მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526761.
ბიოლოგია | თავი XIX
მას შემდეგ, მეცნიერებმა მრავალი სიმსივნური ვირუსი აღმოაჩინეს, რომლებიც სხვადასხვა ცხოველებში, მათ შორის ადამიანშიც კიბოს განვითარებას იწვევენ.
Since then, scientists have recognized a number of tumor viruses that cause cancer in various animals, including humans.
526762.
ბიოლოგია | თავი XIX
ეპშტეინ-ბარის და ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი ვირუსი ჰერპესი კიბოს რამდენიმე ტიპს, მათ შორის ბარკიტის ლიმფომას უკავშირდება.
The Epstein-Barr virus, a herpesvirus that causes infectious mononucleosis, has been linked to several types of cancer, notably Burkitt's lymphoma.
526763.
ბიოლოგია | თავი XIX
პაპილომის ვირუსები (პაპილომავირუსების ჯგუფიდან) დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან.
Papilloma viruses (of the papovavirus group) are associated with cancer of the cervix.
526764.
ბიოლოგია | თავი XIX
რეტოვირუსებს შორის ერთი - HTLV-1 ზრდასრულებში ლეიკემიას იწვევს.
Among the retroviruses, one called HTLV-1 causes a type of adult leukemia.
526765.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა სიმსივნის ვირუსი უჯრედის ტრანსფორმაციას კიბოს უჯრედად მასპინძელი უჯრედის დნმ-ში ვირუსული ნუკლეინის მჟავის ინტეგრირებით ახორციელებს.
All tumor viruses transform cells into cancer cells through the integration of viral nucleic acid into host cell DNA.
526766.
ბიოლოგია | თავი XIX
ონკოგენები და პროტო-ონკოგენები.
Oncogenes and Proto-Oncogenes.
526767.
ბიოლოგია | თავი XIX
სიმსივნის ვირუსებზე ჩატარებულმა კვლევებმა გარკვეულ რეტროვირუსებში კიბოს გამომწვევი გენების, ანუ ონკოგენების (ბერძნულად onco სიმსივნეა) აღმოჩენამდე მიგვიყვანა.
Research on tumor viruses led to the discovery of cancer-causing genes called oncogenes (from the Greek onco, tumor) in certain retroviruses.
526768.
ბიოლოგია | თავი XIX
შემდგომში, ადამიანისა და სხვა ცხოველების გენომებში აღმოაჩინეს ამ ონკოგენების ორეულები.
Subsequently, close counterparts of these oncogenes were found in the genomes of humans and other animals.
526769.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედის ნორმალური გენები - პროტო-ონკოგენები კოდირებენ უჯრედის ნორმალური ზრდისა და დაყოფის მასტიმულირებელ ცილებს.
The normal cellular genes, called proto-oncogenes, code for proteins that stimulate normal cell growth and division.
526770.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორ გარდაიქმნება ნორმალურ უჯრედებში მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე პროტო-ონკოგენი კიბოს გამომწვევ ონკოგენად?
How might a proto-oncogene-a gene that has an essential function in normal cells-become an oncogene, a cancercausing gene?
526771.
ბიოლოგია | თავი XIX
ონკოგენი გენეტიკური ცვლილების შედეგად წარმოიქმნება, რომელიც ან პროტო-ონკოგენის ცილოვანი პროდუქტის რაოდენობის, ან თითოეული ცილის მოლეკულისთვის დამახასიათებელი აქტივობის ზრდას იწვევს.
In general, an oncogene arises from a genetic change that leads to an increase either in the amount of the proto-oncogene's protein product or in the intrinsic activity of each protein molecule.
526772.
ბიოლოგია | თავი XIX
გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც პროტო-ონკოგენებს ონკოგენებად გარდაქმნიან, სამ ძირითად კატეგორიად იყოფა.
The genetic changes that convert proto-oncogenes to oncogenes fall into three main categories.
526773.
ბიოლოგია | თავი XIX
გენომის შიგნით დნმ-ის სეგმენტის გადაადგილება, პროტო-ონკოგენის ამპლიფიკაცია და მაკონტროლებელ ელემენტში, ან თავად პროტო-ონკოგენში წერტილოვანი მუტაციები.
The movement of DNA within the genome, amplification of a proto-oncogene, and point mutations in a control element or in the proto-oncogene itself.
526774.
ბიოლოგია | თავი XIX
კიბოს უჯრედები ხშირად შეიცავენ გაწყვეტილ, და შემდგომში არასწორად შეერთებულ ქრომოსომებს, რის შედეგად ხდება ერთი ქრომოსომის ფრაგმენტების მეორეზე ტრანსლოკაცია.
Cancer cells are frequently found to contain chromosomes that have broken and rejoined incorrectly, translocating fragments from one chromosome to another.
526775.
ბიოლოგია | თავი XIX
თუ ტრანსლოცირებული პროტო-ონკოგენი განსაკუთრებით აქტიური პრომოტორის (ან სხვა მაკონტროლებელი ელემენტის) გვერდით აღმოჩნდება, მისი ტრანსკრიფციის დონე შესაძლოა გაიზარდოს, რაც მას ონკოგენად აქცევს.
If a translocated proto-oncogene ends up near an especially active promoter (or other control element), its transcription may increase, making it an oncogene.
526776.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსპოზირებადი ელემენტების გადაადგილების შედეგად პროტო-ონკოგენის გვერდით შეიძლება უფრო აქტიური პრომოტორი აღმოჩნდეს, რაც მის ექსპრესიას გაზრდის.
Movement of transposable elements also may place a more active promoter near a protooncogene, increasing its expression.
526777.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტულ ტრანსპოზირებად ელემენტებს ქვემოთ აღვწერთ.
Eukaryotic transposable elements are described later in the chapter.
526778.
ბიოლოგია | თავი XIX
გენეტიკური ცვლილებების მეორე მთავარი ტიპი, ამპლიფიკაცია, უჯრედში პროტო-ონკოგენების ასლების რაოდენობას ზრდის.
The second main type of genetic change, amplification, increases the number of copies of the proto-oncogene in the cell.
526779.
ბიოლოგია | თავი XIX
მესამე შესაძლებლობაა წერტილოვანი მუტაციები, რომლებიც ხდება პროტო-ონკოგენის მაკონტროლებელ პრომოტორში, ან ენჰანსერში, რაც მისი ექსპრესიის დონეს ზრდის.
The third possibility is a point mutation in the promoter or an enhancer that controls a proto-oncogene, causing an increase in its expression.
526780.
ბიოლოგია | თავი XIX
მესამე შესაძლებლობაა წერტილოვანი მუტაციები, რომლებიც ხდება მაკოდირებელ თანამიმდევრობაში, რაც გენის პროდუქტს ნორმალურ ცილაზე უფრო აქტიურ ან დეგრადაციისადმი უფრო რეზისტენტულ ცილად ცვლის.
The third possibility is a point mutation in the coding sequence, changing the gene's product to a protein that is more active or more resistant to degradation than the normal protein.