მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526721.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედული რნმ-ის გზამ იმ რნმ-ების დაშლა შეიძლება გამოიწვიოს, რომლებიც ორჯაჭვიანი რნმ-ების მოლეკულების თანამიმდევრობების კომპლემენტარულ თანამიმდევრობებს შეიცავს.
Because the cellular RNAi pathway can lead to the destruction of RNAs with sequences complementary to those found in double-stranded RNA molecules.
526722.
ბიოლოგია | თავი XIX
ამიტომ ითვლება, რომ ეს ფენომენი რნმ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო ბუნებრივი დაცვის მექანიზმია.
It is commonly believed to have originated as a natural defense against infection by RNA viruses.
526723.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა, ის ფაქტი რომ რნმ-ის გზა უჯრედული გენების ექსპრესიაზე მოქმედებს, ალტერნატიულ მოდელებსაც ადასტურებს.
However, the fact that the RNAi pathway can affect expression of cellular genes also supports alternative models.
526724.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა შემთხვევაში, ნათელია, რომ რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედში გენთა ექსპრესიის რეგულირებაში.
In any case, it is clear that RNAi plays an important role in regulating gene expression in the cell.
526725.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსლაციის ინიციაცია.
Initiation of Translation.
526726.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსლაცია გენების ექსპრესიის რეგულირების კიდევ ერთი შესაძლებლობაა; ის ყველაზე ხშირად ინიციაციის სტადიაზე ხდება.
Translation presents another opportunity for regulating gene expression; such regulation occurs most commonly at the initiation stage.
526727.
ბიოლოგია | თავი XIX
შერჩეული მრნმ-ების ტრანსლაციის ინიციაციის ბლოკირება შეუძლია რეგულატორულ ცილებს, რომლებიც მრნმ-ის არატრანსლირებადი უბნის 5’ ბოლოსთან (5’ ატუ) სპეციფიკურ თანამიმდევრობებს ან სტრუქტურებს უკავშირდება და რიბოსომების მიმაგრებას ასე აფერხებს.
The initiation of translation of selected mRNAs can be blocked by regulatory proteins that bind to specific sequences or structures within the untranslated region at the 5′ end (5′ UTR) of the mRNA, preventing the attachment of ribosomes.
526728.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსლაციის ბლოკირების განსხვავებული მექანიზმი მრავალი ორგანიზმის კვერცხის უჯრედების სხვადასხვა მრნმ-ებში: ამ დაგროვილ მრნმ-ებს არა აქვთ ტრანსლაციის ინიციაციისთვის საჭირო შესაბამისი ზომის პოლი-A კუდები.
A different mechanism for blocking translation is seen in a variety of mRNAs present in the egg cells of many organisms: These stored mRNAs lack poly-A tails of sufficient size to allow translation initiation.
526729.
ბიოლოგია | თავი XIX
ემბრიონული განვითარების შესაფერის მომენტში ციტოპლაზმური ფერმენტი ამატებს დამატებით A ნაშთებს, რაც ტრანსლაციის დაწყებას იწვევს.
At the appropriate time during embryonic development, a cytoplasmic enzyme adds more A residues, allowing translation to begin.
526730.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ უჯრედში შესაძლებელია ყველა მრნმ-ის ტრანსლაციის ერთდროული რეგულაცია.
Alternatively, translation of all the mRNAs in a cell may be regulated simultaneously.
526731.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტულ უჯრედში, ასეთი „გლობალური“ კონტროლი, ტრანსლაციის ინიციაციისათვის საჭირო ერთი ან მეტი ცილოვანი ფაქტორის აქტივაციით ან ინაქტივაციით ხდება.
In a eukaryotic cell, such "global" control usually involves the activation or inactivation of one or more of the protein factors required to initiate translation.
526732.
ბიოლოგია | თავი XIX
იგივე მექანიზმი კვერცხის უჯრედებში შენახული მრნმ-ების ტრანსლაციის დაწყებაშიც მონაწილეობს.
This mechanism also plays a role in starting translation of mRNAs that are stored in egg cells.
526733.
ბიოლოგია | თავი XIX
განაყოფიერებისთანავე ტრანსლაცია ირთვება ტრანსლაციის ინიციაციის ფაქტორების უეცარი გააქტიურების საშუალებით.
Just after fertilization, translation is triggered by the sudden activation of translation initiation factors.
526734.
ბიოლოგია | თავი XIX
საპასუხოდ ხდება შენახული მრნმ-ების მიერ კოდირებული ცილების დიდი რაოდენობის სინთეზი.
The response is a burst of synthesis of the proteins encoded by the stored mRNAs.
526735.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთი მცენარე და ზღვის წყალმცენარე მრნმ-ებს სიბნელის პერიოდების განმავლობაში ინახავენ; სინათლე კი ტრანსლაციური აპარატის რეაქტივაციის ინიციატორია.
Some plants and algae store mRNAs during periods of darkness; light then triggers the reactivation of the translational apparatus.
526736.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილის პროცესინგი და დეგრადაცია.
Protein Processing and Degradation.
526737.
ბიოლოგია | თავი XIX
გენების ექსპრესიის კონტროლირების უკანასკნელი შესაძლებლობა ტრანსლაციის შემდეგ ხორციელდება.
The final opportunities for controlling gene expression occur after translation.
526738.
ბიოლოგია | თავი XIX
ფუნქციონალური ცილოვანი მოლეკულების მისაღებად ხშირად საჭიროა ევკარიოტული პოლიპეპტიდების დამუშავება - პროცესინგი.
Often, eukaryotic polypeptides must be processed to yield functional protein molecules.
526739.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, ინსულინის საწყისი პოლიპეპტიდის (პრო-ინსულინის) გახლეჩის შედეგად აქტიურ ჰორმონს ვიღებთ.
For instance, cleavage of the initial insulin polypeptide (pro-insulin) forms the active hormone.
526740.
ბიოლოგია | თავი XIX
ამასთან ერთად, მრავალი ცილა ქიმიურად მოდიფიცირდება, რომ ფუნქციონალურ ცილად გარდაიქმნას.
In addition, many proteins undergo chemical modifications that make them functional.