მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525741.
ბიოლოგია | თავი XVII
სასიგნალო პეპტიდი, ჩვეულებრივ, ფერმენტულად მოშორდება პოლიპეპტიდს.
The signal peptide is usually removed by an enzyme.
525742.
ბიოლოგია | თავი XVII
დასრულებული პოლიპეპტიდის დანარჩენი ნაწილი, თუკი ის სეკრეტორული ცილა უნდა იყოს, გამოთავისუფლდება ებ-ის ღრუში არსებულ ხსნარში.
The rest of the completed polypeptide, if it is to be a secretory protein, is released into solution within the ER lumen (as in Figure 17.21).
525743.
ბიოლოგია | თავი XVII
და პირიქით, თუკი პოლიპეპტიდი მემბრანული ცილა უნდა იყოს, ის რჩება ებ-ის მემბრანაში ნაწილობრივ ჩაშენებული.
Alternatively, if the polypeptide is to be a membrane protein, it remains partially embedded in the ER membrane.
525744.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვა ტიპის სასიგნალო პეპტიდები გამოიყენება პოლიპეპტიდების მიზანმიმართულად გადასატანად მიტოქონდრიების, ქლოროპლასტების, ბირთვის შიგთავსისა და სხვა ორგანელებისაკენ, რომლებიც არ ეკუთვნიან ენდომემბრანულ სისტემას.
Other kinds of signal peptides are used to target polypeptides to mitochondria, chloroplasts, the interior of the nucleus, and other organelles that are not part of the endomembrane system.
525745.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ შემთხვევებში, მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ ტრანსლაცია ციტოზოლშივე მთავრდება და პოლიპეპტიდი შემდგომ იმპორტირდება ორგანელაში.
The critical difference in these cases is that translation is completed in the cytosol before the polypeptide is imported into the organelle.
525746.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლოკაციის მექანიზმები ასევე ვარირებს, მაგრამ ყველა აქამდე შესწავლილ შემთხვევაში, „საფოსტო ინდექსს“, რომელიც მიმართავს ცილებს სეკრეციისა თუ უჯრედული დისლოკაციისაკენ, რაიმე ტიპის სასიგნალო პეპტიდი წარმოადგენს.
The mechanisms of translocation also vary, but in all cases studied to date, the "zip codes" that address proteins for secretion or to cellular locations are signal peptides of some sort.
525747.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტები ასევე იყენებენ სასიგნალო თანამიმდევრობებს ცილების მიზანმიმართულად გადასატანად სეკრეციისათვის.
Prokaryotes also employ signal sequences to target proteins for secretion.
525748.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ მრავალ როლს ასრულებს უჯრედში: მიმოხილვა.
RNA plays multiple roles in the cell: a review.
525749.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, ცილის სინთეზის (და ებ-ისაკენ მიზანმიმართული გადატანის) უჯრედულ მანქანაში დომინირებდნენ სხვადასხვა ტიპის რნმ-ები.
As we have seen, the cellular machinery of protein synthesis (and ER targeting) is dominated by RNA of various kinds.
525750.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ის გარდა, აქ შედის ტრნმ, რრნმ და, ევკარიოტებში, მბრნმ და სან რნმ.
In addition to mRNA, these include tRNA, rRNA, and, in eukaryotes, snRNA and SRP RNA.
525751.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის კიდევ ერთი ტიპი - მცირე ბირთვაკული რნმ ხელს უწყობს პრერრნმ ტრანსკრიპტების პროცესინგს ბირთვაკში.
A type of RNA called small nucleolar RNA (snoRNA) aids in processing prerRNA transcripts in the nucleolus.
525752.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს პროცესი აუცილებელია რიბოსომის წარმოქმნისათვის.
A process necessary for ribosome formation.
525753.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის ამ მცირე მოლეკულებს მრავალფეროვანი ფუნქციები აქვთ: სტრუქტურულიდან ინფორმაციულამდე და კატალიზურამდე.
The diverse functions of these small RNA molecules range from structural to informational to catalytic.
525754.
ბიოლოგია | თავი XVII
თანამედროვე კვლევებმა ასევე გამოავლინა მცირე, ერთ- ან ორჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულების არსებობა, რომლებიც მოულოდნელად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გენების ექსპრესიის რეგულაციაში.
Recent research has also revealed the presence of small, singleand double-stranded RNA molecules that play unexpectedly important roles in regulating which genes get expressed.
525755.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ ტიპის რნმ-ებს უწოდებენ მცირე ინტერფერენციულ რნმ-ს (siRNA) და მიკრო-რნმ-ს (miRNA).
These types of RNA are called small interfering RNA (siRNA) and microRNA (miRNA).
525756.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის უნარი, შეასრულოს ამდენი განსხვავებული ფუნქცია, დამყარებულია მის სამ თვისებაზე.
The ability of RNA to perform so many different functions is based on three properties.
525757.
ბიოლოგია | თავი XVII
პირველი, რნმ-ს შეუძლია წყალბადური ბმებით დაუკავშირდეს სხვა ნუკლეინის მჟავის მოლეკულებს (დნმ-ს ან რნმ-ს).
First, RNA can hydrogen-bond to other nucleic acid molecules (DNA or RNA).
525758.
ბიოლოგია | თავი XVII
მეორე, მას შეუძლია სპეციფიკური სამ-განზომილებიანი ფორმის მიღება, საკუთარი პოლინუკლეოტიდური ჯაჭვის სხვადასხვა ნაწილებს შორის წყალბადური ბმების წარმოქმნით (როგორც ტრნმ-შია).
Second, it can assume a specific three-dimensional shape by forming hydrogen bonds between bases in different parts of its own polynucleotide chain (as seen in tRNA).
525759.
ბიოლოგია | თავი XVII
მესამე, მას აქვს ფუნქციონალური ჯგუფები, რომელთა საშუალებით ის მოქმედებს კატალიზატორად (რიბოზიმები).
Third, it has functional groups that allow it to act as a catalyst (ribozyme).
525760.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს სამი თვისება რნმ-ს მულტიფუნქციონალურ ნაერთად აქცევს.
These three properties make RNA quite multifunctional.