მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526821.
ბიოლოგია | თავი XIX
პირველ ნიშანი ხშირად პოლიპია, მსხვილი ნაწლავის ამომფენი შრის მცირე ზომის კეთილთვისებიანი გამონაზარდი.
The first sign is often a polyp, a small, benign growth in the colon lining.
526822.
ბიოლოგია | თავი XIX
პოლიპის უჯრედები ჩვეულებრივია, თუმცა უჩვეულოდ ხშირად იყოფა.
The cells of the polyp look normal, although they divide unusually frequently.
526823.
ბიოლოგია | თავი XIX
სიმსივნე იზრდება და შემდგომში შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს და სხვა ქსოვილებში შეიჭრას.
The tumor grows and may eventually become malignant, invading other tissues.
526824.
ბიოლოგია | თავი XIX
ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება იმ მუტაციების ეტაპობრივი აკუმულაციის პარალელურად მიმდინარეობს, რომლებიც პროტო-ონკოგენების ონკოგენებად გარდაქმნას და სიმსივნის სუპრესორული გენების გამოთიშვას განაპირობებს.
The development of a malignant tumor is paralleled by a gradual accumulation of mutations that convert proto-oncogenes to oncogenes and knock out tumor-suppressor genes.
526825.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ პროცესებში ხშირად ჩართულია რას ონკოგენი და მუტირებული p53 სიმსივნის სუპრესორული გენი.
A ras oncogene and a mutated p53 tumor-suppressor gene are often involved.
526826.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედი რომ მთლიანად სიმსივნური გახდეს, დნმ-ის დონეზე დაახლოებით ექვსი ცვლილება უნდა მოხდეს.
About a half dozen changes must occur at the DNA level for a cell to become fully cancerous.
526827.
ბიოლოგია | თავი XIX
მათ შორის ერთი მაინც აქტიური ონკოგენის გამოჩენაა და რამდენიმე კი, სიმსივნის სუპრესორული გენის მუტაცია ან დაკარგვაა.
These usually include the appearance of at least one active oncogene and the mutation or loss of several tumor-suppressor genes.
526828.
ბიოლოგია | თავი XIX
მუტანტური სიმსივნის სუპრესორული ალელები ჩვეულებრივ რეცესიულებია, ამიტომ სიმსივნის სუპრესიის ბლოკირებისთვის მუტაციებმა გენომში ორივე ალელის ნოკაუტი უნდა განახორციელონ.
Furthermore, since mutant tumor-suppressor alleles are usually recessive, in most cases mutations must knock out both alleles in a cell's genome to block tumor suppression.
526829.
ბიოლოგია | თავი XIX
მეორე მხრივ, ონკოგენების უმეტესობა დომინანტური ალელების მსგავსად მოქმედებს.
Most oncogenes, on the other hand, behave as dominant alleles.
526830.
ბიოლოგია | თავი XIX
და ბოლოს, მრავალი ავთვისებიანი სიმსივნის დროს გააქტიურებულია ტელომერაზას გენი.
Finally, in many malignant tumors, the gene for telomerase is activated.
526831.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს ფერმენტი დნმ-ის რეპლიკაციის პროცესში ქრომოსომის ბოლოების დამოკლებას გვარიდებს.
This enzyme prevents the shortening of chromosome ends during DNA replication.
526832.
ბიოლოგია | თავი XIX
კიბოს უჯრედებში ტელომერაზას წარმოება უჯრედის შესაძლებელი დაყოფების რიცხვის ბუნებრივ ლიმიტს ხსნის.
Production of telomerase in cancer cells removes a natural limit on the number of times the cells can divide.
526833.
ბიოლოგია | თავი XIX
მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების კიბოს დაავადებების დაახლოებით 15 %-ს, ალბათ, ვირუსები იწვევს.
Viruses seem to play a role in about 15% of human cancer cases worldwide.
526834.
ბიოლოგია | თავი XIX
კიბოს განვითარებას ისინი იწვევენ ინფიცირებული უჯრედების დნმ-ში საკუთარი გენეტიკური მასალის ჩართვით.
Viruses contribute to cancer development by integrating their genetic material into the DNA of infected cells.
526835.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, რეტროვირუსმა შეიძლება უჯრედს ონკოგენი გადასცეს.
By this process, a retrovirus may donate an oncogene to the cell.
526836.
ბიოლოგია | თავი XIX
ინტეგრირებულმა ვირუსულმა დნმ-მა სიმსივნის სუპრესორული გენი შეიძლება გახლიჩოს, ან პროტო-ონკოგენი ონკოგენად გარდაქმნას.
Alternatively, integrated viral DNA may disrupt a tumor-suppressor gene or convert a proto-oncogene to an oncogene.
526837.
ბიოლოგია | თავი XIX
და ბოლოს, ზოგიერთი ვირუსი წარმოქმნის ცილებს, რომლებიც p53-ისა და სიმსივნის სხვა სუპრესორ ცილებს ინაქტივირებს და უჯრედი სიმსივნურ უჯრედად უფრო ადვილად გარდაიქმნება.
Finally, some viruses produce proteins that inactivate p53 and other tumor-suppressor proteins, thus making the cell more prone to becoming cancerous.
526838.
ბიოლოგია | თავი XIX
გენეტიკური მიდრეკილება კიბოსადმი.
Inherited Predisposition to Cancer.
526839.
ბიოლოგია | თავი XIX
ინდივიდი, რომელმაც მემკვიდრეობით ონკოგენი ან სიმსივნის სუპრესორული გენის მუტანტური ალელი მიიღო, ერთი ნაბიჯით უახლოვდება კიბოს წარმოქმნისათვის აუცილებელი მუტაციების დაგროვებას, ვიდრე ასეთი მუტაციის არმქონე ინდივიდი.
An individual inheriting an oncogene or a mutant allele of a tumor-suppressor gene is one step closer to accumulating the necessary mutations for cancer to develop than is an individual without any such mutations.
526840.
ბიოლოგია | თავი XIX
გენეტიკოსები დიდი მონდომებით ცდილობენ მემკვიდრეობითი კიბოს ალელების იდენტიფიკაციას, რომ სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე შეძლონ კიბოს კონკრეტული ფორმების მიმართ მიდრეკილების დადგენა.
Geneticists are devoting much effort to identifying inherited cancer alleles so that predisposition to certain cancers can be detected early in life.