მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526681.
ბიოლოგია | თავი XIX
პოსტ-ტრანსკრიფციული რეგულაციის მექანიზმები.
Mechanisms of Post-Transcriptional Regulation.
526682.
ბიოლოგია | თავი XIX
გენების ექსპრესია ტრანსკრიფციის გარდა სხვა მოვლენებს მოიცავს.
Transcription alone does not constitute gene expression.
526683.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილის მაკოდირებელი გენის ექსპრესია უჯრედის მიერ შექმნილი ფუნქციონალური ცილის რაოდენობით იზომება და ძირითადად მიმდინარეობს უჯრედში რნმ ტრანსკრიპტის სინთეზსა და ცილის აქტივობას შორის.
The expression of a protein-coding gene is ultimately measured by the amount of functional protein a cell makes, and much happens between the synthesis of the RNA transcript and the activity of the protein in the cell.
526684.
ბიოლოგია | თავი XIX
აღმოჩენილია იმ რეგულატორული მექანიზმების მრავალი მაგალითი, რომლებიც ტრანსკრიფციის შემდგომ სხვადასხვა სტადიებზე მოქმედებს.
An increasing number of examples are being found of regulatory mechanisms that operate at various stages after transcription.
526685.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ მექანიზმების საშუალებით უჯრედი გარემოს ცვლილებების საპასუხოდ სწრაფად ხვეწავს გენების ექსპრესიას ტრანსკრიფციის თვისებების შეცვლის გარეშე.
These mechanisms allow a cell to fine-tune gene expression rapidly in response to environmental changes without altering its transcription patterns.
526686.
ბიოლოგია | თავი XIX
აქ განვიხილავთ უჯრედის მიერ გენის ტრანსკრიბირების შემდეგ გენების ექსპრესიის რეგულაციას.
Here we discuss how cells can regulate gene expression once a gene has been transcribed.
526687.
ბიოლოგია | თავი XIX
რნმ-ის პროცესინგი (დამუშავება).
RNA Processing.
526688.
ბიოლოგია | თავი XIX
ბირთვში რნმ-ის პროცესინგი და ციტოპლაზმაში მწიფე რნმ-ის გადატანა ქმნის გენების ექსპრესიის რეგულირების რამდენიმე დამატებით შესაძლებლობას, რომელიც პროკარიოტებს არ ჰქონდა.
RNA processing in the nucleus and the export of mature RNA to the cytoplasm provide several opportunities for regulating gene expression that are not available in prokaryotes.
526689.
ბიოლოგია | თავი XIX
რნმ-ის პროცესინგის დონეზე რეგულაციის ერთ-ერთი მაგალითია რნმ-ის ალტერნატიული სპლაისინგი, რომლის შემდეგ ერთი და იგივე პირველადი ტრანსკრიპტის შედეგად განსხვავებული მრნმ-ები წარმოიქმნება.
One example of regulation at the RNA-processing level is alternative RNA splicing, in which different mRNA molecules are produced from the same primary transcript.
526690.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რნმ-ის რომელი სეგმენტებია ეგზონები და რომელი - ინტრონები.
Depending on which RNA segments are treated as exons and which as introns.
526691.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედის ტიპისთვის სპეციფიკური რეგულატორული ცილები პირველადი ტრანსკრიპტის შიგნით რეგულატორულ თანამიმდევრობებთან კავშირების შექმნით ინტრონ-ეგზონურ არჩევანს აკონტროლებენ.
Regulatory proteins specific to a cell type control intron-exon choices by binding to regulatory sequences within the primary transcript.
526692.
ბიოლოგია | თავი XIX
მრნმ-ის დეგრადაცია.
mRNA Degradation.
526693.
ბიოლოგია | თავი XIX
ციტოპლაზმაში მრნმ-ის მოლეკულების სიცოცხლის ხანგრძლივობა უჯრედში მნიშვნელოვანი ფაქტორია ცილის სინთეზის სურათის განსაზღვრისათვის.
The life span of mRNA molecules in the cytoplasm is an important factor in determining the pattern of protein synthesis in a cell.
526694.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტული მრნმ-ის მოლეკულები, ჩვეულებრივ, ფერმენტების მიერ მათი სინთეზიდან რამდენიმე წუთში დეგრადირებს.
Prokaryotic mRNA molecules typically are degraded by enzymes within a few minutes of their synthesis.
526695.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტული მრნმ-ების სიცოცხლის მცირე ხანგრძლივობა, პროკარიოტების მიერ გარემო ცვლილებების საპასუხოდ ცილის სინთეზის სურათის სწრაფი ცვლილების ერთ-ერთი მიზეზია.
This short life span of prokaryotic mRNAs is one reason prokaryotes can vary their patterns of protein synthesis so quickly in response to environmental changes.
526696.
ბიოლოგია | თავი XIX
მრავალუჯრედიანი პროკარიოტების მრნმ-ები კი, საათების, დღეებისა და ხანდახან კვირების განმავლობაშიც კი არ იშლებიან.
In contrast, mRNAs in multicellular eukaryotes typically survive for hours, days, or even weeks.
526697.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, განვითარებად სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინის პოლიპეპტიდების (α−გლობინისა და β-გლობინის) მრნმ-ები უჩვეულოდ სტაბილურია.
For instance, the mRNAs for the hemoglobin polypeptides (a-globin and B-globin) in developing red blood cells are unusually stable.
526698.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ უჯრედებში მრავალჯერ ხდება ხანგრძლივად „მცხოვრები“ მრნმ-ების ტრანსლაცია.
These long-lived mRNAs are translated repeatedly in these cells.
526699.
ბიოლოგია | თავი XIX
საფუარებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე ივარაუდეს, რომ მრნმ-ის დაშლა პოლი-A კუდის ფერმენტული დამოკლებით იწყება.
Research on yeasts suggests that a common pathway of mRNA breakdown begins with the enzymatic shortening of the poly-A tail.
526700.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს კი ხელს უწყობს იმ ფერმენტების ამოქმედებას, რომლებიც 5’ კეპის მოშორებას იწვევს.
This helps trigger the action of enzymes that remove the 5' cap.