიპეპტიდის შესაქმნელად.
Let's first look at some of the major players in this cellular drama, then see how they act together to make a polypeptide.
525618.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსპორტული რნმ-ის სტრუქტურა და ფუნქცია.
The Structure and Function of Transfer RNA.
525619.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ისა და უჯრედული რნმ-ის სხვა ტიპების მსგავსად, ტრანსპორტული რნმ-ის მოლეკულები ტრანსკრიბირდებიან დნმ-ის ყალიბებიდან.
Like mRNA and other types of cellular RNA, transfer RNA molecules are transcribed from DNA templates.
525620.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტულ უჯრედში, ტრნმ, მრნმ-ის მსგავსად, სინთეზდება ბირთვში და შემდგომ უნდა გადაადგილდეს ბირთვიდან ციტოპლაზმაში, სადაც ხორციელდება ტრანსლაცია.
In a eukaryotic cell, tRNA, like mRNA, is made in the nucleus and must travel from the nucleus to the cytoplasm, where translation occurs.