მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52601.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
თვით დავით აღმაშენებელი ჯერ კიდევ გამეფებამდე ატარებდა „სევასტოსის" ტიტულს.
David himself, prior to becoming king, bore the title of Sebastos.
52602.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
იგი ერთ საბუთში „პანიპერსევასტოსადაც“ იწოდება.
In one document he is even referred to as "Panipersebastos".
52603.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ფაქტია, რომ დავით აღმაშენებელმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატების მიღწევის შემდეგ უარყო ბიზანტიური ტიტულები.
The fact is that David renounced the Byzantine titles after he had achieved significant political and economic success.
52604.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
სწორედ ამიტომ XI საუკუნის 90-იანი წლებიდან მოკიდებული იგი არც ერთ წყაროში ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით აღარ მოიხსენება.
That is why, beginning with the 1090s he is not referred to by any Byzantine royal title in any source.
52605.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ეს, თავის მხრივ, მიუთითებდა, რომ საქართველო თავს ბიზანტიის იმპერიის თანატოლ ქვეყნად თვლიდა.
In other words Georgia considered herself as a country on equal terms with the Byzantine empire.
52606.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
დავით აღმაშენებელიც ყოველმხრივ ცდილობდა განემტკიცებინა ბიზანტიასთან ურთიერთობა პარიტეტულ საწყისებზე.
David did his best to strengthen in all ways possible his relations with Byzantium on terms of parity.
52607.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამ ინტერესმა გადაადგმევინა ნაბიჯი ქართველ მეფეს დინასტიური ქორწინებისაკენ, როცა თავისი ქალიშვილი კატაი 1116 წელს „გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად“.
This interest made the Georgian king take the step of dynastic marriage by sending his daughter Kata in 1116 to Greece "as daughter-in-law of the Greek king".
52608.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ასეთი დამოყვრების შემდეგ, მართებულად აცხადებს დავითის ისტორიკოსი, რომ საქართველოს მეფისათვის „მეფე ბერძენთა“ იყო „ვითარცა სახლეული თ​ჳსი“.
Following this dynastic marriage, David's historian was right to say that the "king of the Greeks" was like "one of the household" of the Georgian king.
52609.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ბიზანტიის იმპერიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ შეცვლილა დავით აღმაშენებლის მეფობის ბოლო წლებამდე (დავითმა ნეიტრალიტეტი არჩია და არ ჩაერია მისი სიძის - ისაკის და ალექსი კომნენოსის უფროსი ვაჟის - იოანეს შორის ატეხილ უთანხმოებაში), რითაც საქართველოს სამეფომ სამხრეთ-დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყო.
The good-neighborly relations with the Byzantine empire did not change to the last years of David the Builder's reign (David preferred to stay neutral and not to intervene in the split between his son-in-law (Isaak and the eldest son of Alexius Comnenus loane), thereby ensuring the security of the south-western borders of the Georgian kingdom.
52610.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მეტად საინტერესო ცნობაა დაცული თამარის პირველ ისტორიკოსთან.
A very interesting piece of evidence is to be found with the First Historian of Tamar.
52611.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
პირდაპირი მითითება, რომ „სპანი ახლისა დავითისნი (დავით აღმაშენებლის) ... წყობათა დავითისთა (დავით წინასწარმეტყველი) ... ერთობდეს (გაერთიანება)“ უნდა გულისხმობდეს კავშირს ჯვაროსნებსა და საქართველოს სამეფოს შორის.
The direct reference to "the troops of the new David (the Builder) ....in the battles of David (the Prophet) joined at Jerusalem" must imply the alliance between the crusaders and the kingdom of Georgia.
52612.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
დავით წინასწარმეტყველის რაზმებად ალეგორიულად მიჩნეული არიან ჯვაროსნები, რომელთა მიზანს დავით წინასწარმეტყველის სატახტო ქალაქის იერუსალიმის გათავისუფლება შეადგენდა.
The crusaders are allegorically considered to have been David the Prophet's troops, whose goal was liberation of Jerusalem, the capital of David the Prophet.
52613.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
საქართველოს მეფეები (განსაკუთრებით დავით აღმაშენებელი) არც მეზობელი სომხეთის მძიმე მდგომარეობას ივიწყებდნენ და ათავისუფლებდნენ სელჩუკების მიერ მიტაცებულ სომხურ მიწებს.
The Georgian kings (especially David the Builder) were not oblivious to the dire straits Armenia was in and they liberated Armenian lands conquered by the Seljuks.
52614.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
1144 წელს სელჩუკებმა ალყა შემოარტყეს ქ. ედესას და აიღეს.
In 1144 the Seljuks besieged and took Edessa.
52615.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ეს საბაბი გახდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებისათვის.
This became the pretext for launching the Second Crusade.
52616.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ევროპაში დაიწყო ქადაგება მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებისათვის.
Preaching commenced in Europe for starting the Second Crusade.
52617.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
პირველი ლაშქრობისაგან განსხვავებით, მეორეს არა პაპი, არამედ აბატი ბერნარი უწევდა პროპაგანდას.
Unlike the first expedition, the second was supported not by the pope but by Abbot Bernard.
52618.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ლაშქრობის ორგანიზაციას სათავეში ედგნენ საფრანგეთისა და გერმანიის მეფეები ლუი VII და კონრად III.
The expedition was led by kings Louis VII of France and Konrad III of Germany.
52619.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ბიზანტიის იმპერიისა და ჯვაროსნებს შორის არსებული წინააღმდეგობის გამწვავებამ მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მარცხი განაპირობა.
The failure of the Second Crusade was due to the aggravation of the opposition between the Byzantine empire and the crusaders.
52620.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ჯვაროსანთა 24 ათასიანი არმიიდან 5 ათასამდე კაცმა ჩააღწია სირიამდე 1147 წლის გაზაფხულზე.
Of the 24-thousand-strong army of the crusaders up to 5000 men reached Syria in the spring of 1147.