მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526781.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა ამ მექანიზმმა შეიძლება მიგვიყვანოს უჯრედული ციკლის არანორმალურ სტიმულაციამდე და უჯრედი ავთვისებიანად აქციოს.
All these mechanisms can lead to abnormal stimulation of the cell cycle and put cell on the path to malignancy.
526782.
ბიოლოგია | თავი XIX
სიმსივნის სუპრესორული (დამთრგუნველი) გენები.
Tumor-Suppressor Genes.
526783.
ბიოლოგია | თავი XIX
იმ გენებთან ერთად, რომელთა პროდუქტები ნორმალურ პირობებში უჯრედის დაყოფას განაპირობებს, უჯრედი შეიცავს გენებს, რომელთა ნორმალური პროდუქტი უჯრედის დაყოფას აინჰიბირებს (კრძალავს) .
In addition to genes whose products normally promote cell division, cells contain genes whose normal products inhibit cell division.
526784.
ბიოლოგია | თავი XIX
ასეთ გენებს სიმსივნის სუპრესორული (დამთრგუნველი) გენები ეწოდება, რადგანაც მათ მიერ კოდირებული ცილები უჯრედების არაკონტროლირებად ზრდას აფერხებს.
Such genes are called tumor-suppressor genes because the proteins they encode help prevent uncontrolled cell growth.
526785.
ბიოლოგია | თავი XIX
სიმსივნის სუპრესორული ცილის ნორმალური აქტივობის შემამცირებელმა ნებისმიერმა მუტაციამ შეიძლება კიბოს განვითარება გამოიწვიოს, ვინაიდან სუპრესიის (დათრგუნვის) არარსებობა ზრდას ასტიმულირებს.
Any mutation that decreases the normal activity of a tumorsuppressor protein may contribute to the onset of cancer, in effect stimulating growth through the absence of suppression.
526786.
ბიოლოგია | თავი XIX
სიმსივნის დამთრგუნველი გენების ცილოვან პროდუქტებს სხვადასხვა ფუნქცია აქვს.
The protein products of tumor-suppressor genes have various functions.
526787.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთი სიმსივნის სუპრესორული ცილა დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილეობს და ამით უჯრედს კიბოს გამომწვევი მუტაციების დაგროვებისგან აზღვევს.
Some tumor-suppressor proteins normally repair damaged DNA, a function that prevents the cell from accumulating cancer-causing mutations.
526788.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვა სიმსივნის სუპრესორული ცილები უჯრედის ციკლის ინჰიბირების გამომწვევი სასიგნალო გზების კომპონენტებია.
Still other tumor-suppressor proteins are components of cellsignaling pathways that inhibit the cell cycle.
526789.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედის ნორმალურ სასიგნალო გზებში ჩარევა.
Interference with Normal Cell-Signaling Pathways.
526790.
ბიოლოგია | თავი XIX
მრავალი პროტო-ონკოგენისა და სიმსივნის სუპრესორული გენების მიერ კოდირებული ცილები უჯრედის სასიგნალო გზების კომპონენტებია.
The proteins encoded by many proto-oncogenes and tumorsuppressor genes are components of cell-signaling pathways.
526791.
ბიოლოგია | თავი XIX
დეტალურად განვიხილოთ ამ ცილების ფუნქციონირება ნორმალურ უჯრედებში, და მათი ფუნქციის ცვლილება კიბოს უჯრედებში.
Let's take a closer look at how such proteins function in normal cells and what goes wrong with their function in cancer cells.
526792.
ბიოლოგია | თავი XIX
განვიხილოთ ორი ძირითადი გენის პროდუქტები: რას პროტო-ონკოგენისა და p53 სიმსივნის სუპრესორული გენის.
We will focus on the products of two key genes, the ras proto-oncogene and the p53 tumor-suppressor gene.
526793.
ბიოლოგია | თავი XIX
ადამიანის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 30%-ში ხდება მუტაცია რას-ში, ხოლო p53-ში - 50%-ზე მეტ შემთხვევაში.
Mutations in ras occur in about 30% of human cancers; mutations in p53 in more than 50%.
526794.
ბიოლოგია | თავი XIX
რას გენის მიერ კოდირებული Ras ცილა პლაზმურ მემბრანაზე განლაგებული ზრდის ფაქტორის რეცეპტორიდან პროტეინკინაზულ კასკადს გადასცემს სიგნალს.
The Ras protein, encoded by the ras gene, is a G protein that relays a signal from a growth factor receptor on the plasma membrane to a cascade of protein kinases.
526795.
ბიოლოგია | თავი XIX
გზის ბოლოში ამ სიგნალზე უჯრედის პასუხია უჯრედის ციკლის მასტიმულირებელი ცილის სინთეზი.
The cellular response at the end of the pathway is the synthesis of a protein that stimulates the cell cycle.
526796.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს გზა არ მუშაობს, თუ შესაბამისი ზრდის ფაქტორი მას არ ჩართავს.
Normally, such a pathway will not operate unless triggered by the appropriate growth factor.
526797.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ რას გენის კონკრეტული მუტაციები ჰიპერაქტიურ რას ცილას იწვევს, რომელიც რთავს კინაზურ კასკადს.
But certain mutations in the ras gene can lead to production of a hyperactive Ras protein that triggers the kinase cascade.
526798.
ბიოლოგია | თავი XIX
ამის შედეგად უჯრედის დაყოფის სიხშირე ზრდის ფაქტორის არარსებობის პირობებშიც კი იზრდება.
Resulting in increased cell division even in the absence of growth factor.
526799.
ბიოლოგია | თავი XIX
სასიგნალო გზის ნებისმიერი კომპონენტის ჰიპერაქტიური ვარიანტები და მათი ჭარბი რაოდენობა ერთი და იმავეს - უჯრედის ჭარბ დაყოფას იწვევს.
In fact, hyperactive versions or excess amounts of any of the pathway's components can have the same outcome: excessive cell division.
526800.
ბიოლოგია | თავი XIX
19.12 ბ სურათზე ნაჩვენებია გზა, რომლითაც სიგნალი უჯრედის ციკლის დამთრგუნველი ცილის სინთეზს აღწევს.
Figure 19.12b shows a pathway in which a signal leads to the synthesis of a protein that suppresses the cell cycle.