მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525841.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტული გენების უმრავლესობა შეიცავს არამაკოდირებელ სეგმენტებს (ინტრონებს), ასე რომ ამ გენების დიდ ნაწილებს არა გააჩნიათ შესაბამისი სეგმენტები პოლიპეპტიდებში.
Most eukaryotic genes contain noncoding segments (introns), so large portions of these genes have no corresponding segments in polypeptides.
525842.
ბიოლოგია | თავი XVII
მოლეკულური ბიოლოგები გენის საზღვრების შიგნით ასევე ხშირად განიხილავენ პრომოტორებსა და დნმ-ის ზოგიერთ სხვა რეგულატორულ უბნებს.
Molecular biologists also often include promoters and certain other regulatory regions of DNA within the boundaries of a gene.
525843.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის ეს თანამიმდევრობები არ ტრანსკრიბირდება, მაგრამ ისინი შეიძლება მიჩნეულ იქნას ფუნქციონალური გენის ნაწილად, რადგან მათი არსებობა აუცილებელია ტრანსკრიფციის მოსახდენად.
These DNA sequences are not transcribed, but they can be considered part of the functional gene because they must be present for transcription to occur.
525844.
ბიოლოგია | თავი XVII
გენის მოლეკულური განსაზღვრა ასევე უნდა მოიცავდეს დნმ-ს, რომელიც ტრანსკრიბირდება რრნმ-ში, ტრნმ-სა და იმ სხვა რნმ-ებში, რომელთა ტრანსლაცია არ ხორციელდება.
Our molecular definition of a gene must also be broad enough to include the DNA that is transcribed into rRNA, tRNA, and other RNAs that are not translated.
525845.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ გენებს არა აქვთ პოლიპეპტიდური პროდუქტები.
These genes have no polypeptide products.
525846.
ბიოლოგია | თავი XVII
ამრიგად, ჩვენ მივედით შემდეგ განსაზღვრებამდე: გენი არის დნმ-ის უბანი, რომლის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს ან პოლიპეპტიდი, ან რნმ-ის მოლეკულა.
Thus, we arrive at the following definition: A gene is a region of DNA whose final product is either a polypeptide or an RNA molecule.
525847.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა, გენების უმრავლესობისათვის კვლავ გამოსადეგია ერთი გენი - ერთი პოლიპეპტიდის იდეა.
For most genes, however, it is still useful to retain the one gene-one polypeptide idea.
525848.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ თავში, თქვენ შეისწავლეთ როგორ ექსპრესირდება ტიპური გენი მოლეკულური თვალსაზრისით - ტრანსკრიფციით რნმ-ში და შემდგომ ტრანსლაციით პოლიპეპტიდში, რომელიც წარმოქმნის სპეციფიკური სტრუქტურისა და ფუნქციების მქონე ცილას.
In this chapter, you have learned in molecular terms how a typical gene is expressed by transcription into RNA and then translation into a polypeptide that forms a protein of specific structure and function.
525849.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილები, თავის მხრივ, განაპირობებენ ორგანიზმის გამოხატულ ფენოტიპს.
Proteins, in turn, bring about an organism's observable phenotype.
525850.
ბიოლოგია | თავი XVII
გენები რეგულირდება.
Genes are regulated.
525851.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტებში გენის ექსპრესიის რეგულაციას ჩვენ გავეცნობით თავებში 19 და 21.
We will explore the regulation of gene expression in eukaryotes in Chapters 19 and 21.
525852.
ბიოლოგია | თავი XVII
შემდეგ თავში კი, ჩვენ დავიწყებთ გენის რეგულაციის განხილვას უფრო მარტივი მოლეკულური ბიოლოგიის მქონე ბაქტერიებისა და ვირუსების მაგალითზე.
In the next chapter, we begin our discussion of gene regulation by focusing on the simpler molecular biology of bacteria and viruses.
525853.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსებისა და ბაქტერიების გენეტიკა.
The Genetics of Viruses and Bacteria.
525854.
ბიოლოგია | თავი XVIII
მიკრობული მოდელური სისტემები.
Microbial Model Systems.
525855.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათ 18.1-ზე გამოსახული ფოტო მნიშვნელოვან მოვლენას გვიჩვენებს.
The photo in Figure 18.1 shows a remarkable event.
525856.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიულ უჯრედს უტევენ მრავალრიცხოვანი მინიატიურული ჯოხიანი კანფეტების მსგავსი წარმონაქმნები.
The attack of a bacterial cell by numerous structures that resemble miniature lollipops.
525857.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს წარმონაქმნები არის ვირუსის ერთ-ერთი სახეობა - 4 ბაქტერიოფაგები, რომლებიც ამ ფერადი სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპის (სემ) ფოტოზე ბაქტერია Escherichia coli-ს ინფიცირებას ახდენენ.
These structures, a type of virus called T4 bacteriophage, are seen infecting the bacterium Escherichia coli in this colorized SEM.
525858.
ბიოლოგია | თავი XVIII
საკუთარი დნმ-ის უჯრედში შეტანით (ინექციირებით), ვირუსი იწყებს ბაქტერიის გენეტიკურ დაუფლებას.
By injecting its DNA into the cell, the virus sets in motion a genetic takeover of the bacterium.
525859.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოლეკულური ბიოლოგია ვირუსებისა და ბაქტერიების შემსწავლელი მიკრობიოლოგების ლაბორატორიებში დაიბადა.
Molecular biology was born in the laboratories of microbiologists studying viruses and bacteria.
525860.
ბიოლოგია | თავი XVIII
მიკრობებს, როგორიცაა E.coli და მის ვირუსებს მოდელური სისტემები ეწოდება, რადგანაც მათ ხშირად იყენებენ მკვლევრები და მათი გამოყენებით მრავალი ბიოლოგიური პრინციპი გარკვეულა.
Microbes such as E. coli and its viruses are called model systems because of their frequent use by researchers in studies that reveal broad biological principles.