მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526661.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორ აწესრიგებს ევკარიოტული უჯრედი მონათესავე ფუნქციების მქონე გენების ექსპრესიას, რომლებიც ერთდროულად ან უნდა ჩაირთოს, ან გამოირთოს?
How does the eukaryotic cell deal with genes of related function that need to be turned on or off at the same time?
526662.
ბიოლოგია | თავი XIX
მე-18 თავში თქვენ შეიტყვეთ, რომ პროკარიოტების კოორდინირებულად კონტროლირებადი გენები ხშირად დაჯგუფებულია ოპერონში, რომელიც საერთო პრომოტორით რეგულირდება და ერთ მ-რნმ-ის მოლეკულაში ტრანსკრიბირდება.
In Chapter 18, you learned that in prokaryotes, such coordinately controlled genes are often clustered into an operon, which is regulated by a single promoter and transcribed into a single mRNA molecule.
526663.
ბიოლოგია | თავი XIX
ამგვარი მექანიზმით გენები ერთად ვლინდება და კოდირებული ცილები ერთდროულად წარმოიქმნება.
Thus, the genes are expressed together, and the encoded proteins are produced concurrently.
526664.
ბიოლოგია | თავი XIX
იშვიათი გამონაკლისების გარდა, ასე მოქმედი ოპერონები ევკარიოტულ უჯრედებში არ არსებობს.
With rare exceptions, operons that work in this way have not been found in eukaryotic cells.
526665.
ბიოლოგია | თავი XIX
რამდენიმე ევკარიოტული სახეობის გენომის უახლესმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ზოგიერთი კო-ექსპრესირებული გენები ერთმანეთის მახლობლად ერთსა და იმავე ქრომოსომაზე დაჯგუფებული.
Recent studies of the genomes of several eukaryotic species have found that some co-expressed genes are clustered near one another on the same chromosome.
526666.
ბიოლოგია | თავი XIX
ამის მაგალითია ხილის ბუზის სათესლე ჯირკვლების კონკრეტული გენები და ნემატოდის კუნთების ფუნქციასთან დაკავშირებული გენები.
Examples include certain genes in the testis of the fruit fly and muscle-related genes in a small worm called a nematode.
526667.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტული ოპერონების გენებისაგან განსხვავებით, ამ კლასტერების (ჯგუფების) თითოეულ ევკარიოტულ გენს საკუთარი პრომოტორი აქვს და მისი ტრანსკრიფცია ინდივიდუალურად მიმდინარეობს.
Unlike genes in prokaryotic operons, however, each eukaryotic gene in these clusters has its own promoter and is individually transcribed.
526668.
ბიოლოგია | თავი XIX
ითვლება, რომ ევკარიოტულ უჯრედებში კლასტერის გენების კოორდინირებული რეგულაცია მოიცავს ქრომატინის სტრუქტურის ცვლილებებს, რის შედეგად გენთა მთელი ჯგუფი ტრანსკრიფციისთვის ან ხელმისაწვდომია, ან მიუღწეველია.
The coordinate regulation of clustered genes in eukaryotic cells is thought to involve changes in the chromatin structure that make the entire group of genes either available or unavailable for transcription.
526669.
ბიოლოგია | თავი XIX
უფრო ხშირად კო-ექსპრესირებული ევკარიოტული გენები, მაგალითად მეტაბოლური გზის მაკოდირებელი ფერმენტები, გაბნეულია სხვადასხვა ქრომოსომებში.
More commonly, co-expressed eukaryotic genes, such as genes coding for the enzymes of a metabolic pathway, are found scattered over different chromosomes.
526670.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ შემთხვევაში გენების კოორდინირებული ექსპრესია უნდა იყოს დამოკიდებული სპეციფიკური მაკონტროლებელი ელემენტების კავშირზე ან ელემენტების კომბინაციაზე გაფანტული ჯგუფის ყველა გენთან.
In these cases, coordinate gene expression seems to depend on the association of a specific control element or combination of elements with every gene of a dispersed group.
526671.
ბიოლოგია | თავი XIX
იმ აქტივატორების ასლები, რომლებიც ამ მაკონტროლებელ ელემენტებს ცნობენ უკავშირდება მათ და ყველა ამ გენის ერთდროულ ტრანსკრიფციას განაპირობებს,გენომში მათი განლაგების მიუხედავად.
Copies of the activators that recognize these control elements bind to them, promoting simultaneous transcription of the genes, no matter where they are in the genome.
526672.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტულ უჯრედში გაბნეული გენების კოორდინირებული კონტროლი ხშირად გარე ქიმიური სიგნალების საპასუხოდ Mმიმდინარეობს.
Coordinate control of dispersed genes in a eukaryotic cell often occurs in response to external chemical signals.
526673.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, სტეროიდული ჰორმონი შედის უჯრედში და სპეციფიკურ უჯრედშიდა რეცეპტორულ ცილას უკავშირდება.
A steroid hormone, for example, enters a cell and binds to a specific intracellular receptor protein.
526674.
ბიოლოგია | თავი XIX
წარმოიქმნება ჰორმონრეცეპტორული კომპლექსი, რომელიც ტრანსკრიფციის აქტივატორის როლს ასრულებს.
Forming a hormone-receptor complex that serves as a transcription activator.
526675.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა გენს, რომლის ტრანსკრიფცია, ქრომოსომაში მისი მდებარეობის მიუხედავად, კონკრეტული სტეროიდული ჰორმონით სტიმულირდება, აქვს ჰორმონ-რეცეპტორული კომპლექსის მიერ ამოცნობადი მაკონტროლებელი ელემენტი.
Every gene whose transcription is stimulated by a particular steroid hormone, regardless of its chromosomal location, has a control element recognized by that hormonereceptor complex.
526676.
ბიოლოგია | თავი XIX
მრავალი სასიგნალო მოლეკულა, მაგალითად არა-სტეროიდული ჰორმონები და ზრდის ფაქტორები, უჯრედის ზედაპირზე განლაგებულ რეცეპტორებს უკავშირდება და უჯრედში ფაქტობრივად არასოდეს შედის.
Many signal molecules, such as nonsteroid hormones and growth factors, bind to receptors on a cell's surface and never actually enter the cell.
526677.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ ტიპის სიგნალს შეუძლია გენთა ექსპრესიის კონტროლირება ირიბად, სიგნალის გადაცემის იმ გზების ჩართვით, რომლებიც განსაზღვრული ტრანსკრიფციული აქტივატორების ან რეპრესორების აქტივაციას იწვევს.
This kind of signal can control gene expression indirectly by triggering signal transduction pathways that lead to activation of particular transcription activators or repressors.
526678.
ბიოლოგია | თავი XIX
კოორდინირებული რეგულაციის პრინციპი იგივეა, რაც სტეროიდული ჰორმონების შემთხვევაში.
The principle of coordinate regulation is the same as in the case of steroid hormones.
526679.
ბიოლოგია | თავი XIX
ერთნაირი ქიმიური სიგნალები ააქტიურებს ერთნაირი მაკონტროლებელი ელემენტების მქონე გენებს.
Genes with the same control elements are activated by the same chemical signals.
526680.
ბიოლოგია | თავი XIX
ალბათ, გენების კოორდინირებული რეგულაციის სისტემები ევოლუციის დასაწყისში წარმოიქმნენ და გენომის შიგნით მათი შემდგომი განვითარება მაკონტროლებელი ელემენტების დუპლიკაციისა და გავრცელების საშუალებით ხდებოდა.
Systems for coordinating gene regulation probably arose early in evolutionary history and evolved by the duplication and distribution of control elements within the genome.