მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527061.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის კლონირება სპეციფიკური გენის ან დნმ-ის სხვა სეგმენტების მრავალი ასლის წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
DNA cloning permits production of multiple copies of a specific gene or other DNA segment.
527062.
ბიოლოგია | თავი XX
მოლეკულური განხრის ბიოლოგი, რომელიც განსაზღვრულ გენს შეისწავლის, გამოწვევის წინაშე დგება.
The molecular biologist studying a particular gene faces a challenge.
527063.
ბიოლოგია | თავი XX
ბუნებრივად არსებული დნმ-ის მოლეკულები ძალიან გრძელია და ერთი მოლეკულა ჩვეულებრივ მრავალ გენს შეიცავს.
Naturally occurring DNA molecules are very long, and a single molecule usually carries many genes.
527064.
ბიოლოგია | თავი XX
უფრო მეტიც, შესაძლოა, გენები ქრომოსომური დნმ-ის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდნენ, დანარჩენი კი არამაკოდირებელი ნუკლეოტიდური თანამიმდევრობები იყოს.
Moreover, genes may occupy only a small proportion of the chromosomal DNA, the rest being noncoding nucleotide sequences.
527065.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის ცალკეული გენი, მაგალითად, შეიძლება ქრომოსომური დნმ-ის მოლეკულის მხოლოდ 1/100 000-ს შეადგენდეს.
A single human gene, for example, might constitute only 100,000 of a chromosomal DNA molecule.
527066.
ბიოლოგია | თავი XX
საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ გენსა და მის გარემომცველ დნმ-ს შორის არსებული სხვაობა მეტად ფაქიზია და მხოლოდ ნუკლეოტიდური თანამიმდევრობების განსხვავებებში გამოიხატება.
As a further complication, the distinctions between a gener and the surrounding DNA are subtle, consisting only of differences in nucleotide sequence.
527067.
ბიოლოგია | თავი XX
იმისთვის, რომ სპეციფიკურ გენებთან პირდაპირ ემუშავათ, მეცნიერებმა დნმ-ის კარგად განსაზღვრული, გენის ზომის ნაწილების მრავალი იდენტური ასლის მომზადების მეთოდები შეიმუშავეს.
To work directly with specific genes, scientists have developed methods for preparing well-defined, gene-sized pieces of DNA in multiple identical copies.
527068.
ბიოლოგია | თავი XX
ამ პროცესს გენების კლონირება ეწოდება.
A process called gene cloning.
527069.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის კლონირება და მისი გამოყენება: წინასწარი მიმოხილვა.
DNA Cloning and Its Applications: A Preview.
527070.
ბიოლოგია | თავი XX
ლაბორატორიაში დნმ-ის ნაწილების კლონირების მეთოდთა უმეტესობას გარკვეული ძირითადი თვისებები საერთო აქვთ.
Most methods for cloning pieces of DNA in the laboratory share certain generalia features.
527071.
ბიოლოგია | თავი XX
ერთი ზოგადი მიდგომა ბაქტერიებსა (ყველაზე ხშირად Escherichia coli-ს) და მათ პლაზმიდებს იყენებს.
One common approach uses bacteria (most often, Escherichia coli) andpos their plasmids.
527072.
ბიოლოგია | თავი XX
გაიხსენეთ მე-18 თავიდან, რომ ბაქტერიული პლაზმიდები შედარებით მცირე, წრიული დნმ-ის მოლეკულებია, რომლებიც ბაქტერიული ქრომოსომისგან დამოუკიდებლად რეპლიცირდებიან.
Recall from Chapter 18 that bacterial plasmids are relatively small, circular DNA molecules that replicate separate from a bacterial chromosome.
527073.
ბიოლოგია | თავი XX
ლაბორატორიაში, გენების ან დნმ-ის სხვა ნაწილების კლონირებისთვის, თავდაპირველად ბაქტერიული უჯრედიდან პლაზმიდის გამოყოფა ხდება და შემდეგ უცხო დნმ-ის მასში ჩართვა ხორციელდება.
For cloning genes or other pieces research of DNA in the laboratory, a plasmid is first isolated from a bacterial cell, and then the foreign DNA is inserted into it.
527074.
ბიოლოგია | თავი XX
მიღებული პლაზმიდა ახლა რეკომბინანტული დნმ-ის მოლეკულას წარმოადგენს, რომელშიც ორი წყაროდან მიღებული დნმ-ია კომბინირებული.
The resulting plasmid is now a recombinant DNA molecule, combining DNA from two sources.
527075.
ბიოლოგია | თავი XX
პლაზმიდას აბრუნებენ ბაქტერიულ უჯრედში და მიიღება რეკომბინანტული ბაქტერია, რომელიც მრავლდება და იდენტური უჯრედების კლონს წარმოქმნის.
The plasmid is returned to a bacterial cell, producing a recombinant bacterium, which reproduces to form a clone of identical cells.
527076.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც ბაქტერიის გაყოფისას რეკომბინანტული პლაზმიდაც რეპლიცირდება და მის შთამომავალ უჯრედებს გადაეცემა, იმავდროულად ხდება უცხო გენის „კლონირებაც“.
Because the dividing bacteria replicate the recombinant plasmid and pass it on to their descendants, the foreign gene is "cloned" at the same time.
527077.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, უჯრედების კლონები ამ გენის მრავალ ასლს შეიცავს.
That is, the clone of cells contains multiple copies of the gene.
527078.
ბიოლოგია | თავი XX
კლონირებული გენები ორი ძირითადი მიზნისთვის გამოიყენება: განსაზღვრული გენის მრავალი ასლის მისაღებად და ცილოვანი პროდუქტის წარმოსაქმნელად.
Cloned genes are useful for two basic purposes: to make many copies of a particular gene and to produce a protein product.
527079.
ბიოლოგია | თავი XX
მკვლევრებს შეუძლიათ ბაქტერიიდან კლონირებული გენის ასლების გამოყოფა და მათი ფუნდამენტურ კვლევაში ან ორგანიზმისთვის ახალი მეტაბოლური უნარის (როგორიცაა პესტიციდისადმი რეზისტენტობა) მისანიჭებლად გამოყენება.
Researchers can isolate copies of a cloned gene from bacteria for use in basic research or to endow an organism with a new metabolic capability, such as pest resistance.
527080.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, შეიძლება ერთი კროპის სახეობაში არსებული რეზისტენტობის გენის კლონირება და სხვა სახეობის მცენარეებში მისი გადატანა.
For example, a resistance gene present in one crop species might be cloned and transferred into plants of another species.