მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526001.
ბიოლოგია | თავი XVIII
აღნიშნულ ფენომენს ყურადსაღები სამედიცინო მნიშვნელობა აქვს.
A phenomenon that can have important medical significance.
526002.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, ადამიანის დაავადებების - დიფთერიის, ბოტულიზმისა და ქუნთრუშას გამომწვევი ბაქტერიები ადამიანისათვის უსაფრთხო იქნებოდა, რომ არა გარკვეული პროფაგური გენები, რომლებიც მასპინძელ ბაქტერიებს ტოქსინებს ასინთეზებინებენ.
For example, the bacteria that cause the human diseases diphtheria, botulism, and scarlet fever would be harmless to humans if it were not for certain prophage genes that cause the host bacteria to make toxins.
526003.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცხოველთა ვირუსების რეპროდუქციული ციკლები.
Reproductive Cycles of Animal Viruses.
526004.
ბიოლოგია | თავი XVIII
ყველას გადაუტანია ვირუსული ინფექციები, იქნება ეს სიცივის გამონაყარი, გრიპი თუ ზოგადი გაცივება.
Everyone has suffered from viral infections, whether cold sores, influenza, or the common cold.
526005.
ბიოლოგია | თავი XVIII
ყველა სხვა ვირუსის მსგავსად, ადამიანებსა და სხვა ცხოველებში დაავადებების გამომწვევ ვირუსებსაც რეპროდუცირება მხოლოდ მასპინძელ უჯრედებში შეუძლიათ.
Like all viruses, those that cause illness in humans and other animals can reproduce only inside host cells.
526006.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცხოველთა ვირუსებში ვირუსული ინფექციისა და რეპროდუქციის ზოგადი სქემის მრავალი ვარიაცია გვხვდება.
Many variations on the basic scheme of viral infection and reproduction are represented among the animal viruses.
526007.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ვირუსული გენომის ბუნება: ის დნმ-ისაგან არის შედგენილი თუ რნმ-ისაგან?
One key variable is the nature of the viral genome: Is it composed of DNA or RNA?
526008.
ბიოლოგია | თავი XVIII
ორჯაჭვიანია თუ ერთჯაჭვიანი?
Is it double-stranded or single-stranded?
526009.
ბიოლოგია | თავი XVIII
გენომის ბუნება არის ცხრილ 18.1-ზე წარმოდგენილი ვირუსების ზოგადი კლასიფიკაციის საფუძველი.
The nature of the genome is the basis for the common classification of viruses shown in Table 18.1 on the next page.
526010.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსები დაყოფილია კიდევ სამ კლასად იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს რნმ გენომი მასპინძელ უჯრედში.
Single-stranded RNA viruses are further classified into three classes (IV-VI) according to how the RNA genome functions in a host cell.
526011.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსის სხვა მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს მასპინძელი უჯრედის მემბრანიდან მიღებული მემბრანული გარსის არსებობა ან არარსებობა.
Another important characteristic of a virus is the presence or absence of a membranous envelope derived from host cell membrane.
526012.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ინფექციისა და რეპროდუქციის ყველა მექანიზმის განხილვის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ვირუსული გარსების როლებსა და რნმ-ის, როგორც გენეტიკური მასალის, ფუნქციონირებაზე ცხოველთა მრავალ ვირუსში.
Rather than consider all the mechanisms of viral infection and reproduction, we will focus on the roles of viral envelopes and on the functioning of RNA as the genetic material of many animal viruses.
526013.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაშინ როცა ძალიან ცოტა ბაქტერიოფაგს აქვს მემბრანული გარსი ან რნმ გენომი, თითქმის ყველა რნმ-იან ცხოველურ ვირუსს აქვს გარეთა გარსი, ასევე ზოგიერთ ვირუსსაც დნმ გენომით.
Whereas few bacteriophages have an envelope or RNA genome, nearly all the animal viruses with RNA genomes have an envelope, as do some with DNA genomes.
526014.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული გარეთა გარსები.
Viral Envelopes.
526015.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცხოველთა ვირუსი აღჭურვილია გარეთა მემბრანით, ანუ ვირუსული გარსით, და იყენებს მას მასპინძელ უჯრედში შესასვლელად.
An animal virus equipped with an outer membrane, or viral envelope, uses it to enter the host cell.
526016.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ გარსის გარე ზედაპირიდან გამოშვერილია ვირუსული გლიკოპროტეინები, რომლებიც მასპინძელი უჯრედების ზედაპირზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორულ მოლეკულებს უკავშირდება.
Protruding from the outer surface of this envelope are viral glycoproteins that bind to specific receptor molecules on the surface of a host cell.
526017.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათი 18.8 ზოგადად ასახავს რნმ გენომის მქონე გარე გარსიანი ვირუსის რეპროდუქციული ციკლის მოვლენებს.
Figure 18.8 outlines the events in the reproductive cycle of an enveloped virus with an RNA genome.
526018.
ბიოლოგია | თავი XVIII
თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ ახალი გარსებისათვის საჭირო ვირუსული გლიკოპროტეინები სინთეზდება მასპინძელი უჯრედის ენდოპლაზმურ ბადეში (ებ) უჯრედული ფერმენტების მიერ.
You can see that viral glycoproteins for new envelopes are made by cellular enzymes in the endoplasmic reticulum (ER) of the host cell.
526019.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს გლიკოპროტეინები ჩაერთვება ებ-ის მემბრანაში და ტრანსპორტირდებიან უჯრედის ზედაპირთან.
These glycoproteins, embedded in ER membrane, are transported to the cell surface.
526020.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეგზოციტოზის მსგავსი პროცესის საშუალებით, ახალი ვირუსების კაპსიდები უჯრედიდან გამოსვლის (გამოკვირტვის) დროს, თავად გაეხვევიან მემბრანებში.
In a process much like exocytosis, new virus capsids wrap themselves in membrane as they bud from the cell.