მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526801.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ შემთხვევაში სიგნალია უჯრედის დნმ-ის დაზიანება, რაც შეიძლება ულტრაიისფერი დასხივების შედეგია.
In this case, the signal is damage to the cell's DNA, perhaps as the result of exposure to ultraviolet light.
526802.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ სასიგნალო გზის მოქმედება უჯრედის ციკლის ბლოკირებას იქამდე იწვევს, სანამ დნმ-ის დაზიანება არ განეიტრალდება.
Operation of this signaling pathway blocks the cell cycle until the damage has been repaired.
526803.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვა შემთხვევაში დაზიანება მუტაციების ან ქრომოსომური დარღვევებს გამოიწვევს, რის შედეგად სიმსივნე ვითარდება.
Otherwise, the damage might contribute to tumor formation by causing mutations or chromosomal abnormalities.
526804.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ გზის კომპონენტების მაკოდირებელი გენები სიმსივნის სუპრესორული გენების სახით მოქმედებს.
Thus, the genes for the components of the pathway act as tumor-suppressor genes.
526805.
ბიოლოგია | თავი XIX
სიმსივნის სუპრესორული ცილა, რომელსაც ველური ტიპის p53 გენი კოდირებს, ტრანსკრიფციის სპეციფიკური ფაქტორია და უჯრედის ციკლის მაინჰიბირებელი ცილების სინთეზს უწყობს ხელს.
The tumor-suppressor protein encoded by the wild-type p53 gene is a specific transcription factor that promotes the synthesis of cell cycle-inhibiting proteins.
526806.
ბიოლოგია | თავი XIX
სწორედ ამიტომაა, რომ ჰიპერაქტიური Ras ცილის მუტაციის მსგავსად, p53 გენის მუტაცია უჯრედების ჭარბ ზრდასა და კიბოს იწვევს.
That is why a mutation knocking out the p53 gene, like a mutation that leads to a hyperactive Ras protein, can lead to excessive cell growth and cancer.
526807.
ბიოლოგია | თავი XIX
p53 გენს ( მის ცილოვან პროდუქტს 53 000 დალტონის ტოლი მოლეკულური წონა აქვს) „გენომის მფარველ ანგელოზს“ უწოდებენ.
The p53 gene, named for the 53,000-dalton molecular weight of its protein product, has been called the "guardian angel of the genome."
526808.
ბიოლოგია | თავი XIX
გააქტიურების შემდეგ, ვთქვათ დნმ-ის დაზიანების საპასუხოდ, p53 ცილა რამდენიმე გენის აქტივატორის როლს ასრულებს.
Once activated, for example by DNA damage, the p53 protein functions as an activator for several genes.
526809.
ბიოლოგია | თავი XIX
ის ხშირად p21 გენს ააქტიურებს, რომლის პროდუქტი უჯრედის ციკლს ციკლინ-დამოკიდებულ კინაზებთან დაკავშირებით აჩერებს, რაც უჯრედს დნმ-ის აღდგენისთვის დროს აძლევს.
Often it activates a gene called p21, whose product halts the cell cycle by binding to cyclin-dependent kinases, allowing time for the cell to repair the DNA.
526810.
ბიოლოგია | თავი XIX
p53 ცილაც დნმ-ის რეპარაციაში პირდაპირ ჩართულ გენებს ააქტიურებს.
The p53 protein can also turn on genes directly involved in DNA repair.
526811.
ბიოლოგია | თავი XIX
როცა დნმ-ის დაზიანება არ სწორდება, p53 თვითმკვლელ გენებს ააქტიურებს, რომელთა ცილოვანი პროდუქტები უჯრედის სიკვდილს - აპოპტოზს იწვევს.
When DNA damage is irreparable, p53 activates "suicide" genes, whose protein products cause cell death by a process called apoptosis.
526812.
ბიოლოგია | თავი XIX
ამგვარად, p53, სულ მცირე სამი გზით, უჯრედს დნმ-ის დაზიანებით გამოწვეული მუტაციების გავრცელებისაგან იცავს.
Thus, in at least three ways, p53 prevents a cell from passing on mutations due to DNA damage.
526813.
ბიოლოგია | თავი XIX
თუ მუტაციები მაინც გროვდება და უჯრედი მრავალი დაყოფის განმავლობაში გადარჩება (ასე შეიძლება მოხდეს p53 სიმსივნის სუპრესორული გენის დეფექტურობის ან არარსებობის შემთხვევებში) შეიძლება კიბო განვითარდეს.
If mutations do accumulate and the cell survives through many divisions as is more likely if the p53 tumor-suppressor gene is defective or missing-cancer may ensue.
526814.
ბიოლოგია | თავი XIX
კიბოს განვითარების მრავალსაფეხურიანი მოდელი.
The Multistep Model of Cancer Development.
526815.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩვეულებრივ, ერთზე მეტი სომატური უჯრედის მუტაციაა საჭირო, რათა წარმოიქმნას სრულად განვითარებული კიბოს უჯრედისათვის დამახასიათებელი ყველა ცვლილება.
More than one somatic mutation is generally needed to produce all the changes characteristic of a full-fledged cancer cell.
526816.
ბიოლოგია | თავი XIX
სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ იზრდება კიბოს შემთხვევების რიცხვი ასაკთან ერთად.
This may help explain why the incidence of cancer increases greatly with age.
526817.
ბიოლოგია | თავი XIX
თუკი კიბო მუტაციების დაგროვების შედეგს წარმოადგენს და თუკი მუტაციები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხდება, რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტია კიბოს განვითარების შანსი.
If cancer results from an accumulation of mutations and if mutations occur throughout life, then the longer we live, the more likely we are to develop cancer.
526818.
ბიოლოგია | თავი XIX
კიბოსკენ მიმავალი მრავალსაფეხურიანი გზის მოდელი კარგად დადასტურებულია ადამიანის სიმსივნის ყველაზე უკეთ შესწავლილი ტიპის, კოლორექტალური (მსხვილი ნაწლავის) კიბოს კვლევებში.
The model of a multistep path to cancer is well supported by studies of one of the best understood types of human cancer, colorectal cancer.
526819.
ბიოლოგია | თავი XIX
შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მსხვილი ნაწლავის კიბოს დაახლოებით 135 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება და ამავე დროში ამ დაავადებით 60 000 ადამიანი იღუპება.
About 135,000 new cases of colorectal cancer are diagnosed each year in the United States, and the disease causes 60,000 deaths per year.
526820.
ბიოლოგია | თავი XIX
კიბოს უმეტესი ფორმების მსგავსად, მსხვილი ნაწლავის კიბოც ეტაპობრივად ვითარდება.
Like most cancers, colorectal cancer develops gradually.