მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525801.
ბიოლოგია | თავი XVII
ჩანაცვლებითი მუტაციები, ჩვეულებრივ, მისენს მუტაციებია.
Substitution mutations are usually missense mutations.
525802.
ბიოლოგია | თავი XVII
ანუ ამ შემთხვევაში სახეცვლილი კოდონი კვლავ კოდირებს ამინომჟავას და ამრიგად, აქვს მნიშვნელობა, თუმცა შესაძლებელია, ეს არ იყოს სწორი მნიშვნელობა.
That is, the altered codon still codes for an amino acid and thus makes sense, although not necessarily the right sense.
525803.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგრამ წერტილოვანმა მუტაციამ ასევე შეიძლება ამინომჟავას მაკოდირებელი კოდონი შეცვალოს სტოპ კოდონით.
But a point mutation can also change a codon for an amino acid into a stop codon.
525804.
ბიოლოგია | თავი XVII
ამას ეწოდება ნონსენს მუტაცია და ის იწვევს ტრანსლაციის ტერმინაციას დროზე ადრე.
This is called a nonsense mutation, and it causes translation to be terminated prematurely.
525805.
ბიოლოგია | თავი XVII
შედეგად ვიღებთ ნორმალური გენის მიერ კოდირებულ პოლიპეპტიდზე მოკლე პოლიპეპტიდს.
The resulting polypeptide will be shorter than the polypeptide encoded by the normal gene.
525806.
ბიოლოგია | თავი XVII
თითქმის ყველა ნონსენს მუტაციას არაფუნქციონალურ ცილამდე მივყავართ.
Nearly all nonsense mutations lead to nonfunctional proteins.
525807.
ბიოლოგია | თავი XVII
ჩამატებები და დელეციები.
Insertions and Deletions.
525808.
ბიოლოგია | თავი XVII
ჩამატებები და დელეციები არის გენში წყვილი ნუკლეოტიდების დამატება ან მოკლება.
Insertions and deletions are additions or losses of nucleotide pairs in a gene.
525809.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ მუტაციებს დამღუპველი ეფექტი უფრო ხშირადა აქვთ მისაღებ ცილაზე, ვიდრე ჩანაცვლებებს.
These mutations have a disastrous effect on the resulting protein more often than substitutions do.
525810.
ბიოლოგია | თავი XVII
რადგანაც მრნმ ტრანსლაციის პროცესში იკითხება ნუკლეოტიდთა ტრიპლეტების სერიების სახით, ნუკლეოტიდების ჩართვამ ან ამოვარდნამ, შესაძლოა, შეცვალოს გენეტიკური მესიჯის წაკითხვის ჩარჩო (ტრიპლეტთა დაჯგუფებები).
Because mRNA is read as a series of nucleotide triplets during translation, the insertion or deletion of nucleotides may alter the reading frame (triplet grouping) of the genetic message.
525811.
ბიოლოგია | თავი XVII
ასეთი მუტაცია, რომელსაც წანაცვლებული ჩარჩოს მუტაცია ეწოდება, ყველა იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც დამატებული ან მოკლებული ნუკლეოტიდების რიცხვი სამის ნამრავლი არ იქნება.
Such a mutation, called a frameshift mutation, will occur whenever the number of nucleotides inserted or deleted is not a multiple of three.
525812.
ბიოლოგია | თავი XVII
დელეციისა თუ ჩამატებიდან დაღმავალი მიმართულებით მყოფი ყველა ნუკლეოტიდი არასწორად დაჯგუფდება კოდონებად და შედეგად მივიღებთ უზარმაზარ მისენსს, რომელიც ადრე თუ გვიან ნონსენსითა და, შესაბამისად, ადრეული ტერმინაციით დასრულდება.
All the nucleotides that are downstream of the deletion or insertion will be improperly grouped into codons, and the result will be extensive missense probably ending sooner or later in nonsense and premature termination.
525813.
ბიოლოგია | თავი XVII
თუკი წანაცვლებული ჩარჩო ძალიან ახლოს არ არის გენის ბოლოსთან, ის გამოიწვევს ცილის წარმოქმნას, რომელიც, ფაქტობრივად, აუცილებლად არაფუნქციონალური იქნება.
Unless the frameshift is very near the end of the gene, it will produce a protein that is almost certain to be nonfunctional.
525814.
ბიოლოგია | თავი XVII
მუტაციები სხვადასხვა გზით შეიძლება წარმოიქმნას.
Mutations can arise in a number of ways.
525815.
ბიოლოგია | თავი XVII
შეცდომებმა დნმ-ის რეპლიკაციის, რეპარაციის ან რეკომბინაციის განმავლობაში, შესაძლოა, მიგვიყვანოს წყვილი ფუძის ჩანაცვლებების, ჩამატებების ან დელეციების წარმოქმნამდე, ისევე როგორც დნმ-ის უფრო გრძელ მონაკვეთებზე მოქმედ მუტაციებამდე.
Errors during DNA replication, repair, or recombination can lead to base-pair substitutions, insertions, or deletions, as well as to mutations affecting longer stretches of DNA.
525816.
ბიოლოგია | თავი XVII
ასეთი შეცდომებით გამოწვეულ მუტაციებს სპონტანური მუტაციები ეწოდება.
Mutations resulting from such errors are called spontaneous mutations.
525817.
ბიოლოგია | თავი XVII
რთულია ასეთი მუტაციების წარმოქმნის სიხშირის გარკვევა.
It is difficult to calculate the rate at which such mutations occur.
525818.
ბიოლოგია | თავი XVII
უხეში გამოთვლებით, E.coli-სა და ევკარიოტებისათვის მუტაციების სიხშირე დნმ-ის რეპლიკაციის დროს ერთნაირია.
Rough estimates have been made of the rate of mutation during DNA replication for both E. coli and eukaryotes, and the numbers are similar.
525819.
ბიოლოგია | თავი XVII
დაახლოებით 1 ნუკლეოტიდი ყოველ 1010 -დან იცვლება და გადაეცემა უჯრედების შემდგომ თაობას.
About 1 nucleotide in every 1010 is altered and passed on to the next generation of cells.
525820.
ბიოლოგია | თავი XVII
მთელი რიგი ფიზიკური და ქიმიური აგენტები, რომელთაც მუტაგენები ეწოდება, ურთიერთქმედებენ დნმ-თან და იწვევენ მუტაციებს.
A number of physical and chemical agents, called mutagens, interact with DNA in ways that cause mutations.