მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525861.
ბიოლოგია | თავი XVIII
სწორედ ვირუსებსა და ბაქტერიებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან იქნა მიღებული მტკიცებულებათა უმეტესობა, რომ გენები დნმ-ისაგან შედგება.
Experiments with viruses and bacteria provided most of the evidence that genes are made of DNA.
525862.
ბიოლოგია | თავი XVIII
დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის ფერმენტული პროცესების მოლეკულური მექანიზმების განსაზღვრაში კრიტიკული როლი ასევე ამგვარმა ექსპერიმენტებმა შეასრულეს.
They were critical in working out the molecular mechanisms of the fundamental processes of DNA replication, transcription, and translation.
525863.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოდელური სისტემების ფასეული როლის გარდა, ვირუსებსა და ბაქტერიებს უნიკალური გენეტიკური მექანიზმები ახასიათებთ, რაც თავის მხრივ ძალიან საინტერესოა.
Beyond their value as model systems, viruses and bacteria have unique genetic mechanisms that are interesting in their own right.
525864.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ სპეციალიზებული მექანიზმების გარკვევა დაგვეხმარება იმის ახსნაში, თუ როგორ იწვევენ ვირუსები და ბაქტერიები დაავადებებს.
These specialized mechanisms have important applications for understanding how viruses and bacteria cause disease.
525865.
ბიოლოგია | თავი XVIII
გარდა ამისა, სწორედ მიკრობების კვლევის შედეგად შემუშავდა გენებით მანიპულირებისა და მათი ერთი ორგანიზმიდან მეორეში გადატანის ტექნიკა.
In addition, techniques enabling scientists to manipulate genes and transfer them from one organism to another have emerged from the study of microbes.
525866.
ბიოლოგია | თავი XVIII
რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ფუნდამენტურ მეცნიერებებზე, ისე ბიოტექნოლოგიაზეც.
These techniques are having an important impact on both basic research and biotechnology.
525867.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ თავში, ჩვენ გავეცნობით ვირუსებისა და ბაქტერიების გენეტიკას.
In this chapter, we explore the genetics of viruses and bacteria.
525868.
ბიოლოგია | თავი XVIII
გაიხსენეთ, რომ ბაქტერიები წარმოადგენენ პროკარიოტებს, რომელთაც ბევრად უფრო პატარა და მარტივი ორგანიზაციის მქონე უჯრედები აქვთ, ვიდრე ევკარიოტებს, როგორიც არიან მცენარეები და ცხოველები.
Recall that bacteria are prokaryotes, with cells much smaller and more simply organized than those of eukaryotes, such as plants and animals.
525869.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსები კიდევ უფრო მცირე ზომისა და მარტივი აგებულებისაა.
Viruses are smaller and simpler still.
525870.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსებს არ გააჩნიათ უჯრედში ნანახი სტრუქტურები და მეტაბოლური მანქანები და მათი უმეტესობა ზომით ოდნავ აღემატება ცილოვან გარსში მოთავსებულ გენებს.
Lacking the structures and metabolic machinery found in cells, most viruses are little more than genes packaged in protein coats.
525871.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩვენ ვიწყებთ გენეტიკურ სისტემებში ამ ყველაზე მარტივი სისტემის სტრუქტურისა და მათი, როგორც დაავადების გამომწვევი აგენტების, ანუ პათოგენების, როლის შესწავლით.
We will begin with the structure of these simplest of all genetic systems and their role as disease-causing agents, or pathogens.
525872.
ბიოლოგია | თავი XVIII
შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ ბაქტერიების გენეტიკასა და მათი გენების ექსპრესიის რეგულაციას.
Then we will discuss the genetics of bacteria and regulation of their gene expression.
525873.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსს აქვს გენომი, მაგრამ რეპროდუცირება მხოლოდ მასპინძელ უჯრედში შეუძლია.
A virus has a genome but can reproduce only within a host cell.
525874.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეცნიერებმა შეძლეს, არაპირდაპირი გზით აღმოეჩინათ ვირუსები ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რეალურად მოახერხებდნენ მათ დანახვას.
Scientists were able to detect viruses indirectly long before they were actually able to see them.
525875.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების აღმოჩენის ისტორია მე- 19 საუკუნის ბოლოს იწყება.
The story of how viruses were discovered begins near the end of the 19th century.
525876.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების აღმოჩენა: მეცნიერული კვლევა.
The Discovery of Viruses: Scientific Inquiry.
525877.
ბიოლოგია | თავი XVIII
თამბაქოს მოზაიკის დაავადება აფერხებს თამბაქოს მცენარის ზრდას და მის ფოთლებს დაწინწკლულ, ანუ მოზაიკურ, შეფერვას ანიჭებს.
Tobacco mosaic disease stunts the growth of tobacco plants and gives their leaves a mottled, or mosaic, coloration.
525878.
ბიოლოგია | თავი XVIII
1883 წელს, ადოლფ მაიერმა, გერმანელმა მეცნიერმა, აღმოაჩინა, რომ შეეძლო დაავადების გადატანა მცენარიდან მცენარეზე, დაავადებული ფოთლებიდან მიღებული წვენის ჯანმრთელ მცენარეზე წასმის შედეგად.
In 1883, Adolf Mayer, a German scientist, discovered that he could transmit the disease from plant to plant by rubbing sap extracted from diseased leaves onto healthy plants.
525879.
ბიოლოგია | თავი XVIII
წვენში ინფექციის გამომწვევი მიკრობის წარუმატებელი ძებნის შემდეგ, მაიერმა დაასკვნა, რომ დაავადებას იწვევს უჩვეულოდ მცირე ბაქტერია, რომლის დანახვა მიკროსკოპით შეუძლებელია.
After an unsuccessful search for an infectious microbe in the sap, Mayer concluded that the disease was caused by unusually small bacteria that could not be seen with the microscope.
525880.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ჰიპოთეზა ათწლეულის შემდეგ შეამოწმა რუსმა დიმიტრი ივანოვსკიმ, რომელმაც ინფიცირებული თამბაქოს ფოთლებიდან მიღებული წვენი გაატარა ბაქტერიების მოსაშორებლად შექმნილ ფილტრში.
This hypothesis was tested a decade later by Dimitri Ivanowsky, a Russian who passed sap from infected tobacco leaves through a filter designed to remove bacteria.