მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525721.
ბიოლოგია | თავი XVII
გარკვეული ამინომჟავები განიცდიან ქიმიურ მოდიფიკაციებს შაქრების, ლიპიდების, ფოსფატის ჯგუფებისა ან სხვა დანამატების მიერთებით.
Certain amino acids may be chemically modified by the attachment of sugars, lipids, phosphate groups, or other additions.
525722.
ბიოლოგია | თავი XVII
ფერმენტებმა შესაძლოა, ერთი ან მეტი ამინომჟავა მოაშორონ პოლიპეპტიდური ჯაჭვის ამინობოლოს.
Enzymes may remove one or more amino acids from the leading (amino) end of the polypeptide chain.
525723.
ბიოლოგია | თავი XVII
ზოგ შემთხვევაში, ერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვი, შესაძლოა, ფერმენტულად ორ ან მეტ ნაწილად გაიხლიჩოს.
In some cases, a single polypeptide chain may be enzymatically cleaved into two or more pieces.
525724.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, ცილა ინსულინი თავდაპირველად ერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვის სახით სინთეზდება, მაგრამ აქტიური მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ფერმენტი ჯაჭვის ცენტრალურ ნაწილს ამოჭრის და ცილა ორი, ერთმანეთთან დისულფიდური ხიდაკებით დაკავშირებული პოლიპეპტიდური ჯაჭვებისაგან შედგენილი რჩება.
For example, the protein insulin is first synthesized as a single polypeptide chain but becomes active only after an enzyme cuts out a central part of the chain, leaving a protein made up of two polypeptide chains connected by disulfide bridges.
525725.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვა შემთხვევებში, დამოუკიდებლად დასინთეზებული ორი ან მეტი პოლიპეპტიდები, შესაძლოა, შეერთდეს და მეოთხეული სტრუქტურის მქონე ცილის სუბერთეულებად იქცეს.
In other cases, two or more polypeptides that are synthesized separately may come together, becoming the subunits of a protein that has quaternary structure.
525726.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიპეპტიდების მიზანმიმართული გადატანა სპეციფიკური ადგილებისაკენ.
Targeting Polypeptides to Specific Locations.
525727.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილის სინთეზში აქტიური ევკარიოტული უჯრედების ელექტრონულ მიკროფოტოგრაფიებზე ჩანს რიბოსომების (და პოლირიბოსომების) ორი პოპულაცია: თავისუფალი და დაკავშირებული (ბმული).
In electron micrographs of eukaryotic cells active in protein synthesis, two populations of ribosomes (and polyribosomes) are evident: free and bound.
525728.
ბიოლოგია | თავი XVII
თავისუფალი რიბოსომები ციტოზოლშია გაბნეული და უმეტესად ასინთეზებენ ცილებს, რომლებიც იხსნება ციტოზოლში და აქვე ფუნქციონირებს.
Free ribosomes are suspended in the cytosol and mostly synthesize proteins that dissolve in the cytosol and function there.
525729.
ბიოლოგია | თავი XVII
ამის საპირისპიროდ, ბმული რიბოსომები დაკავშირებული არიან ენდოპლაზმური ბადის (ებ) ციტოზოლურ მხარესთან ან ბირთვის გარსთან.
In contrast, bound ribosomes are attached to the cytosolic side of the endoplasmic reticulum (ER), or to the nuclear envelope.
525730.
ბიოლოგია | თავი XVII
დაკავშირებული რიბოსომები ასინთეზებენ ენდომემბრანული სისტემის ცილებს და ასევე ცილებს, რომლებიც უნდა გამოიყოს უჯრედიდან, როგორიცაა ინსულინი.
Bound ribosomes make proteins of the endomembrane system as well as proteins secreted from the cell, such as insulin.
525731.
ბიოლოგია | თავი XVII
ბირთვის გარსი, ებ, გოლჯის აპარატი, ლიზოსომები, ვაკუოლები და პლაზმური მემბრანა.
The nuclear envelope, ER, Golgi apparatus, lysosomes, vacuoles, and plasma membrane.
525732.
ბიოლოგია | თავი XVII
თავისთავად, რიბოსომები იდენტურია და შეუძლიათ სტატუსის შეცვლა თავისუფლიდან ბმულისაკენ.
The ribosomes themselves are identical and can switch their status from free to bound.
525733.
ბიოლოგია | თავი XVII
რა განსაზღვრავს, ნებისმიერ კონკრეტულ დროს რიბოსომა თავისუფალი იქნება ციტოზოლში, თუ ხორკლიან ებ-სთან იქნება ბმული?
What determines whether a ribosome will be free in the cytosol or bound to rough ER at any particular time?
525734.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიპეპტიდის სინთეზი ყოველთვის ციტოზოლში იწყება, სადაც თავისუფალი რიბოსომა მრნმ-ის მოლეკულის ტრანსლაციას იწყებს.
Polypeptide synthesis always begins in the cytosol, when a free ribosome starts to translate an mRNA molecule.
525735.
ბიოლოგია | თავი XVII
პროცესი აქვე დასრულდება, თუ მზარდი პოლიპეპტიდი თავად არ უკარნახებს რიბოსომას, დაუკავშირდეს ებ-ს.
There the process continues to completion-unless the growing polypeptide itself cues the ribosome to attach to the ER.
525736.
ბიოლოგია | თავი XVII
ენდომემბრანული სისტემის ან სეკრეციისათვის გამიზნული ცილების პოლიპეპტიდები მონიშნულია სასიგნალო პეპტიდით, რომელიც მიმართავს ცილას ებ-საკენ.
The polypeptides of proteins destined for the endomembrane system or for secretion are marked by a signal peptide, which targets the protein to the ER.
525737.
ბიოლოგია | თავი XVII
სასიგნალო პეპტიდი, დაახლოებით 20 ამინომჟავასაგან შედგენილი თანამიმდევრობა, განლაგებულია პოლიპეპტიდის წამყვან (ამინო) ბოლოში, ან მის სიახლოვეს, და რიბოსომიდან მის გამოსვლისთანავე ამოიცნობა ცილა-რნმ-ული კომპლექსის, სახელწოდებით - სიგნალის ამომცნობი ნაწილაკის, მიერ.
The signal peptide, a sequence of about 20 amino acids at or near the leading (amino) end of the polypeptide, is recognized as it emerges from the ribosome by a protein- RNA complex called a signal-recognition particle (SRP).
525738.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს ნაწილაკი მოქმედებს, როგორც ადაპტორი, რომელსაც მიაქვს რიბოსომა ებ-ის მემბრანაში ჩაშენებულ რეცეპტორულ ცილასთან.
This particle functions as an adapter that brings the ribosome to a receptor protein built into the ER membrane.
525739.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს რეცეპტორი წარმოადგენს მულტიცილოვანი ტრანსლოკაციური კომპლექსის ნაწილს.
This receptor is part of a multiprotein translocation complex.
525740.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიპეპტიდის სინთეზი აქ გრძელდება და მზარდი პოლიპეპტიდი ცილოვანი ფორის საშუალებით გაივლის მემბრანას და აღწევს ებ-ის ღრუში (ლუმენში).
Polypeptide synthesis continues there, and the growing polypeptide snakes across the membrane into the ER lumen via a protein pore.