მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527121.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის დნმ-ის ერთ-ერთი ფრაგმენტი სამიზნე გენს შეიცავს.
One of the human DNA fragments carries the gene of interest.
527122.
ბიოლოგია | თავი XX
3 შემდეგ საფეხურზე ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტებსა და დაჭრილ პლაზმიდებს ერთად ვათავსებთ, რაც მათ კომპლემენტარულ მწებარე ბოლოებს შორის ფუძეების შეწყვილების საშუალებას იძლევა.
3 Next we mix the human DNA fragments with the cut plasmids, allowing base pairing between their complementary sticky ends.
527123.
ბიოლოგია | თავი XX
შემდგომ ვამატებთ დნმ ლიგაზას, რომელიც პერმანენტულად ახდენს თითოეული ფუძეშეწყვილებული პლაზმიდისა და ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტის შეერთებას.
We then add DNA ligase, which permanently joins reach base-paired plasmid and human DNA fragment.
527124.
ბიოლოგია | თავი XX
შედეგად მიღებული რეკომბინანტული პლაზმიდების ნაწილი ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტებს შეიცავს, როგორც სურათ 20.4-ზე ნაჩვენები სამი პლაზმიდა.
Some of the resulting recombinant plasmids contain human DNA fragments like the three shown in Figure 20.4.
527125.
ბიოლოგია | თავი XX
ამ საფეხურზე შესაძლოა ასევე სხვა პროდუქტებიც მივიღოთ, როგორებიცაა ადამიანის დნმ-ის რამდენიმე ფრაგმენტის შემცველი პლაზმიდა, ორი პლაზმიდის კომბინაცია, ან საწყისი პლაზმიდის ხელახლა შეერთებული არარეკომბინანტული ვერსია.
This step may also generate other products, such as a plasmid containing several human DNA fragments, a combination of two plasmids, or a rejoined, nonrecombinant version of the original plasmid.
527126.
ბიოლოგია | თავი XX
მე-3 საფეხურზე მომზადებული დნმ შეერევა ბაქტერიებს, რომელთაც საკუთარი lacZ გენის მუტაცია აქვთ და ამდენად, ლაქტოზის ჰიდროლიზის უნარი არ აქვთ.
The DNA prepared in step 3 is mixed with bacteria that have mutation in their own lacZ gene, making them unable to hydrolyze lactose.
527127.
ბიოლოგია | თავი XX
შესაფერის ექსპერიმენტულ პირობებში უჯრედები იღებენ უცხო დნმ-ს ტრანსფორმაციის საშუალებით ამ გზით.
Under suitable experimental conditions, the cells take up foreign DNA by transformation.
527128.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგიერთი უჯრედი იძენს სამიზნე გენის მატარებელ რეკომბინანტულ პლაზმიდას.
Some cells acquire a recombinant plasmid carrying the gene of interest.
527129.
ბიოლოგია | თავი XX
თუმცა, სხვა მრავალი უჯრედი იღებს სხვა გენის მატარებელ რეკომბინანტულ პლაზმიდას, ან არარეკომბინანტულ პლაზმიდას, ან ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტს.
Many other cells, however, take up a recombinant plasmid carrying a different gene, a nonrecombinant plasmid, or a human DNA fragment.
527130.
ბიოლოგია | თავი XX
ეს სხვადასხვა შესაძლებლობა შემდგომში იქნება სორტირებული.
These different possibilities will be sorted out later.
527131.
ბიოლოგია | თავი XX
ფაქტობრივი კლონირების საფეხურზე ხდება ბაქტერიების მოთავსება მყარ საკვებ არეზე (აგარზე), რომელიც ამპიცილინსა და X-გალ-ას, ლაქტოზას მოლეკულურ ანალოგს შეიცავს.
In the actual cloning step, the bacteria are plated out on solid nutrient medium (agar) containing ampicillin and X-gal, the molecular mimic of lactose.
527132.
ბიოლოგია | თავი XX
ამ არის გამოყენება რეკომბინანტული პლაზმიდით ტრანსფორმირებული უჯრედების კლონების იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს.
Use of this medium allows us to identify clones of cells transformed with a recombinant plasmid.
527133.
ბიოლოგია | თავი XX
როგორ ამოვიცნობთ რეკომბინანტული პლაზმიდების მატარებელი უჯრედების კლონებს?
How do we recognize the cell clones carrying recombinant plasmids?
527134.
ბიოლოგია | თავი XX
ჯერ ერთი, რეპროდუცირება მხოლოდ პლაზმიდების შემცველ უჯრედებს შეუძლიათ, რადგანაც მხოლოდ მათ აქვთ გენი, რომელიც უჯრედებს არეში არსებული ამპიცილინისადმი მდგრადობას ანიჭებს.
First, only cells with a plasmid will reproduce, for only they have the amp gene conferring resistance to the ampicillin in the medium.
527135.
ბიოლოგია | თავი XX
თითოეული რეპროდუცირებადი ბაქტერია კლონს წარმოქმნის უჯრედის განმეორებადი დაყოფების საშუალებით და მიიღება უჯრედთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ყველანი მშობელი უჯრედის შთამომავლები არიან.
Each reproducing bacterium forms a clone by repeated cell divisions, generating a large group of cells that have all descended from the parent cell.
527136.
ბიოლოგია | თავი XX
როდესაც კლონი დაახლოებით 105 უჯრედს შეიცავს, ის აგარზე ჩანს როგორც გროვა, ანუ კოლონია.
Once the clone contains about 105 cells, it is visible as a mass, or colony, on the agar.
527137.
ბიოლოგია | თავი XX
უჯრედების რეპროდუცირებისას ასევე ხდება რეკომბინანტული პლაზმიდაში მდებარე ნებისმიერი უცხო გენის კოპირებაც, ანუ კლონირებაც.
As cells reproduce, any foreign genes carried by recombinant plasmids also are copied, or cloned.
527138.
ბიოლოგია | თავი XX
მეორე, კოლონიების ფერი საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ რეკომბინანტული პლაზმიდების შემცველი ბაქტერიების კოლონიები არარეკომბინანტული პლაზმიდებიანი კოლონიებისგან.
Second, the color of the colonies allows us to distinguish colonies of bacteria with recombinant plasmids from those with nonrecombinant plasmids.
527139.
ბიოლოგია | თავი XX
არარეკომბინანტული პლაზმიდების შემცველი კოლონიები, დაუზიანებელი lacZ გენით, ლურჯი ფერის იქნება, რადგანაც ისინი წარმოქმნიან ფუნქციონალურ b-გალაქტოზიდაზას, რომელიც მოახდენს არეში არსებული X-gal-ის ჰიდროლიზს და ლურჯი პროდუქტი მიიღება.
Colonies containing nonrecombinant plasmids with the intact lacZ gene will be blue because they produce functional B-galactosidase, which hydrolyzes the X-gal in the medium, forming a blue product.
527140.
ბიოლოგია | თავი XX
ამის საპირისპიროდ, რეკომბინანტული პლაზმიდების შემცველ კოლონიებში, სადაც lacZ გენში უცხო დნმ-ია ჩართული, შედეგად ფუნქციონალური b-გალაქტოზიდაზა არ წარმოიქმნება.
In contrast, no functional B-galactosidase is produced in colonies containing recombinant plasmids with foreign DNA inserted into the lacZ gene.