მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525621.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტულ და ევკარიოტულ უჯრედებშიც, ტრნმ-ის თითოეული მოლეკულა მრავალჯერადად გამოიყენება, მიიერთებს რა მისთვის განსაზღვრულ ამინომჟავას ციტოზოლში, მიიტანს ამ ტვირთს რიბოსომასთან და შემდეგ ტოვებს რიბოსომას, რომ მიიერთოს ახალი ამინომჟავა.
In both prokaryotic and eukaryotic cells, each tRNA molecule is used repeatedly, picking up its designated amino acid in the cytosol, depositing this cargo at the ribosome, and then leaving the ribosome to pick up another amino acid.
525622.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც სურათ 17.14-ზეა ილუსტრირებული, ტრნმ-ის მოლეკულა შედგება რნმ-ის ერთი ჯაჭვისაგან, რომელიც, დაახლოებით, მხოლოდ 80 ნუკლეოტიდის სიგრძისაა (როდესაც მრნმ-ის მოლეკულების უმეტესობა ასეულობით ნუკლეოტიდს შეიცავს).
As illustrated in Figure 17.14, a tRNA molecule consists of a single RNA strand that is only about 80 nucleotides long (compared to hundreds of nucleotides for most mRNA molecules).
525623.
ბიოლოგია | თავი XVII
ფუძეების კომპლემენტარული მონაკვეთების არსებობის გამო, რომელთაც წყალბადური ბმებით შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ეს ერთი ჯაჭვი შესაძლოა, გადაიკეცოს და წარმოიქმნება სამგანზომილებიანი სტრუქტურის მქონე მოლეკულა.
Because of the presence of complementary stretches of bases that can hydrogen-bond to each other, this single strand can fold back upon itself, forming a molecule with a three-dimensional structure.
525624.
ბიოლოგია | თავი XVII
არსებული შეწყვილებული ფუძეების გამოსავლენად, ტრნმ-ის მოლეკულას ერთ სიბრტყეში თუ განვიხილავთ, ის სამყურას ფოთოლს ჰგავს.
Flattened into one plane to reveal this base pairing, a tRNA molecule looks like a cloverleaf.
525625.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ იხვევა და იკეცება კომპაქტურ სამგანზომილებიან სტრუქტურად, რომელსაც დაახლოებით L-ის ფორმა აქვს.
The tRNA actually twists and folds into a compact three-dimensional structure that is roughly L-shaped.
525626.
ბიოლოგია | თავი XVII
L-ის ერთ ბოლოზე არსებული მარყუჟი შეიცავს ანტიკოდონს, ფუძეთა ტრიპლეტს, რომელიც უკავშირდება მრნმ-ის სპეციფიკურ კოდონს.
The loop protruding from one end of the L includes the anticodon, the special base triplet that binds to a specific mRNA codon.
525627.
ბიოლოგია | თავი XVII
L-ფორმის ტრნმ-ის მოლეკულის მეორე ბოლოდან გამოშვერილია მისი 3’ ბოლო, რომელიც წარმოადგენს ამინომჟავას დაკავშირების საიტს.
From the other end of the L-shaped tRNA molecule protrudes its 3' end, which is the attachment site for an amino acid.
525628.
ბიოლოგია | თავი XVII
ამგვარად, ტრნმ-ის სტრუქტურა მის ფუნქციას შეესაბამება.
Thus, the structure of a tRNA molecule fits its function.
525629.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური მესიჯის სწორად ტრანსლირებისათვის საჭიროა ამოცნობის ორი საფეხური.
The accurate translation of a genetic message requires two recognition steps.
525630.
ბიოლოგია | თავი XVII
პირველი, სწორად უნდა დაწყვილდნენ ტრნმ და ამინომჟავა.
First, there must be a correct match between a tRNA and an amino acid.
525631.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრნმ-ს, რომელიც უკავშირდება განსაზღვრული ამინომჟავას შესაბამის მრნმ-ის კოდონს, რიბოსომასთან უნდა მიჰქონდეს მხოლოდ ეს ამინომჟავა.
A tRNA that binds to an mRNA codon specifying a particular amino acid must carry only that amino acid to the ribosome.
525632.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეულ ამინომჟავას შესაბამის ტრნმ-თან აკავშირებს სპეციფიკური ფერმენტი ამინოაცილ-ტრნმსინთეზატა.
Each amino acid is joined to the correct tRNA by a specific enzyme called an aminoacyl-tRNA synthetase.
525633.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეული ტიპის ამინოაცილტრნმსინთეზატას აქტიური საიტი შეესაბამება მხოლოდ ამინომჟავასა და ტრნმ-ის სპეციფიკურ კომბინაციას.
The active site of each type of aminoacyl-tRNA synthetase fits only a specific combination of amino acid and tRNA.
525634.
ბიოლოგია | თავი XVII
არსებობს 20 სხვადასხვა სინთეზატა, ყოველი ამინომჟავასათვის თითო.
There are 20 different synthetases, one for each amino acid.
525635.
ბიოლოგია | თავი XVII
ყოველ სინთეზატას შეუძლია, დაუკავშირდეს მისთვის სპეციფიკური ამინომჟავას მაკოდირებელ ყველა სხვადასხვა ტრნმ-ს.
Each synthetase is able to bind all the different tRNAs that code for its specific amino acid.
525636.
ბიოლოგია | თავი XVII
სინთეზატა აკატალიზებს ტრნმ-თან ამინომჟავას კოვალენტურ დაკავშირებას ატფ-ის ჰიდროლიზით წარმართულ პროცესში.
The synthetase catalyzes the covalent attachment of the amino acid to its tRNA in a process driven by the hydrolysis of ATP.
525637.
ბიოლოგია | თავი XVII
შედეგად მიღებული ამინოაცილ-ტრნმ, რომელსაც გააქტიურებულ ამინომჟავასაც უწოდებენ, გამოთავისუფლდება ფერმენტისაგან და გადაიტანს თავის ამინომჟავას რიბოსომაზე, მზარდ პოლიპეპტიდურ ჯაჭვზე.
The resulting aminoacyl tRNA, also called an activated amino acid, is released from the enzyme and delivers its amino acid to a growing polypeptide chain on a ribosome.
525638.
ბიოლოგია | თავი XVII
ამოცნობის მეორე საფეხურს წარმოადგენს ტრნმ-ის ანტიკოდონსა და მრნმ-ის კოდონს შორის სწორი შეწყვილება.
The second recognition step involves a correct match between the tRNA anticodon and an mRNA codon.
525639.
ბიოლოგია | თავი XVII
ამინომჟავების შესაბამისი თითოეული მრნმ-ის კოდონისათვის თითო ტრნმ რომ არსებობდეს, ტრნმ-ების რაოდენობა 61 უნდა იყოს.
If one tRNA variety existed for each of the mRNA codons that specifies an amino acid, there would be 61 tRNAs.
525640.
ბიოლოგია | თავი XVII
სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ 45 ტრნმ, რაც მიუთითებს, რომ ზოგიერთ ტრნმ-ს ერთზე მეტ კოდონთან დაკავშირება უნდა შეეძლოს.
In fact, there are only about 45, signifying that some tRNAs must be able to bind to more than one codon.