მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526961.
ბიოლოგია | თავი XIX
მიუხედავად იმისა, რომ პოლიპლოიდური ცხოველები გვხდება, ისინი იშვიათობას წარმოადგენენ.
Although polyploid animals exist, they are rare.
526962.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის სეგმენტების დუპლიკაცია და დივერგენცია.
Duplication and Divergence of DNA Segments.
526963.
ბიოლოგია | თავი XIX
მეიოზის დროს მომხდარმა შეცდომებმა ასევე შეიძლება ცალკეული გენების დუპლიკაცია გამოიწვიოს.
Errors during meiosis can also lead to the duplication of individual genes.
526964.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, მეიოზის პროფაზა I-ის განმავლობაში არათანაბარი კროსინგოვერის შედეგად, შესაძლოა, ერთი ქრომოსომა დელეციით მივიღოთ და მეორე კი – განსაზღვრული უბნის დუპლიკაციით.
Unequal crossing over during prophase I of meiosis, for instance, can result in one chromosome with a deletion and another with a duplication of a particular region.
526965.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც მოცემულია სურათზე 19.18, ტრანსპოზირებად ელემენტებს შეუძლიათ გენომში იმ საიტების წარმოქმნა, სადაც არამეწყვილე ქრომატიდების კროსინგოვერი მოხდება, მაშინაც კი, თუ მათი ჰომოლოგიური გენების თანამიმდევრობები სწორად არ არიან განლაგებული.
As illustrated in Figure 19.18, transposable elements in the genome can provide sites where nonsister chromatids can cross over, even when their homologous gene sequences are not correctly aligned.
526966.
ბიოლოგია | თავი XIX
ასევე, აცდენითი შეცდომები შეიძლება მოხდეს დნმ-ის რეპლიკაციის დროს, როდესაც ვთქვათ, ყალიბი გადაადგილდება ახალი კომპლემენტარული ჯაჭვის გათვალისწინებით და ამ დროს, ყალიბის ერთი უბანი ან არ კოპირდება, ან პირიქით, კოპირდება ორჯერ.
Also, slippage can occur during DNA replication, such that the template shifts with respect to the new complementary strand, and one region of the template strand is either not copied or copied twice.
526967.
ბიოლოგია | თავი XIX
შედეგად, დნმ-ის ეს უბანი ან დელეცირდება (ამოვარდება), ან დუპლიცირდება.
As a result, a region of DNA is deleted or duplicated.
526968.
ბიოლოგია | თავი XIX
ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი შეცდომები განმეორებად უბნებში, მაგალითად ზემოთ აღწერილ მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ში.
It is easy to imagine how such errors could occur in regions of repeats, such as the simple sequence DNA described previously.
526969.
ბიოლოგია | თავი XIX
ერთ საიტზე მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ის განმეორებადი ერთეულების რაოდენობაში არსებული ვარიაციები სწორედ ასეთი შეცდომების შედეგი უნდა იყოს.
The variability in numbers of repeated units of simple sequence DNA at the same site is probably due to errors like these.
526970.
ბიოლოგია | თავი XIX
იმის მონაცემები, რომ არათანაბარი კროსინგოვერისა და აცდენითი შეცდომების მსგავს მოლეკულურ მოვლენებს მივყავართ გენების დუპლიკაციამდე, მულტიგენური ოჯახების არსებობაშია ნანახი.
Evidence that molecular events such as unequal crossing over and slippage lead to duplication of genes is found in the existence of multigene families.
526971.
ბიოლოგია | თავი XIX
მონათესავე ფუნქციების მქონე გენების ევოლუცია: ადამიანის გლობინის გენები.
Evolution of Genes with Related Functions: The Human Globin Genes.
526972.
ბიოლოგია | თავი XIX
დუპლიკაციურმა მოვლენებმა შეიძლება მონათესავე ფუნქციების მქონე გენების ევოლუცია გამოიწვიოს, როგორებიც არიან α−გლობინისა და β−გლობინის გენთა ოჯახების წევრები.
Duplication events can lead to the evolution of genes with related functions, such as those of the a-globin and B-globin gene families.
526973.
ბიოლოგია | თავი XIX
მულტიგენური ოჯახის გენების თანამიმდევრობების შედარებამ, შესაძლოა, გვავარაუდებინოს ის რიგი, რომლის მიხედვითაც მოხდა გენების წარმოქმნა.
A comparison of gene sequences within a multigene family can suggest the order in which the genes arose.
526974.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვადასხვა გლობინების გენების ევოლუციური ისტორიის თავიდან გავლის მიდგომა გვაჩვენებს, რომ ყველანი ისინი გლობინის ერთი საერთო წინაპარი გენიდან წარმოიქმნენ, რომელიც დუპლიცირდა და α-გლობინისა და β-გლობინის წინაპარ გენებად დაიყო დაახლოებით 450-500 მილიონი წლის წინ.
This approach to re-creating the evolutionary history of the various globin genes indicates that they all evolved from one common ancestral globin gene, which was duplicated and diverged into a-globin and B-globin ancestral genes about 450-500 million years ago.
526975.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული ამ გენთაგან შემდგომში რამდენიმეჯერ დუპლიცირდა და ასლები დაშორდნენ ერთმანეთს თანამიმდევრობების მიხედვით, რის შედეგადაც ოჯახის ახლანდელი წევრები მივიღეთ.
Each of these genes was later duplicated several times, and the copies then diverged from each other in sequence, yielding the current family members.
526976.
ბიოლოგია | თავი XIX
ფაქტობრივად, გლობინის გენის საერთო წინაპრისაგან ასევე წარმოიქმნა ჟანგბად-დაკავშირებადი კუნთის ცილა მიოგლობინი და მცენარეული ცილა ლეგჰემოგლობინი.
In fact, the common ancestral globin gene also gave rise to the oxygen-binding muscle protein myoglobin and to the plant protein leghemoglobin.
526977.
ბიოლოგია | თავი XIX
უკანასკნელი ორი ცილა მოქმედებენ, როგორც მონომერები და მათი გენები „გლობინის სუპეროჯახს“ მიეკუთვნება.
The latter two proteins function as monomers, and their genes are included in a "globin superfamily."
526978.
ბიოლოგია | თავი XIX
დუპლიკაციური მოვლენების შემდეგ, გლობინების ოჯახებში შემავალ გენებს შორის არსებული სხვაობების წარმოქმნის მიზეზს უეჭველად წარმოადგენენ მუტაციები, რომელთა დაგროვება გენთა ასლებში მრავალი თაობის მანძილზე ხდებოდა.
After the duplication events, the differences between the genes in the globin families undoubtedly arose from mutations that accumulated in the gene copies over many generations.
526979.
ბიოლოგია | თავი XIX
თანამედროვე მოდელის მიხედვით, მაგალითად, α-გლობინის ცილის მიერ შესასრულებელი აუცილებელი ფუნქცია ერთი გენის მიერ სრულდებოდა, ხოლო α-გლობინის გენის სხვა ასლებში ხდებოდა შემთხვევითი მუტაციების დაგროვება.
The current model is that the necessary function provided by an a-globin protein, for example, was fulfilled by one gene, while other copies of the a-globin gene accumulated random mutations.
526980.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთ მუტაციას უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონოდა ორგანიზმზე, ზოგს საერთოდ არ ჰქონდა ეფექტი, მაგრამ ზოგიერთმა მუტაციამ შესაძლოა ცილოვანი პროდუქტის ფუნქცია იმგვარად შეცვალოს, რომ ის ორგანიზმისათვის ხელსაყრელი გახადოს სიცოცხლის გარკვეულ სტადიაზე და ამავე დროს მნიშვნელოვნად არ შეცვალოს მისი ჟანგბადის-მატარებლის ფუნქცია.
Some mutations may have had an adverse affect on the organism and some may have had no effect, but some mutations have altered the function of the protein product in a way may that was advantageous to the organism at a particular life stage without substantially changing its oxygen-carrying function.