მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52661.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
სირიელი ეპისკოპოსის ინფორმაციამ გაამხნევა ჯვაროსნები.
The information of the Syrian bishop boosted the morale of the crusaders.
52662.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მათი ფიქრით, მეფე-ხუცესი მოვიდოდა იერუსალიმის დასახმარებლად.
They believed that the king-priest would come to the aid of Jerusalem.
52663.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
1145 წელს გაბალის სირიელი ეპისკოპოსის ცნობა XII საუკუნის მეორე ნახევარში დიდების ახალი სამოსლით შეიმოსა.
The report of the Syrian bishop in 1145 was embellished with new glory in the second half of the 12<sup>th</sup> century.
52664.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
იოვანე მეფე-ხუცესის შესახებ ოტონ ფრაიზინგინელის ცნობა განხილულია სამეცნიერო ლიტერატურაში.
The evidence of Otto of Frisingen on Johannes the king-priest has been discussed in the specialist literature.
52665.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამას ემატება XII საუკუნის შუა ხანებშივე შექმნილი ე.წ. იოვანე მღვდელმთავრის ეპისტოლე.
Added to this is the so-called letter of Johannes the high priest, composed in the middle of the 12<sup>th</sup> century.
52666.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ეპისტოლეს შემორჩენილი ნუსხა 1177 წლითაა დათარიღებული.
The extant manuscript of the letter is dated to 1177.
52667.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
იოვანე აცხადებს, რომ იგი ძლიერი და მდიდარია და დიდი მიწების მფლობელია.
Johannes declares that he is powerful and wealthy and owns vast lands.
52668.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
აქვე საუბარია ხუცესის სიკეთესა და ღვთისმოსაობაზე.
The letter speaks also of his goodness and love of God.
52669.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამიტომაც ეიმედებოდათ ჯვაროსნებს იოვანე მეფე-ხუცესი.
This is why the crusaders placed hope in Johannes the king-priest.
52670.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
თუმცა ჯვაროსნული მოძრაობის დაცემის ხანაში, XII საუკუნის მიწურულს, იოვანე მეფე-ხუცესი ჯვაროსანთა შემეცნებაში აღარ ფიგურირებდა, რაც, თავის მხრივ, მისმა ამაოდ მოლოდინმა განაპირობა.
However, in the time of decline of the crusade movement, towards the close of the 12<sup>th</sup> century, Johannes the king-priest no longer figured in the crusaders' perception, which was due to the futile expectation of him.
52671.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ჩვენ იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება ამ ლეგენდაზე, რომ იოვანე მეფე-ხუცესი სამეცნიერო ლიტერატურაში გაიგივებულია დავით აღმაშენებელთან, რადგან ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი მას „დავით მეფეს“ უწოდებდა.
I have focused on this legend because in the scholarly literature Johannes the king-priest has been identified with David the Builder, for the majority of Christians called him "King David".
52672.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
როგორც ჩანს, იოვანე მეფე-ხუცესზე გადმოცემა მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა.
The tradition on Johannes the king-priest was apparently created in the first half of the 12<sup>th</sup> century.
52673.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მას საფუძვლად დაედო ევროპის ქვეყნებში მოარული ხმები დავით აღმაშენებლისა და მისი ძის დემეტრე პირველის შესახებ, კერძოდ, თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესახებ.
It was based on the rumours afloat in Europe about David the Builder and his son Demetre I, in particular about their fight against the Seljuks.
52674.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ნიშანდობლივია, რომ ტამპლიერთა ორდენის წევრების ერთ-ერთ მოსახსენებელში, რომელიც დაცულია იერუსალიმურ ქართულ ხელნაწერში, მოცემულია XII ს-ში შედგენილი ჯვაროსანი (ტამპლიერთა) რაინდების აღაპები.
It is noteworthy that one of the remembrances of the order of the Knights Templars, found in a Georgian manuscript in Jerusalem, contains agapes of the crusader Knights Templars compiled in the 12<sup>th</sup> century.
52675.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ეს აღაპები აშკარად გვიჩვენებს ქართველთა და ტამპლიერთა ახლო ნაცნობობას.
These agapes show clearly the close acquaintance of the Georgians and the Templars.
52676.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ირკვევა, რომ ტამპლიერთა რაინდები მამულებსა და ფულს სწირავდნენ ქართველთა ჯვრის მონასტერს.
It transpires that the Knights Templars donated estates and money to the Georgian Monastery of the Cross.
52677.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში შინაპოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა.
From the early 13<sup>th</sup> century internal political strife took place in the Byzantine empire.
52678.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტდა.
The country was weakened economically.
52679.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
1202 წელს ისაკ II ანგელოსი შეთქმულებმა საიმპერიო ტახტიდან ჩამოაგდეს.
In 1202 Isaak II Angelos was dethroned by conspirators.
52680.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მისი შვილი ალექსი რომის პაპთან წავიდა და ტახტის დაბრუნებაში შემწეობა სთხოვა.
His son Alexius visited the pope to ask for his assistance in regaining the throne.