მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525961.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგები ყველაზე კარგად შესწავლილ ვირუსებს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ასევე ყველაზე რთულ ვირუსებსაც მიეკუთვნება.
Phages are the best understood of all viruses, although some of them are also among the most complex.
525962.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგების კვლევამ მიგვიყვანა აღმოჩენამდე, რომ ზოგიერთ ორჯაჭვიან დნმ ვირუსს რეპროდუცირება ორი ალტერნატიული მექანიზმით შეუძლია: ლიზისური ციკლითა და ლიზოგენური ციკლით.
Research on phages led to the discovery that some double-stranded DNA viruses can reproduce by two alternative mechanisms: the lytic cycle and the lysogenic cycle.
525963.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზისური ციკლი.
The Lytic Cycle.
525964.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგის რეპროდუქციულ ციკლს, რომელიც მასპინძელი უჯრედის სიკვდილით მთავრდება, ლიზისური ციკლი ეწოდება.
A phage reproductive cycle that culminates in death of the host cell is known as a lytic cycle.
525965.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტერმინი ასახავს ინფექციის ბოლო სტადიას, რომლის განმავლობაშიც ბაქტერია განიცდის ლიზისს (იშლება) და გამოყოფს უჯრედის შიგნით წარმოქმნილ ფაგებს.
The term refers to the last stage of infection, during which the bacterium lyses (breaks open) and releases the phages that were produced within the cell.
525966.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ფაგთაგან თითოეულს შეუძლია ჯანმრთელი უჯრედის ინფიცირება და რამდენიმე თანამიმდევარმა ლიზისურმა ციკლმა, შესაძლოა, სულ რამდენიმე საათში გაანადგუროს ბაქტერიების მთელი პოპულაცია.
Each of these phages can then infect a healthy cell, and a few successive lytic cycles can destroy an entire bacterial population in just a few hours.
525967.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგი, რომელიც მრავლდება მხოლოდ ლიზისური ციკლის საშუალებით, ვირულენტურ ფაგს წარმოადგენს.
A phage that reproduces only by a lytic cycle is a virulent phage.
525968.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათი 18.6 ასახავს T4-ის, ტიპური ვირულენტური ფაგის, ლიზისური ციკლის ძირითად საფეხურებს.
Figure 18.6 illustrates the major steps in the lytic cycle of T4, a typical virulent phage.
525969.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათსა და მის განმარტებაში მოცემულია ამ პროცესის აღწერა, რომელიც თქვენ უნდა შეისწავლოთ, სანამ მსჯელობას განვაგრძობდეთ.
The figure and legend describe the process, process, which you should study before proceeding.
525970.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზისური ციკლის შესახებ წაკითხვის შემდეგ, თქვენ შესაძლოა, დაგაინტერესოთ, რატომ არ გაუნადგურებიათ აქამდე ფაგებს მთელი ბაქტერიები.
After reading about the lytic cycle, you may wonder why phages haven't exterminated all bacteria.
525971.
ბიოლოგია | თავი XVIII
მართლაც, ზოგიერთ ქვეყნებში ბაქტერიულ ინფექციებთან გასამკლავებლად, მედიცინა ფაგით მკურნალობას იყენებს.
In fact, phage treatments have been used medically in some countries to help control bacterial infections.
525972.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ ბაქტერიებიც არ არიან დაუცველნი.
But bacteria are not defenseless.
525973.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჯერ ერთი, ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს ბაქტერიულ მუტანტებს რეცეპტორული საიტებით, რომლებსაც განსაზღვრული ტიპის ფაგები ვეღარ ამოიცნობენ.
First, natural selection favors bacterial mutants with receptor sites that are no longer recognized by a particular type of phage.
525974.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეორე, როდესაც ფაგის დნმ წარმატებით აღწევს ბაქტერიაში, ის, ხშირად, ამოიცნობა, როგორც უცხო სხეული და იჭრება უჯრედული ფერმენტებით, სახელწოდებით რესტრიქციული ენდონუკლეაზები, ან უბრალოდ რესტრიქციული ფერმენტები.
Second, when phage DNA successfully enters a bacterium, the DNA often is recognized as foreign and cut up by cellular enzymes called restriction endonucleases, or simply restriction enzymes.
525975.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიული უჯრედების საკუთარი დნმ ქიმიურად იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ ხელი შეეშალოს რესტრიქციული ფერმენტების მათზე მოქმედებას.
The bacterial cell's own DNA is chemically modified in a way that prevents attack by restriction enzymes.
525976.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ, ისევე როგორც ბუნებრივი გადარჩევა ეხმარება ბაქტერიებს ეფექტური რესტრიქციული ფერმენტებით, ასევე ბუნებრივი გადარჩევა უწყობს ხელს ამ ფერმენტებისადმი მდგრადი (რეზისტენტული) ფაგების მუტანტებს.
But just as natural selection favors bacteria with effective restriction enzymes, natural selection favors phage mutants that are resistant to these enzymes.
525977.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამრიგად, პარაზიტი - მასპინძლის ურთიერთობა მუდმივ ევოლუციურ მოძრაობაში იმყოფება.
Thus, the parasitehost relationship is in constant evolutionary flux.
525978.
ბიოლოგია | თავი XVIII
არსებობს კიდევ მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც ბაქტერიებს ფაგების მოქმედების შედეგად გადაშენებისაგან იცავს.
There is yet a third important reason bacteria have been spared from extinction as a result of phage activity.
525979.
ბიოლოგია | თავი XVIII
მრავალი ფაგი მასპინძელი უჯრედების დაშლის ნაცვლად, თანაარსებობს მათთან ე.წ. ლიზოგენურ ციკლში.
Instead of lysing their host cells, many phages coexist with them in what is called the lysogenic cycle.
525980.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზოგენური ციკლი.
The Lysogenic Cycle.