მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526841.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, მსხვილი ნაწლავის კიბოს დაახლოებით 15 %-ში მონაწილეობს მემკვიდრეობითი მუტაციები.
About 15% of colorectal cancers, for example, involve inherited mutations.
526842.
ბიოლოგია | თავი XIX
მათ შორის მრავალი სიმსივნის დამთრგუნველ გენზე მოქმედებს, რომელსაც ადენომატოზური პოლიპოზური ნაწლავი, ან APC ეწოდება.
Many of these affect the tumor-suppressor gene called adenomatous polyposis coli, or APC.
526843.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ გენს უჯრედში მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორის უჯრედების მიგრაციისა და შეწებების რეგულაციაც.
This gene has multiple functions in the cell, including regulation of cell migration and adhesion.
526844.
ბიოლოგია | თავი XIX
იმ პაციენტებში, რომლებსაც ეს კიბო არ ჰქონდათ მემკვიდრეობითი, APC გენი 60%- შემთხვევაში მუტირებული იყო.
Even in patients with no family history of the disease, the APC gene is mutated in 60% of colorectal cancers.
526845.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ ინდივიდებში ახალი მუტაციები უნდა ორივე APC ალელში გაჩნდეს, სანამ გენის ფუნქცია გაქრება.
In these individuals, new mutations must occur in both APC alleles before the gene's function is lost.
526846.
ბიოლოგია | თავი XIX
მსხვილი ნაწლავის კიბოს მხოლოდ 15%-ი უკავშირდება ცნობილ მემკვიდრეობით მუტაციებს, მაგრამ მკვლევრები განაგრძობენ იმ „მარკერების“ იდენტიფიცირებას, რომელთა დახმარებით შეძლებენ ამ ტიპი კიბოს განვითარების რისკის დადგენას.
Since only 15% of colorectal cancers are associated with known inherited mutations, researchers continue in their efforts to identify "markers" that could predict the risk of developing this type of cancer.
526847.
ბიოლოგია | თავი XIX
ასევე ძლიერი მემკვიდრეობითი მიდრეკილება ვლინდება მკერდის სიმსივნით დაავადებული პაციენტების 5-10%-ში.
There is evidence of a strong inherited predisposition in 5-10% of patients with breast cancer.
526848.
ბიოლოგია | თავი XIX
შეერთებულ შტატებში ეს კიბო გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა.
This is the second most common type of cancer in the United States.
526849.
ბიოლოგია | თავი XIX
ის ყოველწლიურად 180 000 ქალს (და ზოგჯერ მამაკაცებსაც) ემართება და წელიწადში მისგან 40 000 ადამიანი იღუპება.
It is striking over 180,000 women (and some men) annually and killing 40,000 each year.
526850.
ბიოლოგია | თავი XIX
BRCA1 ან BRCA2 გენში მომხდარი მუტაციები ნანახია მემკვიდრეობითი მკერდის კიბოს შემთხვევების ნახევარში.
Mutations in the BRCA1 or BRCA2 gene are found in at least half of inherited breast cancers (BRCA stands for Breast CAncer).
526851.
ბიოლოგია | თავი XIX
ქალს, რომელმაც მემკვიდრეობით ერთ მუტანტურ BRCA1 ალელი მიიღო, 50 წლამდე მკერდის კიბოს განვითარების 60% ალბათობა აქვს, როცა ჰომოზიგოტური ნორმალური ალელის მქონე ინდივიდებში მსგავსი ალბათობა მხოლოდ 2%-ია.
A woman who inherits one mutant BRCA1 allele has a 60% probability of developing breast cancer before the age of 50, compared with only a 2% probability for an individual homozygous for the normal allele.
526852.
ბიოლოგია | თავი XIX
BRCA1 და BRCA2 სიმსივნის სუპრესორული გენებია, ვინაიდან მათი ველური ტიპის ალელები იცავენ მკერდის კიბოსაგან, მუტანტური ალელები კი რეცესიულებია.
Both BRCA1 and BRCA2 are considered to be tumor-suppressor genes because their wildtype alleles protect against breast cancer and their mutant alleles are recessive.
526853.
ბიოლოგია | თავი XIX
მკვლევრებმა ჯერ ბოლომდე ვერ განსაზღვრეს რა ფუნქციას ასრულებენ ამ გენების ნორმალური პროდუქტები უჯრედში.
Researchers have not yet determined what the normal products of these genes actually do in the cell.
526854.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა, უახლესი მონაცემები გვაფიქრებინებს, BRCA2 ცილა პირდაპირ მონაწილეობს დნმ-ის ორივე დაზიანებული ჯაჭვის აღდგენაში.
However, recent evidence suggests that the BRCA2 protein is directly involved in repairing breaks that occur in both strands of DNA.
526855.
ბიოლოგია | თავი XIX
მემკვიდრეობით კიბოსთან დაკავშირებული გენების შესწავლამ ყველა ტიპის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი გზები უნდა გამოავლინოს.
The study of these and other genes associated with inherited cancer may lead to new methods for early diagnosis and treatment of all cancers.
526856.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ გენების კვლევა გენომის რეგულაციის ნორმალური პროცესების უკეთ გაგებაშიც გვეხმარება.
Studying these genes also increases our understanding of the normal processes of regulation of the genome.
526857.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტული გენომები გენების გარდა დნმ-ის მრავალ არამაკოდირებელ თანამიმდევრობებს შეიცავს.
Eukaryotic genomes can have many noncoding DNA sequences in addition to genes.
526858.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ თავსა და მთლიანად ამ ნაწილში ძირითადად ვიხილავდით ცილის მაკოდირებელ გენებს.
We have spent most of this chapter, and indeed this unit, focusing on genes that code for proteins.
526859.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა, ამ გენებისა და რნმ პროდუქტების, მაგალითად ტრნმ და რრნმ, გენების მაკოდირებელი უბნები მრავალუჯრედიანი ევკარიოტების უმეტესობის გენომის მხოლოდ მცირე ნაწილია.
Yet the coding regions of these genes and the genes for RNA products such as rRNA and tRNA make up only a tiny portion of the genomes of most multicellular eukaryotes.
526860.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტული გენომის ძირითადი რაოდენობა დნმ-ის არამაკოდირებელ თანამიმდევრობებზე მოდის, რომელსაც ადრე „ნაგავ დნმ-ს“ უწოდებდნენ.
The bulk of most eukaryotic genomes consists of noncoding DNA sequences, often described in the past as "junk DNA."