მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527001.
ბიოლოგია | თავი XIX
მსგავსი პროცესით, გენში განსაზღვრულმა ეგზონმა შეიძლება განიცადოს დუპლიცირება ერთ ქრომოსომაზე და დელეცია ჰომოლოგიურ ქრომოსომაზე.
By a similar process, a particular exon within a gene could be duplicated on one chromosome and deleted from the homologous chromosome.
527002.
ბიოლოგია | თავი XIX
გენი გაორმაგებული ეგზონით განახორციელებს ცილის კოდირებას, რომელიც კოდირებული დომენის მეორე ასლს შეიცავს.
The gene with the duplicated exon would code for a protein containing a second copy of the encoded domain.
527003.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილის სტრუქტურაში მომხდარმა ამ ცვლილებამ შეიძლება, გააძლიეროს მისი ფუნქცია სტაბილურობის გაზრდით, გააძლიეროს მისი განსაზღვრულ ლიგანდთან დაკავშირების უნარი, ან შეცვალოს მისი კიდევ სხვა თვისება.
This change in the protein's structure could augment its function by increasing its stability, enhancing its ability to bind a particular ligand, or altering some other property.
527004.
ბიოლოგია | თავი XIX
საკმაოდ მცირე რაოდენობის ცილების მაკოდირებელ გენებს გააჩნიათ მსგავსი ეგზონების მრავალი ასლი, რომლებიც სავარაუდოდ დუპლიკაციით წარმოიქმნა და შემდეგ დივერგენცია განიცადა.
Quite a few protein-coding genes have multiple copies of related exons, which presumably arose by duplication and then diverged.
527005.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედგარე მატრიქსის ცილა კოლაგენის მაკოდირებელი გენი კარგ მაგალითს წარმოადგენს.
The gene encoding the extracellular matrix protein collagen is a good example.
527006.
ბიოლოგია | თავი XIX
კოლაგენი სტრუქტურული ცილაა მაღალი სიხშირით განმეორებადი ამინომჟავური თანამიმდევრობით, რომელიც აისახება ეგზონების განმეორებად ქარგაში კოლაგენის გენში.
Collagen is a structural protein with a highly repetitive amino acid sequence, which is reflected in the repetitive pattern of exons in the collagen gene.
527007.
ბიოლოგია | თავი XIX
ალტერნატიულად, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა ეგზონების შემთხვევითი არევა და შემდგომი დაჯგუფება ან თავად გენის შიგნით ან ორ არაალელურ გენს შორის, რაც მეიოზური რეკომბინაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო შეიძლება მოხდეს.
Alternatively, we can imagine the occasional mixing and matching of different exons either within a gene or between two nonallelic genes owing to errors in meiotic recombination.
527008.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ პროცესს, რომელსაც ეგზონების ურთიერთშერევა ეწოდება, შეუძლია ახალ ცილამდე მიგვიყვანოს, ფუნქციების ახალი კომბინაციით.
This process, termed exon shuffling, could lead to new proteins with novel combinations of functions.
527009.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითისათვის განვიხილოთ ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორის (TPA) გენი.
As an example, let's consider the gene for tissue plasminogen activator (TPA).
527010.
ბიოლოგია | თავი XIX
TPA ცილა უჯრედგარე ცილაა, რომელიც სისხლის შედედების შეზღუდვაში მონაწილეობს.
The TPA protein is an extracellular protein involved in limiting blood clotting.
527011.
ბიოლოგია | თავი XIX
მას გააჩნია 3 ტიპის 4 დომენი, თითოეული კოდირდება ცალკე ეგზონით; თითოეული ეგზონი ორი ასლითაა წარმოდგენილი.
It has four domains of three types, each encoded by an exon; one exon is present in two copies.
527012.
ბიოლოგია | თავი XIX
რადგანაც თითოეული ტიპის ეგზონი სხვა ცილებშიც გვხვდება, სავარაუდოდ, TPA-ს გენი ეგზონების მრავალჯერადი ურთიერთშერევისა და დუპლიკაციის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო.
Because each type of exon is also found in other proteins, the gene for TPA is believed to have arisen by several instances of exon shuffling and duplication.
527013.
ბიოლოგია | თავი XIX
TPA ცილა ანელებს შედედების რეაქციას და ამის გამო ამცირებს იმ დაზიანებას, რომელიც გულის შეტევებისა და დამბლის ზოგიერთი ტიპის დროს წარმოიქმნება, თუ მისი შეყვანა ავადმყოფებში იმავდროულად ხდება.
The TPA protein slows the clotting reaction and therefore limits the damage that can result from heart attacks and some types of stroke, as long as it is administered immediately to victims.
527014.
ბიოლოგია | თავი XIX
რა წვლილი შეაქვთ ტრანსპოზირებად ელემენტებს გენომის ევოლუციაში.
How Transposable Elements Contribute to Genome Evolution.
527015.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთ ევკარიოტულ გენომში ტრანსპოზირებადი ელემენტების დიდ ფრაქციად მუდმივად არსებობა ეთანხმება იმ იდეას, რომ მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ გენომის ფორმის ჩამოყალიბებაში ევოლუციური დროის განმავლობაში.
The persistence of transposable elements as a large fraction of some eukaryotic genomes is consistent with the idea that they tionary time.
527016.
ბიოლოგია | თავი XIX
მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ რეკომბინაციას, დაშალონ უჯრედული გენები ან მაკონტროლებელი ელემენტები, ან გადააადგილონ მთლიანი გენები თუ ინდივიდუალური ეგზონები ახალ ადგილებში.
They can promote recombination, disrupt cellular genes or control elements, and carry entire genes or individual exons to new locations.
527017.
ბიოლოგია | თავი XIX
ჰომოლოგიური ტრანსპოზირებადი ელემენტების თანამიმდევრობების მიმობნევა მთელს გენომში, სხვადასხვა ქრომოსომებს შორის რეკომბინაციის მოხდენის საშუალებას იძლევა.
The presence of homologous transposable element sequences scattered throughout the genome allows recombination to take place between different chromosomes.
527018.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ ცვლილებების უმრავლესობა სავარაუდოდ საზიანოა, იწვევენ რა ქრომოსომურ ტრანსლოკაციებს და სხვა ცვლილებებს გენომში, რომლებიც შეიძლება ლეტალური იყოს ორგანიზმისათვის.
Most such alterations are probably detrimental, causing chromosomal translocations and other changes in the genome that may be lethal to the organism.
527019.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა ევოლუციის პროცესის განმავლობაში, ამის მსგავსი შემთხვევითი რეკომბინაცია შეიძლება სასარგებლოც იყოს ორგანიზმისათვის.
But over the course of evolutionary time, an occasional recombination like this may be advantageous to the organism.
527020.
ბიოლოგია | თავი XIX
გენომის გასწვრივ ტრანსპოზირებადი ელემენტების მოძრაობას შეიძლება სხვადასხვა პირდაპირი შედეგები ჰქონდეს.
The movement of transposable elements around the genome can have several direct consequences.